“რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37 მათგანს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“,- განაცხადა რატიანმა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში…

მეტი...

„სიგნალი ნამატის არის საგანგაშო“ – პაატა ჟორჟოლიანი

„მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე უნდა ველოდეთ მატებას, შიდა გადაცემის დროს შესაძლოა უკონტროლოდ გაიზარდოს რიცხვი მატების“ – ამის შესახებ  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ჟორჟოლიანი საგანგაშოს უწოდებს ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას და პრევენციად კვლავ რეკომენდაციების დაცვას თვლის. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს: „მიუხედავად ქვეყანაში ჩატარებული ყველა ღონისძიებისა ვგრძნობთ, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, მოსახლეობის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ხალხი მოდუნდა და არის თავისუფალი გადაადგილება. ვერცერთი უწყება ვერ შეძლებს ეს გააკონტროლოს თუ საზოგადოებამ არ გაიტავისა, რაც ხდება. მედიკოსები მზად არიან დახმარება გაუწიონ პაციენტებს, მაგრამ თუ მოსახლეობამ არ…

მეტი...

“კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება. როგორც კალაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განმარტა, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნება. „გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, ამ…

მეტი...

განისაზღვრა სია, ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები

15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ. როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას; მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების გაწევის…

მეტი...

“ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის” – კახა კალაძე

“მინდა ყველა მორწმუნეს ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. „დარწმუნებული ვარ და ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე. რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა, ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე…

მეტი...

“ინფიცირებული 2 მძიმე პაციენტი კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 2 პაციენტი კვლავ მძიმეა. “გუშინ დილას ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილამდე დაემატა 10 და ახლა გვაქვს 306 შემთხვევა. 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და მისი წყაროების გარკვევაა. ამ 10 შემთხვევიდან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული ჩვენთან, დანარჩენი სხვა კლინიკებშია განთავსებული. გამოჯანმრთელებული 69 გვყავს და ამ ეტაპზე კლინიკებში 237 პაციენტი მკურნალობს. დღეს ჩვენს ცენტრში 39 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5…

მეტი...

ჰამბურგის კლინიკაში COVID-19-ის მასობრივად გავრცელების ფაქტი დადასტურდა

ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ეცნობიან რესპირატორული სისტემის მუშაობას. 2020 წლის 25 მარტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ეპენდორფმა ონკოლოგიურ განყოფილებაში კორონავირუს COVID-19-ის მასობრივი გავრცელება დაადასტურა. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, კლინიკის წარმომადგენელმა ზასკია ლემმა 14 აპრილს განაცხადა, რომ გასულ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა 20 პაციენტს და სხვადასხვა სპეციალობის 20 თანამშრომელს. ინფიცირებულები ოზოლირებულ კორპუსში გადაიყვანეს. ტესტირება ჩაუტარდა კლინიკის ყველა პაციენტს და თანამშრომელს. ლემის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ინფიცირების წყაროს დასადგენად. ჰამბურგის კლინიკაში კორონავირუსის აფეთქების შესახებ პირველმა დაწერა გამოცემა „შპიგელმა“. მისი ინფორმაციით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, კლინიკის ერთ-ერთი დამლაგებელია. გერმანიაში COVID-19-ით უკვე დაავადდა 132 ათასზე მეტი…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით გარდაცვლილებს მუყაოს ყუთებით ასაფლავებენ, დაავადებულები ყველგან ეცემიან

ლათინური ამერიკის ქვეყნებში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილებს ვერ ასაფლავებენ. ვითარება იმდენად მძიმეა, როგორც სასაფლაოების, ისე მიცვალებულის ჩასასვენებლის პრობლემაც კი შეიქმნა. გარდაცვლილებს ფუთავენ მუყაოს ყუთებში, ზეწრებში და სხვადასხვა ადგილას მიაქვთ. „ვაის ნიუსისა“ და სხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ადამიანები „კოვიდ 19“-ით იღუპებიან ქუჩებში, სახლებში,  საწოლებზე, ტროტუარებზე. ეკვადორში საავადმყოფოებში მოხვედრა წარმოუდგენელია, ადგილები ამოწურულია და მკურნალობა შეუძლებელია. ადგილობრივები საკუთარი თავის იმედად არიან და ვისაც ვირუსი შეეყრება, განწირულია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით,  ადგილობრივმა ხელისუფლების  შესაბამისმა სამსახურებმა, კერძო ბინებიდან 600-მდე ცხედარი გამოიტანეს.   „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით არის გაზრდილი. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პირი. ინფორმაციისთვის, 306 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ინფიცირებულთა ოდენობამ მსოფლიოში 2 მლნ-ს გადააჭარბა, აშშ-ში 24 საათში 2407 ინფიცირებული დაიღუპა

ინფორმაცია მსოფლიოში ინფიცირებულთა შესახებ, განთავსებულია პორტალზე worldometers. პორტალის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის (13 აპრილის 09:40 თბილისის დროით) მთელ მსოფლიოში 2 მლნ 89 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათგან განკურნებულია 484 600 კაცი – 24,23%. გარდაცვლილთა რაოდენობა არის 126 755 კაცი – 6,34%. ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა არის 51603 განვლი 24 საათში, აშშ-ში დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – 2407 კაცი. სულ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 24064. სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ 4,24%-ის ტოლია. აშ-ში ყოველ მილიონი მაცხოვრებლიდან კორონავირუსით გარდაცვლილია 1856 კაცი. ამ მაჩვენებლით აშშ-ზე უარესი მდგომარეობა ხუთ სახელმწიფოს აქვს –…

მეტი...

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბები მზადდება

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს. დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. „დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას. ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან“,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პირი. ინფორმაციისთვის, 300 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

გაერო ჯანმო-ს დაფინანსების შეჩერების წინააღმდეგია – გუტერეში ტრამპის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის ბრალდებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღდეგ, გაეროს გენერალური მდივანი ეხმიანება და ამბობს, რომ ჯანმო პანდემიის წინა ხაზზეა და ახლა დაფინანსების შეწყვეტა არ შეიძლება. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „კოვიდ 19“ მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა და ჯანმო ყველაფერს აკეთებს პანდემიის შესაჩერებლად. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან მას COVID-19-ის დამარცხების გლობალურ მცდელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის პანდემიის წინა ხაზზეა და ყველაფერს აკეთებს პანდემიის შესაჩერებლად“- ასე გამოეხმაურა გაეროს გენ, მდივანი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა ჯანმო პანდემიისას დაშვებულ შეცდომებსა და პანდემიის არასწორ მართვაში დაადანაშაულა…

მეტი...

დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადამიანების სიკვდილში ადანაშაულებს და დაფინანსებას უჩერებს – სკანდალური გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანასება შეწყვიტოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი ჯანმოს საქმიანობაში ეჭვის შეტანა გახდა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჯერ შესასწავლია ჯანმო-ს რეალური როლი პანდემიისას. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა შეუჩერდეს დაფინანსება, სანამ არ იქნება შესწავლილი მისი როლს პანდემიის არასწორად მართვასა და “კორონავირუსის” გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში…​ჯანმო-მ პასუხი უნდა აგოს… მსოფლიოს ქვეყნებმა გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები და მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია… ჯანმო-მ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა… მათ შეცდომებს კი ამდენი ადამიანის სიკვდილი მოყვა“ – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა და ჯანმოს დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება…

მეტი...