მომატებული შემთხვევების გამო, სამედიცინო პერსონალი ე.წ. დარეზერვების სისტემით მუშაობს

„ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მედ პერსონალსა და კლინიკებს ურჩევს, ე.წ. რეზერვი შეინარჩუნონ. “მედიაცენტრი მთავარის” კითხვა პაატა იმნაძეს:  ვინაიდან საქართველში, დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ხომ არ გაქვთ რეკომენდაცია, რომ მოხდეს ექიმების ე.წ. დარეზერვება? პაატა იმნაძე: „ეს დიდი ხანი, ჩვენი რჩევა იყო,  ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ვთქვით, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, პერსონალი გაიყოს ორად, რომლიც ორკვირიანი ინტერვალებით იმორიგევებს, ეს უნდა გაკეთდეს. ერთი ნაწილი მუშაობს, მეორე ნაწილი 2 კვირა ისვენებს და  მერე ანაცვლებენ ერთმანეთს. ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშაოს, ეს იმის საშუალებას მოგვცემს,…

მეტი...

“ამ დროისთვის საქართველოში ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი გვაქვს” – თამარ გაბუნია

“ამ დროისთვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უმოკლედ ვადაში ქვეყანაში დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენძე დამყარებული ტესტი შემოვა, რომლის ჩატარება ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და რომელსაც კლინიკები გამოიყენებენ. გარდა ამისა, გაბუნიას ინფორმაციით, თითოეულ კლინიკაზე გამოიყო ის ლაბორატორია, რომელიც თავდაპირველ საკონტროლო ტესტირებას ჩაატარებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება. „ამ დროისთვის ქვეყანაში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი, რომელიც იძლევა იმუნოგლობური M-ის და G-ის განსაზღვრის საშუალებას. ასევე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5783 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23.

მეტი...

„თქვენ გადარჩით და მეც გადამარჩენთ, სიცოცხლე ჩემი ბოძებულია – გვეუბნება უფალი“ – ვლადიმერ კახაძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით

„მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბიდან, მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს. კახაძე მრევლს უფლის სიტყვებს ახსენებს და ამბობს, რომ ადამიანმა ყველა გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას სიცოცხლის გადასარჩენად: „რწმენა გადაარჩენს ადამიანს და გამოსავალი უფალთან ერთად მოიძებნება. უფალმა გაგვაჩინა ჩვენ და სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ამიტომ გონივრული გზა უნდა ავირჩიოთ. სწორედ უფლისაგან ნაკარნახევი გზაა, რომ ექიმების რეკომენდაციებს მივყვეთ ამ რთულ დროს, რადგან ეს სწორედ ის გზაა, რაც მოცემულ სიტუაციაში ღმერთმა გვაჩვენა. თქვენ გადარჩით და მეც გადამარჩინეთ, სიცოცხლე ჩემი ბოძებულია – გვეუბნება უფალი“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ…

მეტი...

“მოქალაქეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება მათი დახმარებისთვის” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება. “ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ” – გიორგი გახარია

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული…

მეტი...

ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მეტი...

„მრევლს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამღვდელოებიას მიმართავს და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, უმჯობესია, მრევლი დარჩეს სახლში. “ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისთვის. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა,”- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველსთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და ასე იქნება მომავალშიც.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 7-ით გაიზარდა და აქედან 2 პირი ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი კონტაქტები ცნობილია და ისინი აქამდე ინფიცირებული ადამიანები არიან. „დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 დადასტუსრებული შემთხვევაა. ამ 7-დან 2 ჩვენთან არის. ამჟამად სულ 9 კოვიდის მიმღები ცენტრია საქართველოში: ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში და ერთი ზუგდიდში დაემატა. ამ 115 დაინფიცირებულიდან 51 ჩვენი პაცაიენტია, დანარჩენი სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვაქვს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3…

მეტი...

“ახალი პაციენტის მდგომაროება ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. “დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა, იყო უფრო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომაროება ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ამ 4-დან 2 გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და შემდეგ ალბათ ვიტყვით პროგნოზულად გამოსავალი როგორი გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი. ინფორმაციისთვის, 115 ადამიანიდან 22 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა 26-ე დღეს დატოვა. “მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით:) არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26…

მეტი...

“ახველებს აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა – ამ ადამიანების გამოკვლევაც მოხდება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს. ცერცვაძის განცხადებით, ახალი ალგორითმი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ამჟამად მოქმედებდა. ამასთან, როგორც მან „ღამის კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, სახელმწიფომ ალგორითმის ის მოდელი შეარჩია, რომელიც დღეისთვის საუაკეთესოა საქართველოში არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით. „დღემდე მოქმედი ალგორითმი გულისმხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და იყო მეორე აუცილებელი პირობა, რომ ამ პიროვნებას უნდა ჰქონოდა რაღაც რისკის შემცველი ქცევები ანუ მას უნდა ემოგზაურა…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ახალციხესთან იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

პროცესმა, შეიძლება,  ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ამიტომ,  ქვეყანაში  „ცხელების ცენტრები” იქმნება

COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში  25 „ცხელების ცენტრი” შეიქმნება. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სწორედ ეს ცენტრები იქნება პირველი რგოლი, სადაც პაციენტები მოხვდებიან. „ამ მოდელის მიხედვით, პაციენტი დარეკავს ცხელ ხაზზე, რომელიც დაუკავშირდება 112-ს და პაციენტს გადაამისამართებენ ე.წ. ცხელების ცენტრში, სადაც მას სპეციალურად დატრენინგებული ექიმი გამოკითხავს. როდესაც სიმპტომეანი პაციენტი მიმართავს თავის უბნის ექიმს ან ოჯახის ექიმს, რომელიც არ არის მომზადებული, და ყველგან შეუძლებელია უსაფრთხოების ზომების თანაბრად დაცვა, ამ პროცესმა, შეიძლება,  ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ამიტომ, საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც, მგონია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება. იღებ საუკეთესოს ყველა ქვეყნის გამოცდილებიდან“ – განაცხადა ინფექციონისტმა „რუსთავი…

მეტი...

„კომენდანტის საათს“ სახლში რომ ვერ მიუსწრო, მთელი ღამე ქუჩაში, მანქანაში გაათენა

სულ რაღაც 10 წუთის გამო, ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. კომენდანტის საათის პირველი ღამე ქუჩაში გაატარა. სახლისკენ მიმავალი მგზავრი პატრულმა გააჩერა და რომ ჰკითხა ქუჩაში რატომ იყო, უკვე 21.03 წუთი იყო. „საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე ვიყავი და სახლისკენ მივდიოდი. პატრულმა გამაჩერა, სად მიდიხარო. ვუთხარი, რომ სახლში მივდიოდი. რომელი საათიაო, ვუთხარი რომ 20 წუთი მქონდა სახლში მისასვლელად დრო. საათს დახედეო, დავხედე და 21:03 საათი იყო. მითხრეს, გაჩერდი, არ დაიძრა, თორემ დაჯარიმდებიო. გავაჩერე მანქანა სკოლასთან. რა უნდა მექნა. რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, ერთ-ერთი გავაჩერე, ვთხოვე სახლამდე მიყვანა, მანქანას ვტოვებდი, როგორც ჩანს, თანამშრომლები იყვნენ, „ტაქსი“ ხომ…

მეტი...

50 წლამდე მამაკაცს ინფიცირება დაუდასტურდა

მამაკაცს, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობდა, „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა. 50 წლამდე მამაკაცი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია“ მოთავსებული. ამ კლინიკაში, „კორონავირუსით“ დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოვლინდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცმა მეზობელ ქვეყანაში იმოგზაურა და მას ყელის ტკივილი და სიცხე ჰქონდა. კლინიკას კი თავად მიმართა.

მეტი...