ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„ეს არ არის ფულის კეთებისა და მევახშეობის დრო, ეს არის სოლიდარობის დრო“ – დეპუტატი კერძო სკოლებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლების წუხილს ეხმიანება და აცხადებს, რომ კერძო სკოლებმა ფულის კეთების ნაცვლად გვერდში დგომა და სოლიდარობა უნდა გამოხატონ. საუბარია არსებულ ვითარებაზე, როცა კერძო სკოლები მოსწავლეებს შეღავათებს არ უკეთებენ და სწავლის საფასურს სრულად ახდევინებენ. „ბუნებრივია, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გარკვეული მიდგომა და რეკომენდაციები კერძო სკოლებთან დაკავშირებით. არ შეიძლება სფეროების პრივატიზება. დღეს, ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ ბიზნესი თავისუფალია და საბაზრო ეკონომიკა ვაქვს. საბაზრო ეკონომიკა დამთავრდა, მორჩა. სხვანაირად უნდა ვიაზროვნოთ. ბუნებრივია, მოუწევთ მშობლებს კერძო სკოლებიდან საჯაროში გადაყვანა თუ კერძო სკოლები მიდგომებს არ შეცვლიან. ეს მაგალითი…

მეტი...

“80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 80 წლის ქალს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ორჯერ ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუფიქსირდა და სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 81 პაციენტიდან 66-ს აქვს კორონავირუსი. „რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. რაც შეეხება 80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას. ორჯერ ჩატარებული ტესტის შემთხვევაში მასთან აღარ დადასტურდა ინფექცია. ასევე, იცით, რომ გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით და ეს პაციენტიც გადავიდა…

მეტი...

ხაშურში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, სოფელში გამკაცრებულია ზომები და ხიდისყურის ყველა შემსვლელ და გამსვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. სოფელში შექმნილ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. „ხიდისყურში კოვიდ-19-ის შემთხვეა გუშინ დადასტურდა, შემდგომ, რეგიონიდან, ლაბორატორიული შემოწმებისთვის დამატებით გაიგზავნა 9 ნიმუში, საიდანაც ერთი დადებითი პასუხია. აღნიშნული ინფიცირებულიც ამ სოფლის მცხოვრებია. იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები – სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.…

მეტი...

„საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მთავარი იარაღი პრევენციისა არის შეზღუდვები“ – ბექა ნაცვლიშვილი

„ნებისმიერი გონივრული ვადა უნდა იყოს მისაღები, რომ საერთო შეთანხმების ფონზე შევძლოთ დაავადების გავრცელების პრევენცია“ – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანა დღეს არაა იმ ვითარებაში, რომ კარანტინის შეზღუდვების მოიხსნას. „ის შეზღუდვები, რომელიც დღეს არის უნდა გაგრძელდეს, რადგან მთავრი იარაღი პრევენციის, ვირუსის გავრცელების არის შეზღუდვები. ეს არის ძირითადი გამომდინარე იქიდან, რომ ამ წესების დაცვის გარეშე ვერ ვუზრუნველყობთ ვირუსის გავრცელებას, რადგან ჩვენ არ ვართ უკეთესად აღჭურვილი იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ებრძვიან ვირუსს, უკეთესად კი არა არ გაგვაჩნია სწრაფი ტესტებიც კი და შესაბამისი აღჭურვილობა, ამიტომ…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული. დედის ანალიზი კლინიკაში აიღეს, არასრულწლოვანი შვილი კი ბათუმიდან გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში სულ 18 პაციენტია, მათგან, ორი ბავშვია. ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პაციენტს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

მეტი...

„ჩვენ უნდა ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ მომხმარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. ნაცვლიშვილმა „მედიაცნეტრ მთავარში“ იმ პუნქტებზე ილაპარაკა, რაც მისი აზრით ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ვითარების ფონზე გასათვალისწინებელია. ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანამ საკუთარი პროდუქციის წარმოება უნდა დაიწყოს. „პირველი რეკომენდაცია რაც იყო ჩემი მომხდარიყო საკვების კონტროლი მარკეტებში, ეს არის აუცილებელი.შემოსავალი მცირდება საკვებზე უარს ვერავინ იტყვის და საკვებზე ფასები იზრდება. ასევე უნდა მოხდეს მოსახლეობის ფინანსური დახმარება. დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი სასურსათო უსაფრთხოებაზე, მოცემულობაა ასეთი, რომ გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რომ ეს ნაბიჯები გადადგან, უნდა დავიწყოთ საკუთარი სასურსათო პროდუქტის წარმოება და ამას აქვს ის ეფექტიც, რომ ლარს…

მეტი...

“ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პირი ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული2 ძალიან მძიმე პაციენტიდან ერთთან სტაბილიზაცია შეინიშება, მეორესთან კი ეს ვერ ხდება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ის მარნეულის კლასტერიდან არის. „გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის…

მეტი...

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულში

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და…

მეტი...

თავდაცვის ძალების ბრიგადა და სამართალდამცავები ქობულეთში საკარანტინო ერთად უზრუნველყოფსდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა. როგორც „ინტეპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა, შსს-ს ძალებთან ერთად, უკვე მეორე დღეა აკონტროლებს. 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარასა და ლეღვაში – დილიდან მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი. ინფორმაციისთვის, 266 ადამიანიდან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათგან 98 შემთხვევა იმპორტირებულია, 10 კი შიდა გზით გავრცელებული. აღნიშნული 10 შემთხვევიდან შვიდი ჰეილონჯიანის პროვინციაში, სამი კი გუანგდონში დაფიქსირდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ჩინეთში 82 160-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3341 ადამიანი.

მეტი...

“შეზღუდვების უფრო ადრე დაწესება ადამიანებს გადაარჩენდა” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ. „არავინ უარყოფს, შეზღუდვები უფრო ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ადამიანები გადარჩებოდნენ. თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, სიტუაცია ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჩვენ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომელსაც ზოგჯერ ითვალისწინებენ, ზოგჯერ კი არა,”- განაცხადა ფაუჩიმ. მისივე თქმით, აშშ-ის ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს, შესაძლოა, მაისიდან დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 22 000 ადამიანი.

მეტი...

დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

13 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-თ გიზარდა. დღევანდელი სტატისკიკა კი შემდეგია –  257 დაინფიცირებული ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი. დაინფიცირებული 257 ადამიანიდან 67 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

მეტი...

“გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას”  – ექიმმა დაგვტოვა

ცნობილი ექიმი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. „ახალი კორორნავირუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას როგორც ჩანს მისმა გულმა ვერ გაუძლო. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ პაატა იმნაძე ემოციურ „პოსტს“ აქვეყნებს. „ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცისგულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი მოღადავე ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას “სამიზნე” არ გავმხდარიყავით. ნათელში იყავი ნათელო და მხიარულო კაცო. თამუნა, Tamuna Zardiashvili არც ვიცი რა გითხრა და რით განუგეშო“ – წერს პაატა იმნაძე.  

მეტი...

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თანამდებობას ტოვებს. მიზეზი, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში კომენდანტის საათის მოულოდნელად შემოღების შედეგად, სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები გახდა, რამაც ვირუსის გავრცელების რისკები გაზარდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ 10 აპრილის საღამოს განაცხადა და 31 პროვინციის მოსახლეობას, მათ შორის ანკარის, სტამბოლისა და ანტალიის მცხოვრებთ მომდევნო დღიდან ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა. სულეიმან სოილუს განმარტებით, კომენდანტის საათის დაწესებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, რის გამოც თანამდებობას ტოვებს.

მეტი...