“ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება „დედა მიყვარხარ“ – ერთი დღე ლუგარის ლაბორატორიაში

„დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია. დილის „11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს“ -ასე იწყებს პოსტს სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე და იმ ყველაზე უმცროს თანამსრომელზე წერს, რლომელსაც ლუგარის ლაბორატორიაში 25 წელი შეუსრულდა. „მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70… 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს…

მეტი...

“თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება. „რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის ასეთი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC როგორც იცით და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება“, -განაცხადა ლევან გოფორძემ. მისივე თქმით, დღეს ჩატარებული ტესტირება რომ საკმარისი არ არის,…

მეტი...

საგარეო უწყება კორეის რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კორეის რესპუბლიკას „კოვიდ-19“-ის  წინააღმდეგ ბრძოლაში დროული მხარდაჭერისთვის მადლობას უხადის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. „მადლობას ვუხდი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, კან გიონ ხვას საქართველოსთვის გაწეული დროული დახმარებისთვის, რომლის მიზანიც ეპიდემიის გავრცელების გლუვი მრუდის შენარჩუნებაა“, – წერს ზალკალიანი. მისი თქმით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე იქცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სანიმუშო მაგალითად. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური…

მეტი...

„ფერმერებს დღეიდან, ამ მომენტიდან შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ინსტიტუტებს და მიიღონ ის კრედიტი, რაც ესაჭიროებათ“ – გიორგი ჯიბლაძე

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღონ ახალი კრედიტი იმ საქმიანობისთვის, რომელიც მიზნობრიობის ფარგლებში არის გათვალისწინებული“ – ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ჯიბლაძე განმარტებებს აკეთებს, თუ როგორ მოხდება საბანკო პროცენტის დაფარვა სესხის გაგრძელების შემთხვევაში. „სახელმწიფო ის ტვირთი, რომელიც ფენეფიციარებს ჰქონდათ პროცენტის სახით ამ ტვირთისგან ისინი თავისუფლდებიან, რადგან ამას სახელმწიფო გააკეთებს მათ მაგივრად. მოსავლის მიღებამდე ჯერ შორის არის. თუ ფული მიიღეს და ნაწილობრივ დახარჯეს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ საქმიანობა და მიიღონ დამატებითი ფინანსური სახსრები, ჯერ პრობლემა არ იქნება. ეს ყველაფერი არის მორგებული ფერმერების შემოსავლის სტურქტურაზე.…

მეტი...

“შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ” – ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა გააზრებულად უნდა გამოიყენონ. „ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთილხე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს covid19“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

“ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით პიკს, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კარგი იქნება, თუ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში ასეთი დინამიკა შენარჩუნდება. ამასთან, კითხვაზე, ვუახლოვდებით თუ არა პიკს, ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეს პერიოდი შიდა გავრცელებიდან მეშვიდე, მერვე კვირაა. „როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქიდან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ  ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან ერთი პაციენტი ეწერება, 30 პაციენტის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა 1 ტესტირება იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე, მივიღეთ უარყოფითი პასუხი და პაციენტი ეწერება კლინიკიდან. დღეს გაგზავნილი გვაქვს 30 პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, იცით, რომ გვყავს 7. აქედან 6 -ის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი…

მეტი...

6 თვიანი „უფასო ფული“ ფერმერებისთვის – რას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს?!

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო იმ კომპონენტებს განმარტავს, რასაც სახელმწიფო ფერმერებისთვის აგრო კრედიტის ფარგლებში გაითვალისწინებს. სპეციალისტის ინფორმაციით, პრიორიტეტებს ერთწლოვანი კულტურის განვითარება დაემატა, რაშიც დარგი ფერმერებს საბანკო პროცენტებს დაუფინანსებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დეტალურად ისაუბრა კრედიტის გაცემის პროცედურებსა და შეღავათებზე. „ძალინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. ამ კომპონენტებს დაემატა ქვეკონპონენტი – ერთწლოვანი კულტურის დაფინანსებისთვის, რაც 5000-დან  100 000 ლარამდე იქნება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სააგენტო მოახდენს, სრულად 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დაფინანსებას თუ ეს სესხი იქნება უზრუნველყოფილი ფერმერის მიერ.…

მეტი...

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. „ნიუ- იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი covid 19 დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწებაში.

მეტი...

“ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ინფექციურში 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მოზარდია. “დღეს დილის მონაცემებით 496 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებული არის 149, აქედან გამომდინარე, დაახლოებით 337 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს 45-46 დადასტურებული შემთხვევა, ეს ნიშნავს,რომ შემოდის გარკვეული რაოდენობა, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრები 44-47-ს შორის მერყეობს. ჩვენ უკვე 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, დღეს…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 62 პაციენტი მკურნალობს, საიდანც „კოვიდ-19“ 49-ს აქვს დადასტურებული. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული პაციენტებიდან ათი 18 წლამდე ასაკისაა. „ათი არის 18 წლამდე ასაკის პირი. ასევე სამი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. დანარჩენები განაგრძობენ მკურნალობას“, – განაცხადა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, კლინიკას გუშინ 15 პაციენტი დაემატა, 12 თეთრიწყაროდან და სამი ბოლნისიდან. ძირითადი სიმპტომია ცხელება. „მათგან ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2 994 731-ს, აშშ-ში კი – 987 160-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 994 731-მდე გაიზარდა, დაღუპულია 206 990 და გამოჯანმრთელებულია 878 792 ადამიანი, – ამის შესახებ worldometers-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე სტატისტიკის თანახმად, პანდემიის ეპიცენტრში -აშშ-ში- კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 987 160-მდე გაიზარდა, დაღუპულია 55 413 და გამოჯანმრთელებულია 118 781 ადამიანი. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიციებულთა რაოდენობით კვლავ ესპანეთი ლიდერობს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 226 629, დაღუპულთა რიცხვი კი 23 190-ია, ყველაზე მეტი – 26 644 – ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 197 675-ია, მესამე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც კორონავირუსის 162 100 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა…

მეტი...

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია. ასევე, გამოვლინდა 24 ასიმპტომური შემთხვევა. ამ დროისთვის ჩინეთში 974 უსიმპტომო პაციენტს აკვირდებიან. ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 82830 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4633 ადამიანი. ვირუსისგან 77 474 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 15 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა განუცხადა. მუკბანიანის ინფორმაციით, ასევე „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა კლინიკის სამ ექიმს, რომელთაც გეგმური კვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით ხუთი პაციენტი შევიდა, ყველა მათგანს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ.

მეტი...

“ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი” – ახალი ზელანდია

“ახალმა ზელანდიამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა მოიგო” – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯესიკა არდერნმა გააკეთა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება ვირუსის ისეთი შემთხვევები, რომელთა წყაროც უცნობია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ეშლი ბლუმფილდის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა გავრცელების რისკი გაცილებით დაბალია, რადგან მათი წყარო ცნობილია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა და არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1500 შემთხვევაა გამოვლენილი. პაციენტების 80 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირია. ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 7,988” – საგარეო უწყება

“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, 2020 წლის 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,988 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში…

მეტი...

გარკვეულ პირებზე ჩკეტილ ქალაქებში ორი დღით შესვლა და გასვლა

დღეს და ხვალ, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილება ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. „როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია…

მეტი...

დღეიდან მარნეულში ღია ტიპის ბაზრები გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში გახსნილ ღია აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია. „დღეიდან მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი, რომელიც არის საბითუმო, გაიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცენტრალური შტაბის, გუბერნიისა და თვითმმართველობის ჩართულობით, დღეს აღნიშნულ ბაზარში ყველა რეგულაცია არის დაცული. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. თვითონ გაყიდვის პროცესში დაცულია შესაბამისი რეკომენდაციები, დისტანცია. ყველანი ჩართული ვართ, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, იყოს დაცული 100 პროცენტით“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მეტი...

რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან და რას გულისხმობს 2 დღით დაშვებული გამონაკლისი?

დღეიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. პრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. “როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა; აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ხვალიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს იმას, რომ…

მეტი...