„COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს“ – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

რა ვიცით ახალი, ე.წ. მკვლელი COVID-19-ის შესახებ, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა; რატომ ერჩის ის ასაკოვნებს და არა ბავშვებს; რა რისკის წინაშე დადგა ორსულები; რა გვაჩვენე კორონავურისის ოერჯერ გადატანილმა აფეთქებამ – ამ და სხვა კითხვებზე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ობგაიძე საუბრობს. „მედიაცენტრი მთავარი:“ COVID-19 – ახალი ურთულესი გამოწვევა, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა. რა ვიცით, რა გავიგეთ და რა ვისწავლეთ ამ მოკლე პერიოდში ე.წ. მკვლელი ვირუსის შესახებ?   თამარ ობგაიძე: COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი…

მეტი...

“ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით” – ნათია თურნავა

სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა. მისი თქმით, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შემოვა. „მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამა მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ ლარსზე შეიქმნა პრობლემა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩართული გვყავს მათ შორის თბილკურორტების კომპანია , რომლიც გვეხმარება იმაში, რომ ზვავსაშიშროებისგან…

მეტი...

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის” – ირაკლი ჩიქოვანი

“დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ” –  ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...

“39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია. „39 პირიდან, ვისაც კორონავირუსი აქვს, 1 მოთავსებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 3-საჩხერის სავადმყოფოში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. ამ 39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს, მეტად საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ხანდაზმული და…

მეტი...

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. “ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შემქნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

პაატა ბურჭულაძის შვილები სუს-ში დაიბარეს

შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ბურჭულაძეების სუს-ში დაბარება, 17 მარტს, მათ ოფისში „MS ჯგუფი” ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეს უკავშირდება . აღნიშნულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაატარეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ იშეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. „მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება…

მეტი...

“მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე” – ლევან გოგიჩაიშვილი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს. „ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პანიკა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, ჩავაცხრობთ პანიკას. მეორე…

მეტი...

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, 127 ადამიანია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ შსს – ში აცხადებენ. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. „სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და…

მეტი...

“ვირუსებს არც წარმომავლობა, არც კანის ფერი და არც ის აინტერესებს, რამდენი ფული გაქვს ბანკში” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი ტრამპს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ არ მოიხსენიოს COVID-19 ჩინურ ვირუსად. „ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ და მათ ეთნიკური წარმომავლობა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ არც კანის ფერი და არც ის რამდენი ფული გაქვს ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილათ ვიყოთ იმ ენასთან, რომელსაც ვიყენებთ“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად რამდენჯერმე მოიხსნენია. გუშინ მან თავისი პოზიცია დაიცვა და აღნიშნა, რომ „ჩინური ვირუსი“ სულაც არ არის რასისტული გამონათქვამი.„ეს სულაც არ არის რასისტული. ის ჩინეთიდან მოდის, ამიტომაც…

მეტი...

“ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც – გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს. მისივე თქმით, ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება. „სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის…

მეტი...

„თანაინვესტირების ფონდის“ 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება

“თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ” თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. „დაახლოებით, 10-მე პირს ჰქონდა ამ ადამიანთან შემხებლობა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. მათ ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩაუტარდებათ მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუვლინდებათ. ჯერჯერობით არცერთ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, არანაირი სიმპტომი არ გამოვლენიათ. ყველა მათგანი კარგად იმყოფება. ლუგარის ლაბორატორიიდან დასტური, რომ აღნიშნულ პირს კორონავირუსი ჰქონდა, გუშინ დილით მოვიდა, თუმცა, მანამდე, 3-4 დღის განმავლობაში ეს ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მან იცოდა, რომ შეხება ჰქონდა…

მეტი...

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონებს ტურიზმის ადმინისტრაცია შექმნის

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე. „ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები…

მეტი...

საქართველოში დამზადებული პირბადეები უფასოდ დარიგდება

“ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს” -ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. სამინისტროს ინფორმაციით ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ. “გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც”, – აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს…

მეტი...

რატომ არის „კორონავირუსი“ ბავშვებში ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად აგრესიული? – ივანე ჩხაიძის პასუხები

„რატომ არის ბავშვებში კორონავირუსი უფრო ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად აგრესიული? ზოგიერთი ინფექციური დაავადება ბავშვებში ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილებთან შედარებით“ – ამის შესახებ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. სპეციალისტი იმ შედარებებზე ამახვილებს ყურადღებას რაც დაავადების პროგრესირების დროს ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში მიმდინარეობს. ივანე ჩხაიზე რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. „მაგალითად, პოლიომიელიტის დამბლით მიმდინარე ფორმა ბავშვებში გვხვდება სიხშირით 1:1000-თან, მოზრდილებში სიხშირით 1:100 თან; წითურას დროს დაავადებების სისტემური გამოვლინებები გაცილებით ხშირია მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში; ანალოგიურია ჩუტყვავილასთან, წითელასთან მიმართებაშიც; ბავშვებს აქვთ უფრო აქტიური თანდაყოლილი იმუნური პასუხი და უფრო…

მეტი...

კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი ორი ადამიანით გაიზარდა. ერთი შემთხვევა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფიქსირდება. “სამი პაციენტი არის პრობლემური. ერთის ასაკი არის 80 წელზე მეტის და აქვს თანმხლები დაავადება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს. ჩვენს ცენტრში ეს ქალბატონი არის ახალი შემთხვევა” – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ჩემმა თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა” – შუქრი ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა. „ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაცა სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანის შემდგომ, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა…

მეტი...

ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ Covid 19 დაუდასტურდება

“ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდება” – ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ახალი ინფიცირებულების შესახებ ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად. თუმცა არის 2 სავარაუდო შემთხვევა, რომელიც ალბათ დადასტურდება. ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. სავარაუდო გულისხმობს გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებს და პლიუს კონტაქტს ინფიცირებულთან“, – განაცხადა ენდელაძემ. მისი თქმით, ამ პაციენტების ანალიზების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეტი...