“62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ეწერება – რეანიმაციაში რჩება 5 პაციენტი” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც თავდაპირველად მძიმე იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. მისივე ინფორმაციით, თსსუ-ს კლინიკას დღეს დატოვებს კიდევ ერთი, 65 წლის გამოჯანრთელებული პაციენტი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუხადა, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გაუმჯობესდა და ის თერაპიულ განყოფილებაში გადაჰყავთ. მისივე ინფორმაციით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 5 პაციენტი რჩება. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებული არის 67. ჩვენ გვყავდა პირველი კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი, მისი მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას…

მეტი...

ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის

სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიციფრების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ ეკლესიის დარაჯმა განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესიაში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა. თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. დაინფიცირებული მოძღვარი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან…

მეტი...

თავდაცვის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლის პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს. “უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად კონტროლდება ქობულეთის საკარანტინო ზონაც, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტებში მხოლოდ სამედიცინო,…

მეტი...

რა პრობლემები იჩენს თავს ბავშვების კომპიუტერთან და ეკრანთან მიჯაჭვულობით – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში“

„მოზრდილები ამ დროს, განსაკუთრებით ეჯაჭვებიან კომპიუტერს, რაც ძალიან ცუდია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. თემურ მიქელაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ეკრანდამოკიდებულების შემთხვევაში ხშირად თავს იჩენს მოზარდებში და ბავშვებში. „ეკრანდამოკიდებულების შემთხვევაში ბავშვები ხდებიან აღგზნებულები, თავს იჩენს უძილობა. ამ დროს შეიძლება მიიღოს ნებისმიერი საკვები პროდუქტი, მავნე საკვები, რასაც სთავაზობენ მშობლები, ამ დროს შეიძლება წამოვიდეს სიმსუქნე, ადვილად დაღლილობა, გრძნობის პრობლემები და სხვადასხვა ნეირო ფსიქიატრიული აშლილობა, მაგრამ, როგორც წესი ეს 3 – 4 თვეში არ უდნა დაფიქსირდეს, ამიტომ ჩვენი ერთადერთი რეკომენდაცია იქნება უფრო ხშირი ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს, მესმის, რომ ზოგი მშობელი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

„ბავშვები უნდა გავიყვანოთ ეზოში, თუმცა აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა“ – თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე შექმნილი ეპიდემიის ფონზე მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მედიკოსი განსაკუთრებულ სიფრთხილეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეზოში გაყვანის შემთხვევაში ბავშვი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. „ჩვენი ერთადერთი რეკომენდაციაა დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვები ჩავიყვანოთ ეზოში, სხვადასხვა რეკრიაციულ სივრცეებში, მაგრამ, აუცილებელია მოზრდილის მეთვალყურეობა, თუმცა არა ისე, რომ ბავშვი გავუშვათ ეზოში და ითამაშოს ქვიშაში სხვა ბავშვებთან, ამასთან ეზოები უნდა იყოს დასუფთავებული,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში. თემურ მიქელაძე იმ მშობლებს, ვისაც ბავშვები აგარაკებზე ჰყავთ ნათესავებთან და მეზობლებთან კონტაქტისგან თავის შეკავებას ურჩევს. „ბავშვები, ვინც აგარაკზე არიან და აქვთ სოფლები შეგვიძლია უპრობლემოდ გავიყვანოთ,…

მეტი...

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და საპატრიარქოს შენობას იცავდა. ბოლოს ის სმენაში 12 აპრილს იმყოფებოდა. ის კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და სამსახურში იქიდან დადიოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდნეიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.

მეტი...

პოლიციამ 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო…

მეტი...

„ერთადერთი რეკომენდაცია ვაქცინაა“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

პედიატრი თემურ მიქელაძე ვირუსის შეჩერების მთავარ საშუალებად ვაქცინის შექმნას მიიჩნევს. მედიკოსის მოსაზრებით, ვერანაირი მედიკამენტური მკურნალობა პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს თუ ვაქცინა არ შეიქმნა. როგორც მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, არის ვარაუდი, რომ ვირუსმა სეზონთან ერთად კლება დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი მისივე განმარტებით ჰიპოთეზების დონეზე რჩება: „ერთადერთი რეკომენდაცია ვაქცინაა, პრეპარატის კვლევის დაწყებიდან უნდა გავიდეს ერთი წელი მაინც, რომ მივიღოთ კონკრეტული პასუხი. ნებისმიერი ვირუსი ყოველთვის უნდა დამთავრდეს, ესეც  აუცილებლად დამთავრდება. ყველაზე კარგი ჯაჭვის წყვეტის საშუალება არის ვაქცინის შექმნა, რადგან ვერანაირი მედიკამენტური მკურნალობა ვირუსს ვერ მოსპობს, აუცილებელი ვაქცინის შექმნა. ამ ეტაპზე კი ერთადერთი დამაიმედებელი,…

მეტი...

“24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 5 ე.წ.ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია. “24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ.ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით სასულიერო პირი დაინფიცირდა

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. როგორ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან შეყვანილი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მართვით სუნთქვას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 12 პირია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი. ინფორმაციისთვის, 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს ყველაზე დაძაბული, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პიკი აპრილის ბოლოსთვის იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

„რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ტენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მომდევნო ორ კვირას კრიტიკულად მიიჩნევს და მოსახლეობას პრევენციის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. „ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“…

მეტი...

“მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრიეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა. ”საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის”, – განაცხადა მან. BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, ვაქცინის მასობრივი წარმოება, რომელიც კორონავირუსის იმუნიტეტს გამოუმუშავებს ადამიანებს, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდება.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზომებს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც აშშ-ში კორონავირუსი არ იყო დაფიქსირებული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც აშშ-ის მიერ „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები იყო ასახული. დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ იანვარში ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტრამპის თქმით, მან ზომებს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც აშშ-ში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ტრამპის თქმით, მის ამ გადაწყვეტილებებს ოპონენტები და მედია აქტიურად აკრიტიკებდნენ. „31 იანვარს „კოვიდ-19“ით აშშ-ში მსხვერპლი არ გვყავდა, მე კი ჩინეთთან ავიამიმოსვლა შევაჩერე. ამ გადაწყვეტილების გამო, მკაცრად გამაკრიტიკა მედიამ. „დემოკრატებმა“ ქსენოფობიაში დამადანაშაულეს. რამდენიმე კვირაში კი, რამდენიმე „დემოკრატმა“ თქვა, რომ…

მეტი...

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკა თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ ოთხ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის განმარტებით, ოთხივე მათგანი ექთანია. მათ შორის არის ის ექთანიც, რომელსაც ეპიდემიოლოგები კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ. კაჭახიძის განმარტებით, თავის მხრივ, რომელ ინფიცირებულთან ჰქონდა ექთანს კონტაქტი – ამ ეტაპზე უცნობია. კვლევა ჩატარდა სულ 5 პაციენტსა და 30-მდე თანამშრომელზე. არ არის გამორიცხული ტესტირება განმეორდეს. საკარანტინო რეჟიმის გამო მედიკოსები სამედიცინო ცენტრს არ ტოვებენ. ის ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არ მოხვდნენ საავადმყოფოში დარჩენილ 10 პაციენტის მკურნალობას განაგრძობენ. “ოთხ ჩვენს ექთანს დაუდგინდა COVID-19. როგორც ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, პირველად ინფექცია დაემართა ერთ-ერთ ექთანს. ეს ექთანი იყო აბსოლუტურად ასიმპტომური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის გამო ჩაუტარდა…

მეტი...

„გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს” – ცნობილი ექიმი  

ცნობილი ექიმი ლევან ხარაშვილი „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით მძიმე პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ამ მხრივ, მთავარი დარტყმა აღდგომის დღესასწაულის შემგედ იქნება.   „აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ”წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ…

მეტი...

სიცოცხლის ბოლომდე, მარნეულსა და ბოლნისში COVID-19-ით დაავადებულთა გამოვლენაზე მუშაობდა, გულმა ვერ გაუძლო და უმტყუნა  

განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტი – ეს სწორედ ის სივრცე იყო, სადაც ზურაბ მირიანაშვილი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და არსებული მაღალი რისკის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ლაბორატორიული დადასტურებისთვის მასალის აღების პროცესში იყო ჩართული. თუმცა, გულმა ვერ გაუძლო „ვირუსის“ აქტიურ შემოტევას და უმტყუნა. გარდაცვლილი ზურაბ მირიანაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს თანამშრომელი იყო. როგორც ცენტრში აცხადებენ, ის იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის…

მეტი...