“გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა” – უკრაინული მედია

უკრაინის ტერნოპოლის ოლქში გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქ შუმსკის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეზე, ვიტალი კუდლაკზე დაყრნდობით ავრცელებს. გარდაცვლილი სოფელ პოტუტოროვის მცხოვრები, 55 წლის მამაკაცია. როგორც ვიტალიკ კუდლაკი ვიდოემიმართვაში ამბობს, სასულიერო პირი ღვთისმსახურებას კერძო სახლში აღავლენდა. „ის ერთ-ერთი კონფესიის ღვთისმსახური იყო და აკრძალვების, კარანტინის, სასულიერო პირებთან ჩვენს მიერ გამართული არაერთი საუბრის მიუხედავად, კერძო სახლში, მრევლის თანდასწრებით  საიდუმლოდ აღავლენდა მსახურებას“, – ამბობს კუდლაკი ვიდეომიმართვაში. უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურია. ამასთან, ტერნოპოლის ოლქის შუსკის რაიონში ბოლო ერთ დღეში…

მეტი...

“საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2021 წელს დაუახლოვდება” – კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2021 წელს დაუახლოვდება. „გარკვეულ პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება და ეს იქნება 2-ჯერ მეტი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ მოგეხსენებათ, პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვები კომპანიებს ხარჯებს უზრდით და შეუძლებელია ხარჯების ზრდა არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა შემცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2021 წელს მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. არ არსებობს არანაირი გამოსავალი ამ სიტუაციიდან და ვერცერთი ცენტრალური ბანკი ასეთ გამოსავალს ვერ ნახავს“, – აცხადებს კობა გვენეტაძე. როგორც სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, თუ გვინდა, რომ ინფლაცია ძალიან მალე, ერთ ან…

მეტი...

„საქმეში ფიგურირებს ფარული ჩანაწერი, რაც არის სამარცხვინო ქმედება პოლიციელების მხრიდან“ – ადვოკატები სასულიერო პირის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ (ვიდეო)

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები ბრალის შეცვლას ითხოვენ. ადვოკატების ინფორმაციით სამართალდამცავებმა მამა დავითის მიმართ “სამარცხვინო ქმედება” ჩაიდინეს. ალექსანდრე კობაიძე იმ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რაც საქმეში მტკიცებულების სახით დევს. „მეორე მტკიცებულება არის სამარცხვინო, როდესაც ჩუმად ესაუბრებიან მამა დავითს, ერთ – ერთმა პოლიციელმა გადაწყვიტა ჩაეწერა მამა დავითი ფარულად, როცა დაიბარეს მამა დავითი ჩვენება ჩაიწერეს ჩუმად, ეს არ არის მნიშვნელოვანი ჩვენება, მამა დავითი არ საუბრობს იარაღზე, კონფლიქტზე, ეს სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს პოლიციელებმა, რაც არის უკანონო ჩანაწერი, აღნიშნულს აუცილებლად გავასაჩივრებთ, ასევე დავაინტერესებთ შესაბამის ორგანოებს, სამწუხაროა, რომ ამ პოლიციელებს მწვანე შუქი აუნთო სასამართლომ. ფაქტიურად გამოდის, რომ…

მეტი...

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 მოქალაქე დააჯარიმა. “პოლიცია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული…

მეტი...

“მამა დავითს არც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და არც არის ამოღებული” – განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მღვდელმსახურის ინტერესების დამცველი

„ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება“ – ამის შესახებ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურის ინტერესების დამცველმა ბექა ნემსიწვერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ნემსიწვერიძის ინფორმაციით საქმეში არ არსებობს, მტკიცებულება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მამა დავითს შემხებლობა ჰქონდა მომხდართან. მისივე ინფორმაციით ბრალდების მხარე ერთადერთი მოწმის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც სასულიერო პირი არაა. „გუშინ რომ გადმოგვეცა მტკიცებულებები და  გავეცანით, ამ მტკიცებულებების თანახმად მამა საბას მანქანის მიმართ განხორციელდა სროლა, თუმცა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს,  დავათის არათუ ბრალეულობაზე, არამედ იმ ვერსიაზეც კი, რომელსაც ავრცელებს, ბრალდების მხარე,  თითქოს მათ…

მეტი...

“6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. “დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349…

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველებმა მდინარე ალაზანში მიაკვლიეს. თანასოფლელებმა ალექსი ოხანაშვილი ბოლოს მდინარე ალაზნის პირას ნახეს, სადაც საქონელს მწყემსავდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა. ერთი ვერსიით, მამაკაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა. დაკარგულის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები იყვნენ ჩართული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა. „დოიჩე ველე“ გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღესთან შედარებით, გერმანიაში მცირედით გაზრდილია როგორც კორონავირუსის მსხვერპლთა, ასევე ინფიცირებულების რაოდენობა. კერძოდ, 28 აპრილს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 163 ადამიანი დაიღუპა და 1 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გერმანიაში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 157 641 შეთხვევაა დადასტურებული, 6 115 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 117 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტსა და ორ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა. დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის ორი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა. სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 12 პაციენტი შევიდა და ანალიზს კორონავირუსზე ყველას აუღებენ.

მეტი...

საქართველოში 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სრულუფლებიანი საელჩო ჩინეთში. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეოსქაიმ” განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა…

მეტი...

“გაფრთხილებთ, ეს არის ჩუმი სიკვდილი“. ვირუსის დადასტურებამდე ეკლესიშიც ვიყავი, მაღაზიაში, ეზოშიც“ – ლიფტში დაინფიცირებული ოჯახის გაფრთხილება

„კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი, 83 წლის მსხვერპლი 2 დღის უკან დაკრძალეს.  ვირუსმა, 3 კვირაში, ერთი ოჯახის ერთი წევრი იმსხვერპლა, 2  წევრი  ვირუსს დღემდე ებრძვის, ერთი კი მკურნალობას სახლში აგრძელებს. იმისათვის რომ, კიდევ უფრო მეტად გაფრთხილდეთ, „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ლიფტის ღილაკებით დაინფიცირებული ოჯახის უმძიმეს ისტორიას.   „მედიაცენტრი მთავარი:“ ქალბატონო რუსუდან, მძიმე მოსასმენია თქვენი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, გისამძიმრებთ და ოჯახის დანარჩენ წევრებს გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის და პრევენციისთვის, მოგვიყევით ამბავი…   რუსუდან გვანცელაძე: გამოვიარე სიკვდილი, ჩუმი სიკვდილი, რომელსაც ელოდები როგორ გიახლოვდება და უცებ, როგორ დაგახრჩობს.  ჩემი ოჯახიდან დაინფიცირდა 4 ადამიანი. 2 დღეს გამოწერეს,…

მეტი...

“ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“ – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას

“ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა, შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში არის აღნიშნული. „საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი – საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

“საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა. „დღეს უკვე გვყავს 168 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კონკრეტულად დღეს, კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტაციონარში რჩება 333 პაციენტი. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც, მაგრამ ჩვენი ექიმების დაუზოგავი შრომით მათ შემთხვევეაშიც იქნება კარგი გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

“ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს” – ამირან გამყრელიძე

“მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ბოლო 4 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთი მოდელირება გაკეთდა. ჩვენც გამოვიყენეთ ბევრი მათემატიკური მოდელი, მათ შორის ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოდელები და ახლა მივყვებით ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს. როდესაც ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს ვაანალიზებთ, ყველაზე ახლოს ამ მონაცემებთან ბაზელის უნივერსიტეტის ციფრებია. რაც შეეხება სინგაპურის უნივერსიტეტის მოდელს, ძალიან ბევრი მოდელი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ივნისის დასაწყისში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა…

მეტი...

სავარაუდოდ, მიკროავტობუსების მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ.  „დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი…

მეტი...

“კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში” – ამირან გამყრელიძე

“ახალი  კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ, გარკვეული ფორმით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ახალი ტიპის რესპირაციულ ვირუსთან.  “შეზღუდვების შემსუბუქებას ვემხრობით. გუშინდელი შეზღუდვების მოხსნა მოსახლეობამ ისე მიიღო, თითქოს საქართველოში კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. არა, ბატონებო. ესაა პირველი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ სივრცეებში სიარული; დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დისტანცირება; ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადო ჰიგიენის მკაცრი დაცვა; მოგვიწევს თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავშეკავება, ან…

მეტი...

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ” – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, COVID 19-ის პრევენციის მიზნით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.  მისი თქმით, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს.  „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება” – ენტონი ფაუჩი

“დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება”, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ. მისი თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია. „ჩემი აზრით, ვირუსის დაბრუნება გარდაუვალია. ვირუსი გლობალური მასშტაბით გავრცელდა. ის არ გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი კვლავ დაბრუნდება, ის, თუ როგორ მოვიქცევით, ჩვენს ბედს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.

მეტი...

ვანში ბლოკ-პოსტები აიღეს

ვანში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველა კონტაქტის გამოიკვლიეს და ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფექციის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. “ვანშიც იხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური. შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც ორ შესასვლელ გასასვლელში იყო, ავიღებთ. საფრთხე შეიძლება, ნამდვილად, ვთქვათ, რომ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ, როგორც იცით, მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდეც შემთხვევები. მას მერე გავიდა ის პერიოდი, რა პერიოდის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მიიღეს,“ – აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე. შიდა გავრცელების ფაქტების გამო, ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში…

მეტი...

ყინწვისის მამათა მონასტრის მღვდელმსახურს ბრალი წარუდგინეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება წარედგინა. საუბარია ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურზე. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის…

მეტი...

“გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენს ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ” – პედიატრი

“გეგმური აცრები ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს, ეს არის ყველა ქვეყნის რეკომენდაცია და ამას ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს”, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ  განაცხადა. მისი თქმით, გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ, რადგან შეიძლება, მას სხვა მძიმე ინფექცია შეხვდეს. “იყო ასეთი მოსაზრება, რომ გარკვეული ვაქცინა შესაძლებელია ბავშვს ჯვარედინად კორონავირუსისგან იცავდეს კიდეც, ეს არ არის დადასტურებული, ჰიპოთეზაა, მაგრამ გეგმური აცრა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ აცრამდე ექიმთან წინასწარ შევთანხმდეთ, რადგან ისეთ დროს მივიდეთ, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ გვქონდეს“, – აღნიშნა მაია ხერხეულიძემ.

მეტი...

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია საქართველოში – თარიღი ცნობილია

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.  კვლევაში რამდენიმე ქვეყნის მონაცემებია ასახული. მათ შორისაა საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი. კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება. 100%-იანი პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს. ამასთან, ინფორმაციაში მითითებულია, რომ მონაცემები ყოველდღიურად ახლდება. 

მეტი...

“ვეხმარებით საქართველოს მთავრობას” – აშშ-ს საელჩო

ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ USAID/Georgia საქართველოს დაეხმარება მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. „აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

მეტი...

“სასწაული იქნება, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1-2 წელიწადში გვექნება” – ექსპერტი

ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტის, პასი პენტინენის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე მზად არ იქნება. „ვაქცინის შემუშავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს პროცესი ვაქცინის ადამიანზე გამოცდის უამრავ ეტაპს მოიცავს, რათა დავრწმუნდეთ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა. პასი პენტინენის თქმით, გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია წარმოების შესაძლებლობები, რათა ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვაქცინა 1.5-2 წელიწადში იქნება მზად, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული“, – დასძინა მან.

მეტი...

არარეგისტირებულმა თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე  უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მაგალითად, ასეთი დოკუმენტი შეიძლება, იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი; ასევე საბანკო ამონაწერი;  მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რამე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ან ლიცენზია და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი. „ბაზრობის დახლზე მოვაჭრე არარეგისტრირებული პირმა, შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად, შესაძლებელია, წარადგინოს…

მეტი...

საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება – მთავრობის ახალი ინიციატივა

მთავრობა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა. „ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვს შემდეგი მიდგომა – პენსიების წლის დასაწყისში დაანონსებული მატება,  2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის უკვე შემდგარი ფაქტია; ასევე შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერისთვის 30 ლარის ოდენობით პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განიცდის საკმაოდ დიდ გამოწვევებს, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. გარდა ამისა, არის ინდექსაციის ნაწილი – წესი, როგორ უნდა გაიზარდოს…

მეტი...

“რეგიონებში, სადაც პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ახალი კორონავირუსით სადმედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან უწყებას აქვს რესურსი, სტრატეგიულად დაგეგმოს ექიმების განაწილება ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირება, უმრავლეს შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე არ მომხდარა: “უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც  არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან დაკავშირებით და ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. არ ვადასტურებ, რომ ექიმების დეფიციტი დგას. გამომდინარე იქიდან, რომ…

მეტი...

“პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი. დამქირავებელი წარადგენს დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტებს, პირად მონაცემებს, საკონტაქტო ტელეფონს” – ფინანსთა სამინისტრო

როგორც ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ფულადი კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებსაც იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ ჩარიცხული, მაგრამ შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ისინი 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კომპენსაცია შეეხება ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაშია გასული. „თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი, ის გათავსუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში თუ დამსაქმებელს აღარ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ხელფასი, ყველა ამ პირს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია. მაისიდან, დაიწყება კომპენსაციების გაცემა შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში…

მეტი...

აჭარაში, საერთო ჯამში, ტესტირება 3 600-ზე მეტ პირს ჩაუტარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, 3 600 პირის გამოკვლევა მოხდა. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიასა და სწრაფი ტესტირებით. „ჯამში, ლუგარის ლაბორატორიაში 3100-ზე მეტი ნიმუშია ამ დროისთვის უკვე გამოკვლეული, 500 სწრაფი ტესტირება ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებში, სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, სტომატური პრობლემების მქონე პაციენტებში და ასევე ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებულ 62 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, აჭარის საკარანტინე სივრცეებში 1 327 პირი რჩება. სივრცეების შექმნიდან დღემდე, კარანტინის რეჟიმი მოეხსნა, 4 100-ზე მეტ პირს.დღეის მდგომარეობით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 34 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან სტაბილურად…

მეტი...

“უკრაინამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა” – უკრაინული მედია

უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ის ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაურკვეველია განიხილება თუ არა საერთოდ“, – წერს ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს უკრაინის პარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მეტი...

დაქირავებული, რომელსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვს აღებული ხელფასი, 1200 ლარიან დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კომპენსაციების მიმღებ კატეგორიაზე საუბრობს, მისი ინფორმაციით აღნიშნულ კატეგორიაში კომპანიის მიერ დაქირავებული პირებიც მოხვდებიან. „კომპენსაციას მიიღებენ კომპანიის დაქირავებულები, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და ამ ტერმინს ვიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევიდეთ იმ იურიდიულ დეტალებში, თუ რის გამო არ ერიცხებათ ხელფასი. ნებისმიერი შეთხვევაში, თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი და განთავისუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში ან უბრალოს აღარ აქვს დამქირავებელს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს ხელფასი, ყველა მიიღებს დახმარებას. მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულად კომპენსაციის გაცემა, უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის…

მეტი...

“კლინიკებს გაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება, საკმარისი მონაცემები, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკებს დაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაიდლაინში ცვლილებები შევა. „ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე, თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა. ამ მხრივ, დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა თენგიზ…

მეტი...

ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. გუბერნატორის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას. ვანის მუნიციპალიტეტში ზომები 8 აპრილიდან გამკაცრდა. ე.წ. ვანის კლასტერიდან კი, ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სამი მათგანი კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.

მეტი...