„როცა ვინმე კაციჭამია მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს ესაა პოლიტიკური კორუფცია“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ე.წ პოლიტპატიმრების თემას ეხმაურება და თვლის, რომ თუნდაც ევროპელი კონგრესმენები, ვინც საქართველოში ე.წ პოლიტპატიმრებს ლობირებენ კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან. ხაინდრავა გვარებს ასახელებს და მიაჩნია, რომ ჩამოთვლილი დაკავებული პოლიტიკოსებიდან პოლიტპატიმარი არცერთი არაა. „პოლიტპატიმრებს ქმნიან ტოტალიტალური რეჟიმები, ასე რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რურუა არის კაციჭამია, სისხლში აქვს ხელები გასვრილი. იგივე უგულავა, ის ხალხს არ ესროდა, მაგრამ ყველაფრის თანამონაწილე იყო და იყო ასევე წამყვანი რგოლი იმ უწყების რასაც ეს დამნაშავეობრივი ორგანიზაცია ერქვა. მე ვარ მოწმე და ეს ყველაფერი ვიცი.მზად ვარ სასამართლოს ჩვენებაც კი მივცე. მე ყველაზე კარგად ვიცი როგორი პოლიტპატიმარია…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მეტი...

„აღდგომაზე მრევლს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავ, მორწმუნეს ვირუსი ვერ შეაშინებს“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისირი გიორგი ხაინდრავა ფიქრობს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელისუფლება გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი  შეფასებით, ის, რაც დღეს ეკლესისთან დაკავშირებით ხდება, არის შეტევა ეკლესიაზე. აღნიშნული განცხადება გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ეს არ არის პირველი მცდელობა ეკლესიაზე შეტევის. დიახ, ის, რაც ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით, არის ეკლესიაზე შეტევა. ამ ყველა მოწოდებას ეკლესიის საწინააღმდეგოდ, აქვს მიუწვდომელი მიზანი. მე ვნახე, როგორი მოწესრიგებულია მრევლი საქართველოში. წარმოუდგენელია, ადამიანი ზიარებით დაინფიცირდეს. ზიარება არის საკურნებელი, წამალი, როგორ შეიძლება წამალმა მოგწამლოს“- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, მრევლი ტაძარში უნდა მივიდეს. „ადამიანები ტაძარში უნდა მივიდნენ. აღდგომას მრევლს ტაძარში…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა” ეს არის  მკვლელების ორგანიზაცია და არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე „მედიაცენტ მთავარში ევროპული სასამართლოს მიერ 2 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წელს საქართველოში ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე 2 პატიმრის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე – 2 მუხლი, როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. გოგა ხაინდრავა ხელისუფლებას მიმართავს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყოს. გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ფონზე გადაწყვეტილება არ უნდა დაიჩრდილოს. ხაინდრავა იმ დეტალებზე საუბრობს, რაც 2006 წელს ე.წ ბუნტის დროს მოხდა. „ბოკერია იყო ამ ყველა საქმის შემოქმედი და იდეოლოგი. დოკუმენტით მტკიცდება, რომ ციხის ბუნტის დროს, როცა 7 კაცი იქნა…

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. ამასთან, ბექაიას განმარტებით, კვლევა მათ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია. „ჩვენს კლინიკაში 40 პაციენტია. გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების პროფილურ კლინიკებში გადაყვანა. ეს პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. ეს ინფიცირებული ადამიანი ოჯახს…

მეტი...

“კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია. “დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 – ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი – თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით,…

მეტი...

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში, გასული 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 254 და ინფიცირების 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ქვეყანაში ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 103 228-ს მიაღწია, დაღუპულია 1 861-ს მოქალაქე.

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ კლინიკაში იმყოფება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ საავადმყოფოშია. ის წმინდა ტომასის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დომინიკ რააბი, რომელიც დროებით პრემიერის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი მებრძოლია და ვირუსს აუცილებლად დაამარცხებს. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ჯონსონი 6 აპრილს მოათავსეს.

მეტი...

“ისინი ბევრ რამეში ცდებიან” – ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალს ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას აღნიშნულის გადახედვა სურს. როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანმო ბევრ შეცდომას უშვებდა. ტრამპმა მაგალითად მისი გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული. “მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა. ”ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” – დაამატა ტრამპმა.

მეტი...

რუსეთის დუმის დეპუტატს Covid-19 დაუდგინდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ მიხაილ ტიმონოვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი თავის Facebook გვერდზე წერს. “ტესტის ხელმეორედ ჩატარების შედეგად, რომელიც სამშაბათს ჩავაბარე, რეზულტატი დადებითი აღმოჩნდა”, – წერს იგი. მისი თქმით, პირველმა ტესტმა, რომელიც 3 აპრილს ჩაუტარდა, უარყოფითი შედეგი აჩვენა. იგი აღნიშნავს, რომ 1 აპრილს სახელმწიფო დუმის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდა. მაშინ, სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ ტესტი ყველა დეპუტატს ჩაუტარდა და ყველას რეზულტატი უარყოფითი აღმოჩნდა. ​”მაშინ რატომ განაცხადა მან, რომ ყველა იმ მყოფი ჯანმრთელი იყო? ვინ და როდის წარუდგინა მას ეს ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო საიდუმლოს წარმოადგენს? ჯერ დეპუტატებმა რატომ არ მიიღეს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა. ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მეტი...