“საქართველოში დამზადებული პირბადეების ფასი იქნება ხელმოსაწვდომი” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება მაქსიმალურად ეცდება, მომევნო კვირიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდოს. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. „ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა, ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს არის რამდენიმე წვრილი და ასევე მსხვილი სამკერვალო წარმოება ჩართული. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში. ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით…

მეტი...

“ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ეს შედეგი” – მაია ცქიტიშვილი

“ყველა ღონისძიება, რომელსაც ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, პრევენციური ხასიათის და მთელი ჩვენი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ეს შედეგი” – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლებში წარმატებას ბევრ სფეროში მიაღწია, თუმცა ეს ახლა გამოჩნდა. „მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩანს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში წარმატებას ძალიან ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არც ვაფასებთ ამ წარმატებას. ალბათ ეს და მომავალი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ წევრები ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღებენ

“დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა” – ინფორმაციას ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. “საერთაშორისო…

მეტი...

„ხელი შეეწყობა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ამუშავდება „აგარის შაქარი“

„დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. „ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე  პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა…

მეტი...

“ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, მეორე – ეკონომიკა” – გიორგი გახარია

დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს…

მეტი...

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება” – ამის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. „თბილისის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ. დღეს სამ ლოკაციაზე ვმუშაობთ. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და ვარკეთილი. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და დეზინფექცია თბილისის დანარჩენ ქუჩებსა და ტროტუარებსაც ჩაუტარდება“, – განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ. დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დედაქალაქის…

მეტი...

“დღეს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია “ – გია გაჩეჩილაძე

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ასეთი განსაცდელის დროს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია. „როცა შენი სამშობლო განსაცდელშია და ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენს მშობლებსა და შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ, ამ ფონზე „პოლიტიკური ქულების“ დაწერის მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელისუფლებისა და ჩვენი გმირი ექიმების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, აღარ არის მხოლოდ უტიფრობა ან უზნეობა! ამას ერთი სახელი აქვს! – საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მტრობა!“ გია გაჩეჩილაძე იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ „პოლიტიკოსებს“ საქართველოში მომავალი აღარ ექნებათ! „კიდევ რა უნდა ჩაიდინონ, რომ დარწმუნდნენ,…

მეტი...

გაეროს პირველი რეზოლუცია COVID-19-ზე ქვეყნებს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია კორონავირუსის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ხაზს უსვამს ვირუსთან ბრძოლის პირობებში ადამიანის უფლებების პატივისცემას. “დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი არ არის.” ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუცია წარადგინეს შვეიცარიამ, ინდონეზიამ, სინგაპურმა, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა და განამ. 193 წევრი ქვეყნიდან მას მხარი 188 ქვეყანამ დაუჭირა. რუსეთმა რეზოლუციის საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, რომელსაც მხარს კიდევ ოთხი ქვეყანა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, ნიკარაგუა და ვენესუელა უჭერდა, თუმცა წარუმატებლად. რუსეთის ტექსტში მოთხოვნილი იყო სანქციების მოხსნა. მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, ხოლოდ დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს. გაეროს გენერალურმა…

მეტი...

„სამი ახალი შემთხვევიდან არცერთი არ არის მეოთხეული გადაცემა – ორი პაციენტი რუსთავიდანაა“ – ლევან გოფოძე

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი დაინფიცირებული პირების მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით დადებითია, როგორც მედიკოსები აცხადებენ დადგენილია დაავადების წყაროც. „გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს გამუვლიდნა კორონავირუსი, ამათგან არცერთს არ აქვს მძიმე მდგომარეობა. პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს მათი მკურნალობა, თუმცა შესაძლებელია მათი გადაყვანა მოხდეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს არა არის მეოთხეული გადაცემის შემხთვევა, ორი მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან და რუსთავიდან მოიყვანეს.“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტი იმყოფება. ამჟამად საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 48 ადამიანი, განიკურნა – 27.

მეტი...

„სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტები უნდა შემოვიტანოთ ეკონომიკის ნაწილზე” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა იყოს აშკარა სხვაობა – რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა – პოსტკრიზისულ პერიოდში. გახარიას განცხადებით, ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია იმაზე დაიწყება, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. „სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტები უნდა შემოვიტანოთ ეკონომიკის ნაწილზე. უკვე მივიღეთ საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, ოღონდ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოსტკრიზისულ რეჟიმზე, კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტო რეპორტაჟი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის მცხეთის მონაკვეთზე. მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მგზავრები დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ფოტოები „მედიაცენტმა მთავრმა“ შემთხვევის ადგილზე გადაიღო.

მეტი...

“აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში.…

მეტი...

„ნახე რა რეჟიმში მუშაობენ ჩემი კოლეგები – დარჩი სახლში“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მოქმედ ჯგუფებში ქართველი ექიმების  ფოტოებს აქვეყნებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. „ჩემი კოლეგები ასეთ რეჟიმში მუშაობენ. დარჩით სახლში! გააზიარეთ ერთმანეთში და მოიწონეთ ჩემი გვერდი, რომ ბევრთან შევძლო ურთიერთობა’ – წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში

მეტი...

„ვირუსი არ არჩევს პოლიტიკურ მრწამსს და არც გვარიშვილობას“ – დიმიტრი ხუნდაძე

„უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყველას მოვალეობაა, ვირუსმა არ იცის ვინ რომელი პარტიიდანაა“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ხუნდაძე რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება და ყველას პრევენციის დაცვისკენ მოუწოდებს. „ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია. ვირუსი არ არჩევს პოლიტიკურ მრწამსს და არც გვარიშვილობას. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ექიმები გვაძლევენ“ – განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის დედას, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია კორონავირუსი დაუდასტურდა, საკრებულოს წევრი ოჯახთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. რუსთავის საკრებულოს და მერიის 40 –…

მეტი...

„შიდა გადაცემის ეტაპზე დღეში 18-20 პაციენტი ნორმაა, ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ“ – მარინა ეზუგბაია

„115 – დან 148 -ზე ასვლა არაა დიდი მაჩვენებელი, ასე თუ გავაგრძელებთ სევძლებთ კონტროლს“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მეოთხეული, ანუ შიდა გადაცემის ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული დღეში 18-20 პაციენტი ნორმაში ეტევა და სიტუაციის კონტროლის საშუალებას იძლევა. “ბოლო 4-5 დღის განმავლობაში 115 პაციენტიდან ავედით 148-მდე. მაგრამ ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ამას, ალბათ შევძლებთ, ეს ყველაფერი გადავლახოთ დიდი დანაკლისების და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ – დღეში 18-20 პაციენტიც რომ დაემატოს, როცა უკვე მეოთხეულ გადაცემაზე ვლაპარაკობთ, ეს ნორმაში…

მეტი...

“ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორ პაციენტთან სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა. რაც შეეხება კიდევ 3 კრიტიკულ შემთხვევას, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტებში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია. „ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მაგრამ რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა და ვნახოთ, თუ ეს გაგრძელდება, იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ 3 შემთხვევაში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია მეორე დღეა და იმედია, რომ ხვალიდან, თუ ასე გაგრძელდა, ამ კრიტიკული სიიდან ამოიღებენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 27

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 18-ით გაიზარდა. ინფორმაციისთვის, 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

სურსათზე ფასები გაფრინდა, მატება 100-200% და მეტია  

ნივრის ფასი 16-დან 30 ლარამდე გაიზარდა;  წიწიბურა 1,40-დან 6.00 ლარამდე,  ბროკოლი  6-დან 16 ლარამდე; კარტოფილი 1 – 1.20-დან 2.50-მდე; ყველი იმერული – 15 ლარი; სულგუნი 20 ლარი; ხორცი (საქონლის) 20-22 ლარი;  ვაშლი 2.20-დან 4.50-მდე. თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე მატება 100-200% და უფრო მეტია.      „მედიაცენტმა მთავარმა“ მცირე ბაზრობების ფასებს გადახედა, რომელიც დიდ მარკეტებთან შედარებით იაფია, თუმცა, როგორც მატება საკმაოდ დიდია. ფასების ზრდაზე მომხმარებლებიც საუბრობენ. თამარი:  „ძალიან გაიქცა ფასები. ყველაფერზე მოიმატა. დღესაც იმ პროდუქტების შესაძენად გამოვედი, რასაც ადრე, ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად მოვიხმარდით ოჯახში. თუ დაახლოებით 100 ლარის პროდუქტები ერთი კვირის მარაგი…

მეტი...

დონალდ ტრამპს განმეორებითი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ტესტმა კორონავირუსზე მეორედაც უარყოფითი აჩვენა” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტესტი პრეზიდენტმა დილით ჩაიტარა და პასუხი 15 წუთში მიიღო. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი ტესტი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან უმასპინძლა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მეტი...

საშუალო ეკონომიკური შემოსავლის ქვეყნებში COVID-19-ით სიკვდილობა გაცილებით დაბალია, ვიდრე მაღალ შემოსავლიანში

„ბცჟ“ აცრის კავშირი COVID-19-თან რატომ არი,  რომ ზოგ ქვეყანაში ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდა, ხოლო ზოგან ავადობა და სიკვდილობა მაღალი არ არის? აღნიშნულ კითხვაზე „მედიაცენტრ მთავარს“ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ უპასუხა და  მაგალითად ახლახან გამოქვეყენბული კვლევა დაასახელა. „სულ ახლახან გამოქვეყნდა Miller A-ს თანაავტორების შრომა. მკვლევარებმა იმ ფაქტის ასახსნელად, რაზეც თქვენ მეკითხებით,  ქვეყნები სამ ჯგუფად დაყვეს – დაბალი ეკონომიკური შემოსავლის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებად. გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა ასეთი სურათი მიიღეს: აღმოჩნდა, რომ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში „ბცჟ“ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება და სწორედ ამ ქვეყნებში, COVID-19 -ით ავადობა შედარებით იშვიათია. მკვლევარებმა…

მეტი...

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა – Foreign Policy

ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია, – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს. სტატიაში, სადაც საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში, ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ გადადგმული დროული საპასუხო ნაბიჯების მნიშვნელობას. “მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები“, – წერს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამ დრომდე კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი არ ჰყავს. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას” – არჩილ თალაკვაძე

“ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი „ქართუს“ განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება, უპრეცედენტოა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, ოპონენტების მხრიდან შეკითხვა, სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ცინიკური და ფარისევლურია. „სხვათა შორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც…

მეტი...

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით უკვე ერთი მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 50 000 ადამიანი დაიღუპა, 200 000 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა. დაავადებულთაგან 37,702 (5%) პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველაზე მეტი – 235,747 ინფიცირებული ჰყავს აშშ-ს, შემდეგ იტალიას, ესპანეთს, გერმანიას და ჩინეთს.

მეტი...

“მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება” – დღეს არჩილ ტატუნაშილი 37 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშილი დღეს 37 წელი გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. „დღეს ჩვენი დროის გმირი არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა. იგი საქართველოს ერთიანობის რწმენისთვის და ერთგულებისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება. მისი გმირობა ყველა ჩვენგანისთვის არის მაგალითი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ და ვუერთგულოთ საქართველოს, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. დიდება გმირებს!“,- წერს გიორგი გახარია. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის…

მეტი...