“მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა დგება მომენტი, როცა ყველა ერთად უნდა გადარჩეს და ქილიკისა, თუ კრიტიკის დრო არ არის. „მინდა, ორიდოდე სიტყვა მოგახსენეოთ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი, იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ანუ ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით, მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი.…

მეტი...

განვლილ 24 საათში რუსეთში ინფიცირების 5642 და გარდაცვალების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 642 შემთხვევა გამოვლინდა. სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 52 763 შემთხვევა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 51 კაცი გარდაიცვალა, წინა დღესთან შედარებით 6-ით მეტი. სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 456 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება. რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან, განვლილ 24 საათში ინფიცირების შემთხვევები 226-ით ანუ 13,16%-ით გაიზარდა (მთლიანად რუსეთში დღიური ზრდა 11,97% იყო)

მეტი...

ხელისუფლების მიერ დაწესებულ კომუნალურ შეღავათებზე მარტის თვეში უარი 3 534-მა ადამიანმა განაცხადა

აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია. ამასთან, უწყების ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, შეახსენებს, რომ აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა…

მეტი...

“თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან” – მარინა ეზუგბაია

თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რომელიმე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მრევლის თვითიზოლაციაში. მარინა ეზუგბაიას ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მხოლოდ ერთ სეგმენტზე საუბარი მართებულად არ მიაჩნია. „იცით რაშია საქმე, ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის უცხო არ არის, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს,…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები შესაძლოა ძაღლებმა ამოიცნონ

“სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა, შესაძლოა, ტესტირებების სიმცირით გამოწვეული კრიზის დროს, ეფექტიანი გამოსავალი გვაპოვნინონ” – ამის შესახებ sciencealert-ი წერს. არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ სამეციდინო ძაღლებს დღეში ყნოსვით 750 ადამიანის ტესტირება შეუძლიათ. ძაღლებისთვის ვირუსული პანდემიის რეაგირების პოტენციალი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ (LSHTM) და დურჰამის უნივერსიტეტმა შეისწავლა. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ მოხსენება მარტის ბოლოს გამოაქვეყნა. მოხსენებაში ექსპერიმენტული პროექტია აღწერილი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დამტკიცდება შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სხვა დაავადებების მსგავსად, CoViD-19-ის ამოცნობა. სპეციალისტები ექვს ძაღლს გაწვრთნიან, რაც ძირითადად ვირუსით ინფიცირებული პაციენტის ნიღბის დაყნოსვით ხდება. დაყნოსვით მათ უნდა აღმოაჩინონ აქვს თუ არა კორონავირუსის სპეციფიკური სუნი და შეუძლია თუ…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს სავარაუდოდ ორი პაციენტი გაეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს გამოჯანმრთელებაზე უკვე ჩაუტარდათ განმეორებითი ტესტები და პასუხები უარყოფითია. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი პაციენტი გუშინ მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინიდან არის გადაყვანილი. პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა“, – აცხადებენ უწყებაში. პოლიციამ, 20 აპრილის 21…

მეტი...

“კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი რჩება, რადგან გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არის მოზარდი” – ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. მიისვე ინფორმაციით, ახალი პაციენტის ე. წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, covid19-ისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი მოზარდია. „დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი კოვიდდიაგნოზით, 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემა, არის შუახნის ქალბატონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალბატონი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი კონტაქტები შესწავლილია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე გვყავს ისევ 24 პაციეტი,…

მეტი...

“სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქევყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 408 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე განმარტებით, საქართველოში სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა.სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ, ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა

ინდოეთში, მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 167 ჟურნალისტს, რომელიც პანდემიის გაშუქებაზე მუშაობდნენ, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, მათგან 50-ს ვირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მუმბაიში კორონავირუსით 4 666 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 232 ადამიანი.

მეტი...

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 24 859-ით გაიზარდა. როგორც CNN-ი წერს, ქვეყანაში კორონავირუსით ​ დაინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 784 599-ს მიაღწია. 42 138 ადამიანი კი, დაიღუპა. კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრი სახლის მრჩეველთა ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ნაადრევად გაუქმდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლებელია, 60 ათასს გადააჭარბოს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით – 11კმ.-ში, სოფელ ბალღოჯიანიდან 2კმ-ში დაფისქირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინდა.

მეტი...

„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

დაკავებულ პოლიციელს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაცშუახნის ქალი ემსხვერპლა, ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. როგორც ადვოკატი განმარტავს, პოლიციელმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და ის მომხდარის გამო მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. „ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ, თუ ეს შედეგი, რაც დადგა, მისმა მოქმედებამ გამოიწვია. ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რაც მოხდა. მითუმეტეს, პოლიციელია, ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას…

მეტი...

ბათუმში 90 გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმში წუხელ გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტების პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია. გამოსაკვლევთა შორის 40-მდე პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტი იყო. სულ აჭარაში 1 900-მდე პირია გამოკვლეული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი. ინფორმაციისთვის, 408 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ფეხბურთელთა 20-მა პროცენტმა დეპრესია გადაიტანა სეზონის შეწყვეტის გამო

ბევრმა ფეხბურთელმა დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომები გადაიტანა სეზონის გაჩერების გამო, – წერია პროფესიონალ ფეხბურთელთა მსოფლიო საბჭოს (FIFPro) ანგარიშში. როგორც ირკვევა, FIFPro-მ 22 მარტიდან 14 აპრილამდე გამოკითხა 1600 მოთამაშე ინგლისიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შედეგების მიხედვით, ფეხბურთელების 22-მა პროცენტმა გამოაცხადა სიმპტომების შესახებ, რომელიც დეპრესიის დიაგნოზს შეესაბამება. გარდა ამისა, მოთამაშეთა 18-მა პროცენტმა აღიარა „გენერალიზებული განგაშის“ მდგომარეობა.

მეტი...