თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, გუშინ გვიან ღამით, კორონავირუსზე კლინიკის 2 თანამშრომლის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ გვიან მოვიდა ანალიზის პასუხები, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, მათ დაუდასტურდათ კორონავირუსი, მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს დადასტურებული 2 შემთხვევა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში შევიდა. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერებულიქნა, ვიდრე არ განისაზღვრა ყველა მომსახურე მედპერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც, ღამე კვლავ გაიხსნა მიღება. ინფიცირებულებს მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ყველას სიები გადაცემულია, ისინი არიან…

მეტი...

გერმანიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 3 677 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 3 677 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტი ავრცელებს. გერმანული გამოცემა, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ინფიცირების შემთხვევები 5 აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოს კორონავირუსი ერთ დღეში 5 936 ადამიანს დაუდასტურდა. გერმანული მედიის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინფიცირების შემთხვევები უკვე მეოთხეა დღეა იკლებს. რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსი დღემდე 95 391 ადამიანს დაუდასტურდა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი გერმანიაში 100 000-ს აჭარბებს.

მეტი...

“ახალი პაციენტების წყაროები ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტიდან 5 მათ კლინიკაში მკურნალობს. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, გუშინ მოთავსებული პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს. „კორონავურუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან გაურკევევლი პასუხებია, რაც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის…

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევიდან 38 იმპორტირებულია

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 38 იმპორტირებულია და შიდა გადადება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა. პეკინში აცხადებენ, რომ კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევა ხუბეის პროვინციაში დადასტურდა. ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 10 საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან, ყველა მათგანი იმპორტირებულია. საავადმყოფოებიდან ბოლო ერთ დღეში 114 ადამიანი გაწერეს, 2 151-ს კი სამედიცინო მეთვალყურეობა მოუხსნეს. ხუბეის პროვინციაში, სადაც თავდაპირველად ვირუსი გავრცელდა, „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი. ინფორმაციისთვის, 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.

მეტი...

ქუთიაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალი ექმიმების თქმით გარეთ არ გადიოდა

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 63 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის. „პაციენტის მდგომარეობა ერთი შეხედვით არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა. აქვს გულის უკმარისობა და რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას ამძიმებს. გაუკეთდება ანალიზები, იქნება პასუხები და საჭირო მკურნალობა. როცა იქნება ანალიზის პასუხები, დაემატა მკურნალობის მიზნით სხვა მედიკამენტები“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, მარიამ ვარდანაშვილმა. მისი თქმით, პაციენტის გამოკითხვით ირკვევა, რომ ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც შეიტყო ზოგადად კორონავირუსის შესახებ და ქუთაისში ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. „იყო სახლში, ურთიერთობა არავისთან…

მეტი...

მოსკოვში მღვდლებს კორონავირუსი დაუდგინდათ

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასაუხს ელიან. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.

მეტი...