საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 178  პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მეტი...

“22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია. თავად ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი კლინიკაში გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს. ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდის-ცენტრებში ამჟამად 361 პაციენტი იმყოფება. „22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი…

მეტი...

30 აპრილი ქართული არმიის დღეა

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი

მეტი...

სამხრეთ კორეაში შიდა გავრცელების შემთხვევა აღარ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში პირველად 75 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ დადასტურებულა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ოთხი იმპორტირებული შემთხვევა. სამხრეთ კორეაში სულ გამოვლენილია ინფიცირების 10 765 შემთხვევა, გარდაცვლილია 247 ადამიანი. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სამხრეთ კორეის ხელისუფლება დაავადების გავრცელების მეორე ტალღას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით მაღალია ვირუსის გავრცელების საშიშროება უახლოეს დღეებში, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავენ, მათ შორის ბუდას დაბადების დღეს.

მეტი...

დღეს მადრიდიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები. „ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან. აღსანიშნავია, არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც…

მეტი...