“6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. “დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349…

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველებმა მდინარე ალაზანში მიაკვლიეს. თანასოფლელებმა ალექსი ოხანაშვილი ბოლოს მდინარე ალაზნის პირას ნახეს, სადაც საქონელს მწყემსავდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა. ერთი ვერსიით, მამაკაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა. დაკარგულის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები იყვნენ ჩართული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა. „დოიჩე ველე“ გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღესთან შედარებით, გერმანიაში მცირედით გაზრდილია როგორც კორონავირუსის მსხვერპლთა, ასევე ინფიცირებულების რაოდენობა. კერძოდ, 28 აპრილს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 163 ადამიანი დაიღუპა და 1 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გერმანიაში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 157 641 შეთხვევაა დადასტურებული, 6 115 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 117 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტსა და ორ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა. დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის ორი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა. სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 12 პაციენტი შევიდა და ანალიზს კორონავირუსზე ყველას აუღებენ.

მეტი...

საქართველოში 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სრულუფლებიანი საელჩო ჩინეთში. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეოსქაიმ” განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა…

მეტი...

“გაფრთხილებთ, ეს არის ჩუმი სიკვდილი“. ვირუსის დადასტურებამდე ეკლესიშიც ვიყავი, მაღაზიაში, ეზოშიც“ – ლიფტში დაინფიცირებული ოჯახის გაფრთხილება

„კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი, 83 წლის მსხვერპლი 2 დღის უკან დაკრძალეს.  ვირუსმა, 3 კვირაში, ერთი ოჯახის ერთი წევრი იმსხვერპლა, 2  წევრი  ვირუსს დღემდე ებრძვის, ერთი კი მკურნალობას სახლში აგრძელებს. იმისათვის რომ, კიდევ უფრო მეტად გაფრთხილდეთ, „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ლიფტის ღილაკებით დაინფიცირებული ოჯახის უმძიმეს ისტორიას.   „მედიაცენტრი მთავარი:“ ქალბატონო რუსუდან, მძიმე მოსასმენია თქვენი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, გისამძიმრებთ და ოჯახის დანარჩენ წევრებს გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის და პრევენციისთვის, მოგვიყევით ამბავი…   რუსუდან გვანცელაძე: გამოვიარე სიკვდილი, ჩუმი სიკვდილი, რომელსაც ელოდები როგორ გიახლოვდება და უცებ, როგორ დაგახრჩობს.  ჩემი ოჯახიდან დაინფიცირდა 4 ადამიანი. 2 დღეს გამოწერეს,…

მეტი...