“ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა” – პატრიარქის ექიმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოშო დაესწრო. „ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება.. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა“,- განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ დაესწრო

მეტი...

„თუ ჰოპოთეზები წითელა – წითურას და ბცჟ – ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია ჩვენ სხვებზე უფრო დაცულები ვიქნებით“ – ამირან გამყრელიძე

„თუ ჰიპოთეზები წუთელა – წითურას და ბცჟ – ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია ჩვენ სხვებზე უფრო დაცულები ვიქნებით“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წერს. მედიკოსების ინფორმაციით ჰიპოთეზები მეცნიერულად გამყარებული არაა, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძეც აღნიშნავდა, თუ მართალი აღმოჩნდება, საქართველო „ბედნიერი“  იქნება, რადგან იმნაძის ინფორმაციითვე საქართველოში, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროს თაობაში ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა: „ ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში”

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული შეიყვანეს

ანაკლიის საკარანტინე სივრციდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელებით ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც ხველაც აღენიშნებოდა. მედიკოსების ინფორმაციით შემთხვევა სპორტსმენის ცნობილ კასტელს უკავშირდება დაექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ორსულის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია საჭიროების შემთხვევაში სადიაგნოსტიკოდ გადაოგზავება. შეგახსენებთ, რომ მხარის გუბერნატორის ინფორმაციით შესაძლოა ზუგდიდი საკარანტინე ზონად გამოცხადდეს.

მეტი...

ბოლო 24 საათში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 32 მედიკოსს დაუდგინდა

ბოლო 24 საათში უკრაინაში ახალი კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 32 წარმომადგენელს დაუდგინეს. როგორც უკრაინის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ვიქტორ ლიაშკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე ღამის განმავლობაში აღრიცხული 143 ინფიცირებულიდან, 32 მედიკოსი და ცხრა ბავშვია. ამასთან ინფიცირებულთა უმრავლესობას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. საავადმყოფოში გადაიყვანეს 35 ადამიანი. მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 462 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 28. ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა აღრიცხულია კიევში, ასევე ჩერნოვიცკის, ივანო-ფარანკოვსკის და ტერნაპოლის ოლქებში. ამჟამად საავადმყოფოებში 700 ადამიანი მკურნალობს.

მეტი...

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

მეტი...

მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომების ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებაზე გადავიდა

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით. მათივე განმარტებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

მეტი...

ყველაზე ხანდაზმული, ვინც კორონავირუსი დაამარცხა 104 წლის ქალია

იტალიის ქალაქ ბიელას 104 წლის მაცხოვრებელი ადა ზანუსო მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვინც კორონავირუსი დაამარცხა. ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ ადა ზანუსოს მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გაუარესდა – იგი მაღალი სიცხეს, გულისრევას და გაძნელებულ სუნთქვას უჩიოდა. მე ვიცოდი, რომ ხანდაზმულთა სახლებში დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იყო გახშირებული და ვივარაუდე, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა” – ამბობს ჯამპიერო, მისი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი. ექიმებმა ადას ტესტირება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ იგი დაინფიცირებული იყო. დროულმა ჩარევამ შედეგი გამოიღო და ადა ზანუსო გამოჯანმრთელდა. “ის განიკურნა და უკვე შეუძლია წამოდგეს და თავის ინვალიდის ეტლამდე მივიდეს. ძალიან ნათელი და განათლებული…

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.…

მეტი...

“ვისაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება” – მეუფე დანიელი

“ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება”. ამის შესახებ  ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა)  ჟურნალისტებს განუცხადა მისივე განმარტებით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა: „ეკლესია არის სხეული ქრისტესი და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში აღსრულებულ პროცესებს.“ შეგახსენებთ: დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ცნობისათვის: საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ჩინეთში, პირველად, Covid-19-ის შედეგად სიკვდილის არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ტერიტორიულ ჩინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, იანვრიდან მოყოლებული პირველად, Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32-ით გაიზარდა, ამასთან, ახალი შემთხვევები იმპორტირებული აღმოჩნდა. ჩინეთში, ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რაოდენობა 81,7 ათასზე მეტს შეადგენს, გარდაიცვალა 3,3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა დიდი ნაწილი – 77 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერი ქვეყანაა. ამ ეტაპზე ქვეყანაში  ინფიცირებულია 1 242 ადამიანი. შედარებისათვის, იტალიაში, სადაც ევროპაში, ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აფეთქება მოხდა, მხოლოდ განვლილი 24 საათის განმავლობაში, 3 599 ადამიანი დაინფიცირდა.

მეტი...

“7 ახალი პაციენტიდან ჩვენთან ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის და ის მათ კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. „როგორც იცით, გუშინ 188 დაინფიცირებული იყო, 7 დაემატა და ამჟამად, ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 7-დან ერთ-ერთი ჩვენთანა მოთავსებული, წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში განკურნებული და ბინაზე გაწერილა 29 პირი. ამჟამად, ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც…

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობს ხონში. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში. 29 მარტს, როცა უკან დაბრუნდა, ის კარანტინში გადაიყვანეს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შეყვანის მომენტში მამაკაცს აღენიშნებოდა ცხელება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევები და რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერ უცნობია, გაიგზავნება თუ არა ამ პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.

მეტი...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტენდერის შეჩერების მიზეზი COVID19-თან დაკავშირებით არსებული რეალობაა. „რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული. სამწუხაროდ, ასევე შეჩერდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს 29 მილიონ ლარად ყიდულობდა. ტრანსპორტის ფერი ყვითლის ნაცვლად…

მეტი...

მსოფლიო ლიდერები ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებენ

მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. მათ შორის არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. განცხადებები გააკეთეს ასევე, იტალიის, კანადის, იაპონიის, ავსტრალიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა. ბორის ჯონსონსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ მისი წინამორბედები – დევიდ კემერონი და ტერეზა მეი, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ბრექსიტის საკითხებში – მიშელ ბარნიე, რომელიც თავადაც ვირუსით არის ინფიცირებული. ბორის ჯონსონს ვირუსის დამარცხება უსურვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. ბორის ჯონსონს ვირუსის მალე დამარცხება უსურვეს პოლიტიკურმა მეტოქეებმაც. მათ შორის შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯეონმა. ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა ჯერემი კორბინმა და კირ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი. ინფორმაციისთვის, 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.

მეტი...