“ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში” – ამირან გამყრელიძე

“პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მირან გამყრელიძე აქცენტს მომდევნო ოთხ დღეზე აკეთებს. „ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა,…

მეტი...

“მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას – მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი” – მეუფე იაკობი

მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა. „მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან.…

მეტი...

ავიამზიდ “შარლ დე გოლის” 668 მეზღვაურს Covid-19 დაუდგინდა

ავიამზიდ “შარლ დე გოლის” 668 მეზღვაურს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება სულ ჩაუტარდა 1 767 მეზღვაურს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ტესტების 30%-ის მიღებას ელოდებიან. რაც შეეხება ავიამზიდ “თეოდორ რუზველტზე” არსებულ ინფიცირებულებს, მათმა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. 31 მეზღვაური, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ტულონის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მეტი...

“თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან ქრისტეს უარყოფას, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ” – მიტროპოლიტი ისაია

“თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან უარყოფას ქრისტესი, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ, მითუმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი” – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურება ჩატარდება დილით. „ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, რომ გვქონოდა სახელმწიფო და ქვეყანა. საერთოდ ნათქვამია, ყოველი ხელმწიფება ღვთისაგან არისო. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ გვქონოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. 90-იანი წლებიდან დაწყებული ჩვენს მხრებზე გადაიარა ამ ამბებმა და ვეღირსეთ იმ ნანატრ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ჩვენი სახელმწიფო მეთაური. თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს…

მეტი...

“აპლიკაცია STOP COVID საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აპლიკაცია STOP COVID-ის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან. მინისტრის თქმით, აპლიკაცია ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შეიქმნა. „ეს გახლავთ კოვიდის აპლიკაცია. ამ აპლიკაციას ყველა ველოდით. ჩვენს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ძალიან რთულ ვითარებაში, მაგრამ მათი ძალიან დიდი მხარდაჭერით შევძელით, მოვახერხეთ და გავხადეთ შესაძლებელი, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩავრთეთ იმ გამოწვევაში, ერთად ბრძოლაში, რეალურად ჩვენთან ერთად ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია „კოვიდ 19“-ის ვირუსთან ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით.…

მეტი...

“ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის” – პატრიარქი

“ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. „წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა,…

მეტი...

“შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ” – კახა კალაძე

ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასაფლაობის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გავითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და თხოვნა, რომლზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო…

მეტი...

“მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძარში ყოფნა რისკებს ზრდის” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის…

მეტი...

“პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია” – მეუფე გრიგოლი

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მეუფე პაატა იმნაძის განცხადებებს გამოეხმაურა და მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხე შეახსენა. „მიჭირს პასუხის თქმა, თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც…

მეტი...

სამების ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს

ხუთშაბათის მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) და მღვდელმთავრები. შეგახსენებთ, რომ დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა,…

მეტი...

“ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ” – ლევან რატიანი

“ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მდგომარეობა თუ გართულდება, დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმი არ ეყოლება. „დადგება მომენტი, როდესაც ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში,…

მეტი...

“2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები, რამაც დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო” – სუს – ი

“თბილისში, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, მსგავსი პროცესების განვითარება შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის. „2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო. აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები,…

მეტი...

“თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ” – დიმიტრი ხუნდაძე

„საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ ეს სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც არ უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც ხუნდაძე აცხადებს, თუ საფრთხე სწორად არ იქნა შეფასებული და მთელი საზოგადოების ქმედება არ იქნება ადეკვატური, შესაძლოა, კატასტროფული შედეგი დადგეს. „ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან. პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ საბედნიეროდ საქართველო ეპიდემიოლოგიურად,…

მეტი...

“მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება” – სუს- ი დავით გარეჯზე

“დავით გარეჯის ირგვლივ გასულ წელს განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. „რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა…

მეტი...

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს დილიდან მოძრაობა განტვირთულია

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს დილიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილების სიმსუბუქე შეინიშნება. ქალაქების ჩაკეტვის შემდეგ, ქალაქებიდან გასვლა და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ტვირთგადამტან ავტომანქანებს და ფიზიკურ პირებს ეძლევათ. დილის საათებში შეინიშნებოდა მცირედი საცობი. ფოტოები “მედიაცენტრა მთავარმა” თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადაიღო. შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ. როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბრალდებულების/მსჯავრდებულების…

მეტი...

“2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა” – სუს – ი

2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. რუსეთი გავლენის მოსაპოვებლად კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბერ ოპერაციებსა და მედიამანიპულაციებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის წარმოებაში…

მეტი...

“30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არაა, იმედი მაქვს, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ყველა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვები ხალისიანები და აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად. პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ზოგადად, სუბიექტური, ობიექტური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებით მათი მდგომარეობა მსუბუქია“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ 30 ახალი შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და განმარტა, რომ თუ აღნიშნული მონაცემი ასეულს არ გადააჭარბებს და ინფიცირებულთა…

მეტი...

“რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. „ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს,…

მეტი...

„დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, შესაძლებელია ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს მარაგი“ – მაკა სოლოღაშვილი

„ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, თუ ზრდა ამ ტემპით მოიმატებს აღჭურვილობა, რაც გვაქვს 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ არადა ძნელია პროგნოზირება“ –  ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. სოლოღაშვილმა პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა:„თუ დაავადებულთა რაოდენობა დიდი მასშტაბით მოიმატებს შესაძლოა აღჭურვილობა არ გვეყოს. დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, შესაძლებელი ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს მარაგი, ამიტომ დარჩით სახლში და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა და 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი

“ვიდრე თქვენ კარანტინს საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, მედპერსონალს მოუწევს არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელი მარიამ გრიგორაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექიმი მოსახლეობას გაფრთხილების თხოვნით მიმართავს. „19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიღრმეებს არ ჩავყვები, კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე, რამდენი ზრუნვის პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ამაზე სხვა დროს. მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით: სამი კვირა ვიმუშავე. ორი კვირა ბოქსირებულ პალატებში ერთი კვირა რეანიმაციაში. ახლა…

მეტი...

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთან იტალია გამეორდება” – ეკატერინე ტიკარაძე

“მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენთან იტალია გამეორდება. მაქვს მიზეზი, თუ რატომ არ მაქვს ამის მოლოდინი, ვინაიდან დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობა რისკების კუთხით უკვე ძალიან კარგად არის ინფორმირებული ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ხელისუფლებაც თავის პასუხისმგებლობას ათვითცნობიერებს. „ასევე, საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად ათვითცნობიერებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ვართ მუდმივ მზადყოფნაში გადავდგათ ნებისმიერი საჭირო ნაბიჯი, საჭირო დროს. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ღია კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რის შედეგადაც ძალიან გამჭვირვალედ ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით…

მეტი...