“თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები” – არჩილ თალაკვაძე

„თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ როგორი გადამდებია ეს ვირუსი და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ  სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები.“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულსა და კოვიდ 19-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და მთავრობას აქვს თავისი მკაფიო პასუხისმგებლობები, ხოლო ეკლესიას და რელიგიურ ინსტიტუტებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე,  – ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დიდ და სახიფათო გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ…

მეტი...

“თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო” – ვახტანგ გომელაური

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. „რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და…

მეტი...

“79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც  დღეს აშშ-ში იმყოფება,  საქართველოში ჩამოვიყვანთ” – გიორგი გახარია

„ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან  დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.  მისივე განცხადებით, მათმა მშობლებმა გამოთქვეს ამის სურვილი. „მე მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. ასევე, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით და ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე, სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

დავით ჭიჭინაძის ხუთპუნქტიანი წერილი პრემიერ-მინისტრს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. „მედიაცენტრი მთავარი“ 5 პუნქტიან წერის უცვლელად გთავაზობთ.   1. პირველი ტალღა, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია, ეს არის უმუშევრობა ქვეყანაში – ამდენი ხნის მანძილზე არარსებული შემოსავლების გამო, კრედიტის გადახდის უუნარო ადამიანები, რასაც ავტომატურად უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ზოგადად, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები მოჰყვება. დღეს, რეალურად გაჩერებულია ყველაფერი, საავადმყოფოების, სააფთიაქო, საკვები ქსელების გარდა. ადამიანები, ამ მიმართულებების გარდა, ქვეყანაში ვეღარ ახორციელებენ სრულყოფილ საქმიანობას. მათი შემოსავლები ვარდება და ვერც დამქირავებლები გადაუხდიან ფულს.შესაბამისად, გვყავს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დიდი არმია, რომელთაც მალე ამოიწურებათ…

მეტი...

შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ძალადობა არ განუხორციელებია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას ძალადობა არ განუხორციელებია. როგორც გომელაური აცხადებს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მინისტრი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლიციელებს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებიათ. „თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური – პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ…

მეტი...

„კორონავირუსი“ ზოგიერთი კერძო სკოლისთვის სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა – მშობლებს მხოლოდ გაუხარჯავი ტუალეტის ქაღალდის თანხის შემცირება შესთავაზეს 

კერძო სკოლამ მშობლებს გაუხარჯავი ტუალეტის ქაღალდის საფასურის შემცირება შესთავაზა. 435 შეტყობინებიდან, რომელიც „მედიაცენტრმა მთავარმა“ კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებისგან მიიღო, 240 ფიქრობს, ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს. მშობლების 80% ამბობს, რომ ინტერნეტ გაკვეთილები ხარისხიანი არ არის, რომ ბავშვები დამოუკიდებლად ვერაფერს სწავლობენ, რომ მშობლებს ხარჯი და დატვირთვა გაეზარდათ და სკოლები დათმობაზე არ მიდიან და შეღავათებს არ უკეთებენ. კითხვარი კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც გამოვაქვეყნეთ, შემდეგია:   1.     შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ბავშვები გადავიდნენ ინტერნეტ სწავლებაზე, როგორ შეიცვალა თქვენი მდგომარეობა, კერძოდ, გაგეზარდათ თუ არა დატვირთვა (ყველანაირი გაგებით, მატერიალური, ძიძა, ინტერნეტი, კომპიუტერი და ა.შ.); 2.     ინფორმირებულია…

მეტი...

“9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში” – გიორგი გახარია

“ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის როგორც უდიდესი ტრაგედია, ასევე უდიდესი იმედი. „მე მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ტყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის კოვიდ 19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორია. 31 წლის წინ წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

“მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარკეთ 112 – ში” – გიორგი გახარია

“როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავაზე, 112-ს მიმართონ. „მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ…

მეტი...

„პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა – ალჟირში პურის ფასის მატების გამო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს“ – მალხაზ დოლიძე (ვიდეო)

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასის გაძვირებას მომდევნო ორი თვლის მანძილზე გამორიცხავს და აცხადებს, რომ ცალკეული მეწარმეების ფასების დადგენა არ უნდა აღიქმებოდეს პურის ფასის მასშტაბურ მაჩვენებლად. მალხაზ დოლიძე იმ მომწოდებელ ქვეყნებზეც საუბრობს, რომელებიც დღეს საქართველოს ამარაგებენ. „ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა ,ალჟირში პურის ფასის მატების გამო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, ქვეყნის ინტერესში პურის გაძვირება არ შედის. ამ პერიოდს ახასიათებს ფასების დაბლა ჩამოსვლა. ახალი მოსავლის მოლოდინი აქვთ ხორბლის გამყდველებს ამიტომ ძველს იცილებენ ამ პერიოდში საერთოდ საერთოდ ხორბლის ფასი იწევს. პურის ფასი რეგულაცია დამოკიდებულია ფქვილის ფასზე, ენერგო მატარებლებზე. ძირითადი…

მეტი...

„ქსელური მარკეტების დიდი ნაწილი პურის რეალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით სარგებლობს” – მალხაზ დოლიძე

„გარკვეული დიდი ქსელები სარგებლობენ შექმნილი ვითარებით პურის ბაზარზე“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მალხაზ დოლიძე მანკიერს უწოდებს იმ მიდგომას, რაც დღეს ქსელურ მარკეტებში პურის რეალიზაციასთან დაკავშირებით ხდება. დოლიძე აღნიშნავს, რომ დეფიციტის შექმნა გამოიწვევს ფასის ზრდას. „საქართველოში დღეს არც ისე კარგად არის საქმე პურის გასაღების თვალსაწრისით, როგორც კი დეფიციტური სიტუაცია ყალიბდება, იმ წუთას იწყება ფასების მატება. მაღაზიებში ყველამ ისწავლა ე.წ ქეშბექი, თანხა, რომლითაც უნდა დააინტერესო მაღაზია, რომ მოახდინოს პურის რეალიზაცია. ადრე იყო ერთადერთი ფასდანამატი, რომელიც არ შეიძლებოდა პურის ღირებულების 5 % მეტი  ყოფილიყო,…

მეტი...

“ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონია კორონავირუსით ინფიცირებულ შვიდ პაციენტს აღენიშნება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად მკურნალობას 33 პაციენტი აგრძელებს, აქედან 7-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება. „იცით, რომ 37 ჩვენგან განკურნებულია და ამ წუთში 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ღამე და დღეს…

მეტი...

„მაისი – ივნისის ჩათვლით ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება“ – საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

„მძღოლი, რომელიც შემოდით ხორბლით უნდა გაიაროს 12 დღიანი კარანტინი, რაც იწვევს შეფერხებას“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, დოლიძე ხორბლის რესურსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს მაისი – ივნისის ხორბლის მარაგი აქვს, თუმცა მისივე ინფორმაციით მძღოლების შეფერხება გარკვეულ პრობლემებს ქმნის. „მაისი , ივნისის ჩათვლის ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება, ეს ისეთი პერიოდია პარალელურად რუსეთიდანაც შემოდის ხორბალი. 3 – 4 დღის წინ საქართველოში შემოვიდა გემი, სადაც იყო 6 000 ტონა ხორბალი, თუმცა შეიქმნა ერთგვარი ბარიერი, მძღოლი, რომელიც შემოდის საბაჟოზე უნდა გაიაროს 12 დღიანი…

მეტი...

“ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა” – აშშ – ს საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. “ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვანის კი საყურადღებო

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ 5 პაციენტს პნევმონია აქვს. ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა. „ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც…

მეტი...

“ფეხბურთელები გაიაფდნენ – გაიაფდა ლიონელ მესიც“

ვირუსისის პანტემიამ საფეხბურთო სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ფასების მკვეთრი კლება გამოიწვია. დაწეული ფასების ჯამური ოდენობა 9, 2 000 000 მილიონი  ევროა. ყველაზე მეტად დაიკლო რაჰიმ სტერლინგის ფასმა, რომელიც 128 მილიონზე ჩამოვიდა. 10 – 10 მილიონი დაიკლო ანტუან გრინზმანმა და ალექსანდ არონდმა. გაიაფდა ლიონელ მესიც, მესი 140 მილიონის ნაცვლად  მისი ფასი 112 მილიონი გახდა. არის ვარაუდები, რომ ფასების კოლაფსი გაგრძელდება და შესაძლოა კიდევ 25% დაიწიოს.

მეტი...

31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“

31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს 16 ადამიანი, ძირითადად ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი – ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ.25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა. „9 აპრილიქართველი ხალხის მეხსიერებაში ჩარჩა ცოცხალ მეხსიერებად იმ თვალსაზრისით, სანამ არსებობს…

მეტი...

საქართველო ევროკავშირისგან 183 მილიონ ევროს მიიღებს

„ახალი კორონავირუსის“ პანდემიასთან საბრძოლველად, საქართველო ევროკავშირისგან  183 მილიონი ევროს მიიღებს.  აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედითმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონი ევრო საქართველოსკენ იქნება მიმართული. საქართველოს გარდა, ევროკავშირის დახმარებას ასევე მიიღებენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

მეტი...