მოქალაქეებმა ფერიის სასაფლაოზე შესვლა სცადეს

ბათუმის ფერიის სასაფლაოს შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის სამმართველოს თანამშრომლებიც მათი ინფორმაციით მოქალაქეების მხრიდან იყო ერთეული მცდელობები სასაფლაოზე შესვლის, თუმცა არ შეუშვეს. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია მკაცრად კონტროლდება.

მეტი...

“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს” – პატრიარქი

“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი. „საქართველოს საოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ…

მეტი...

აჭარაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა

აჭარაში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს 3 პაციენტს გაწერენ საავადმყოფოდან. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში აჭარაში კორონავირუსი 13-მა ადამიანმა დაამარცხა. ამჟამად აჭარაში ჯამში 39 კოვიდ დადებითი პირი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა. ინფომრაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული.

მეტი...

“პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო” – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. „იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა…

მეტი...

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელია დაკავებული

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა…

მეტი...

“9 პაციენტდან, 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა. „რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებლის შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასევე სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ერთ პაციენტს ტესტს დღეს ჩაუტარებენ. „46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული. ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომლის ტესტირებაც მოხდება. ეს არის საეჭვო შემთხვევა არაკონტაქტირებიდან. პაციენტი დღეს დილით შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. ეს არის თვითდინებით ბინიდან მოსული. ეს არ არის არც ერთ წყაროსთან კონტაქტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია. „ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებულო პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილიზირებულია.…

მეტი...

ქუთაისში გამოკვლეულ კიდევ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, „ცხელების ცენტრში“  ლაბორატორიიდან რვა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის განცხადებით,  გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 15-მა პაციენტმა მიმართა. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან ხუთს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან. ამასთან, მუკბანიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიიღონ მითითება, რომ კორონავირუსზე ანალიზი „ცხელების ცენტრში“ შესულ ყველა პაციენტს აუღონ. გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მეტი...

“რომელი უფრო ვერ აკმაყოფილებს საღი აზრის ტესტს, ცეცხლის წამკიდებელი თუ ხელისუფლებაზე დამბრალებელი?” – მიხეილ ყაველაშვილი

რომელი უფრო ვერ აკმაყოფილებს საღი აზრის ტესტს, ცეცხლის წამკიდებელი თუ ხელისუფლებაზე დამბრალებელი?- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპონენტების ბრალდებებს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლის გაჩენასთან დაკაშვირებით: „ლაივში ცეცხლის წამკიდებელზე რომ იტყვი, ხელისუფლების მოგზავნილიაო, რომელი უფრო ვერ აკმაყოფილებს საღი აზრის ტესტს, ცეცხლის წამკიდებელი თუ ხელისუფლებაზე დამბრალებელი?“- აღნიშნავს ყაველაშვილი. შეგახსენებთ, 19 აპრილს, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი განზრახ გააჩინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა. ინფომრაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი, გარდაცვლილია 4 მოქალაქე. 

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით ყველა სასაფლაოს პატრული აკონტროლებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სასაფლაოს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონებსა და თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაოს დაკეტვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი 10 მაისამდეა გამოცხადებული. 21 აპრილამდე აკრძალულია საქართველოს ყველა რეგიონში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. საკარანტინო რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო, იურიდიული პირი 15000 ლარით დაჯარიმდება.

მეტი...

რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს

რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს. დღეიდან გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, ასევე სწავლას განაახლებს დამამთვარებელი კლასები. თუმცა მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რათა ინფექციის მეორე ტალღა არ წარმოიშვას. ასევე დღეიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში გაიხსნება პარკები, საბავშვო ბაღები და სკოლები. ჩეხეთსა და ალბანეთში გაიხსნება ღია ბაზრობები. ესპანეთში კი მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლებას მისცემენ.

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტი კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟიარ ბოლსონარუს არც ნიღაბი ეკეთა და არც სოციალური დისტანციის წესებს იცავდა. ბრაზილიის პარლამენტმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინი გამოაცხადეს. ჟიარ ბოლსონარუ კი ამ ზომებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს ცხოვრება. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც წესების გამკაცრების მოწოდებით გამოდიოდა, თანამდებობიდან გადააყენა. ქვეყანაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების მიხედვით კი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური დისტანცირების წესების შენარჩუნების მომხრეა. ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 38 654 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 2462 ადამიანი.

მეტი...

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 110 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 110 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიაში იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1775 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 141 672 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4404 ადამიანი.

მეტი...

ქუჩიდან ნასროლი ბრმა ტყვია სახლში მყოფ ქალს შუბლში მოხვდა და გარდაიცვალა

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. „დაკავებულია ვიღაც, შორიდან მოხდა გასროლა ნახევარი კილომეტრიდან როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს რომ 550 მეტრიდან გაისროლესო „მაკაროვიდან“, ნუცუბიძის ქუჩიდან“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა. მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის…

მეტი...

ჩინეთში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ქვეყნის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი დღეა, ჩინეთში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან რვა იმპორტირებულია.გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ჩინეთში 49 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 82 747 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 632 ადამიანი.

მეტი...

საფლავები წითელი კვერცხის გარეშე, სასაფლაოებს პოლიცია და თავდაცვა აკონტროლებს – „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებში, სააღდგომო პერიოდში, სასაფლაოებიც მოექცა. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ყველა სასაფლაო დაიკეტა და მას პოლიცია და თავდაცვა აკონტროლებს. „მედიაცენტრი მთავარი“ იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აკრძალვა სრულად არის დაცული. ადგილობრივები ითვალისწინებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მიუხედავად ტრადიციისა, წელს პირველი აღდგომაა, როცა მათ მიცვალებულების საფლავებზე წითელი კვერცხის გადაგორება და ჭიქა ღვინის აწევა ვერ შეძლეს. რამდენიმე ადამიანს მაინც ჰქონდა მცდელობა, საფლავზე მისულიყო, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლება და სასაფლაოზე შესვლის საშუალება არ მისცეს. „მეუღლე, ძმა, მშობლები, ყველა ერთად მყავს…

მეტი...