„ირანელი ანჯელინა ჯოლი“ ციხეში კორონავირუსით დაინფიცირდა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინტერნეტვარსკვლავი ფატიმა ხიშვანდი, რომელსაც მსოფლიო მედიამ „ირანელი ანჯელინა ჯოლი“ შეარქვა, კორონავირუსით დაინფიცირდა.  ხიშვანდის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კორონავირუსით ციხეში დაინფიცირდა, სადაც ის ღვთის გმობისა და უკანონო გამდიდრების ბრალდებით მოათავსეს. თავდაპირველად ხიშვანდი საკარანტინო იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მისი ჰოსპიტალიზაცია მოეხდინა. უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ფატიმა ხიშვანდი თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ვირუსით სულ 2 214 861 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 564 525 გამოჯანმრთელდა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (34 575) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (22 745), მესამეზე კი -ესპანეთი (19 613).

მეტი...

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო წერს. მისი თქმით, მიკოლა ბალანთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გენერალ-ლეიტენანტი თავს კარგად გრძნობს. ეროვნული გვარდიის მეთაური თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო დღეების განმავლობაში მასთან კონტაქტის მქონე ყველა პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. მიკოლა ბალანის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას დროებით გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ კონდრატიუკი შეასრულებს.

მეტი...