მაიმუნებზე კვლევამ აჩვენა, რომ “კორონავირუსით” ხელახლა ინფიცირება არ ხდება (ვიდეო)

მედიცინის დოქტორმი თამარ ობგაიძე გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების შესახებ არ ადასტურებს. ობგაიძე უფრო სარწმუნო ვერსიად ტესტების არასრულყოფილებას თვლის, მისივე ინფორმაციით, დაზუსტებით თქმა, რომ დაინფიცირება მეორდება არ შეიძლება. „კვლევები იყო ჩინეთიდან, გამოკვლეული იყო 200 -მდე ადამიანი, რომლსაც აღენიშნათ ხელახლა დადებითი ტესტის პასუხი, რაც ნიშნავს, რომ ხელმეორედ დაემართათ “კორონავირუსი. ეს ძალიან სადაო საკითხია. შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყო ტესტების არასრულყოფილებასთან და არა ხელახალ დაავადებასთან. მაიმუნებში იყო კვლევა ჩატარებული, სადაც დადგინდა, რომ ხელახლა ინფიცირება არ მომხდარა. სავარაუდოდ, ეს იყო ტესტების არასრულყოფილების ბრალი და არა ხელახლა დაავადების მაჩვენებელი, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეგვიძლია“ –…

მეტი...

მთავრობის დადგენილების თანახმად, დისტანციურად ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დასაშვებია

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება: სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის…

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ. მათივე განმარტებით, იმ ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე. „ბევრი ადამიანია რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი…

მეტი...

ვირუსის ნიშნებით მოთავსებულ პაციენტებს შორის ერთი ექიმია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მედიკოსს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარი. „მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი…

მეტი...

„ბცჟ“ – აცრა არ ტარდება იტალიაში, საფრანგეთში გერმანიაში. არასოდეს ჩატარებულა აშშ – ში“ – თამარ ობგაიძე

„ბეცეჟეს“ აქვს განსაკუთრებული უნარი იმოქმედოს იმუნურ ძალებზე და გაუმკლავდეს დაავადებებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განაცხადა. ობგაიძე ვაქცინის განსაკუთრებულ თვისებებზე საუბრობს და იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენება ხდება. თამარ ობგაიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნები, სადაც ვირუსი განსაკუთრებით გააქტირუდა „ბცჟ“ აცრას არ იყენებენ. „ამ აცრას იყენებს თითქმის ყველა პოსტს საბჭოთა ქვეყანა, ტარდება სამხრეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე მონაკოში. არ ტარდება იტალიაში, საფრანგეთში გერმანიაში. არასოდეს ჩატარებულა აშშ – ში. „ბეცეჟეს“ აქვს განსაკუთრებული უნარი იმოქმედოს იმუნურ ძალებზე და გაუმკლავდეს დაავადებებს, სხვათაშორის უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი სიმსივნური…

მეტი...

„ბცჟ“ – ვაქცინა ვიზუალურად პატარა ფორმისაა, რაც ხშირად „ყვავილის“ ვაქცინაში ერევათ“ –  თამარ ობგაიძე

„ბოლო დღეებში გაჩნდა კითხვა, 80 – იან წლებამდე ჩატარებული ვაქცინის კვალი არის თუ არა „ბცჟს“ ვაქცინა? – ეს არის „ყვავილის” აცრა, რომელიც გამქრალია დედამიწიდან“ – ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ობგაიძემ აღნიშნა, რომ  მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა „ბცჟ“ აცრასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად ე.წ ყვავილის აცრაში ერევათ. „ბვჟ“ – აცრა პატარა ფორმისაა და მკლავის ზედა არეში კეთდება. საზოგადოებას ეს აცრა „ყვავილის“ აცრაში ერევა, რომელის 80 – იან წლებამდე ტარდებოდა და დღეს საერთოდ გაქრა დედამიწიდან. „ყავილის“ ვაქცინა არის დიდი და გაშლილი ფორმის, „ბცჟ“ აცრა კი მცირე ზომისაა და დღეს ყველა…

მეტი...

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა იმ ჯანდაცვის სერვისის ხარისხში, რომელსაც მოქალაქეები იღებენ და მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „დღეის მონაცემებით,ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და პირდაპირია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ესენი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების სტანდარტში, რომელსაც მოქალაქე მიიღებს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან,…

მეტი...

“ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით” – გიორგი გახარია

„იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში, ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც, შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარნონ, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, უბრალოდ გამოაცხადონ“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების დახმარებაზე ხელი არავის შეეშლება. „ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაცა რაღაც სურვილებს გამოთქვამს. არის შემთხვევები, როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება. ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, ან სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26.

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი. ინფორმაციისთვის, 130 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

ამერიკაში მყოფი ქართველი სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი სპირიდონ ნარსიაა, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს. „სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, –…

მეტი...

“ასეთი ბრძოლების პირობებში, პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არ უნდა ეპატიოს არავის” – გიორგი გახარია

„ასეთი გამოწვევების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი ყველაზე საშიში მოვლენაა, გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა, გულწრფელობა და სამშობლოს სიყვარული“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ეთერში გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა,  ჩვენ ადაპტაციის პროცესს გავდივართ, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა. „მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ყველა სოციალურ ჯგუფს, მოვუწოდო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად დავამარცხოთ ვირუსი, ერთად შევქმნათ ეს სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო, რომელიც მინიმალური რესურსებით, სხვებთან შედარებით უკეთ შეძლებს ამ გამარჯვების მიღწევას. რაც მთავარია, ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ და ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება – ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი ყველაზე საშიში…

მეტი...

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა. „დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. 6 კვირის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად შემზარავი ფაქტია“, – დაწერა კონექტიკუტის შტატის გუბერნატორმა ტვიტერზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 205,438 ადამიანი არის ინფიცირებული, საიდანაც 4,528 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულია 8,762 ადამიანი.

მეტი...

“ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი” – გიორგი გახარია

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი. „ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო 3 თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო…

მეტი...

“მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში” – გიორგი გახარია

“მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ არსებობს კომუნიკაცია ეკლესიასთან და სახელმწიფოს მისი როლი ესმის. „კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, არსებობს ფრთხილი იმედები, რომ სიტუაცია აღდგომის დღესასწაულისთვის გამოსწორდება. „არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა და ვნახოთ. ფრთხილი, ძალიან,…

მეტი...

“ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით” – გიორგი გახარია

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის, მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს ტაქტიკა გახლავთ ამ ბრძოლასთან ადაპტაცია; ჩვენ უნდა შევძლოთ პროცესების მართვა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვეყოლება ათობით თუ ასობით ინფიცირებული, უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მაგრამ სახელმწიფომ და ეკონომიკამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ის თვისებებია, რომელიც უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, რათა  სულ მალე, გლობალურ კონკურენციაში, იყოს ეფექტური და არა – ჩამორჩენილი. „ეს არის ის თვისებები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ამ ბრძოლაშიც შესაძლებლობების ფანჯრები დაინახოს იქ, სადაც შეგვეძლება,…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აკადემიური წელი არ გამოცხადდეს” – გიორგი გახარია

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე. „უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის…

მეტი...