“ვინც რუსეთთან მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება” – ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი მზად იქნება პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად გაბედავს თავს დაესხას ქვეყანას” – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა, „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც რუსეთთან „მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება“. „საბჭოთა კავშირმა ძალიან საშინელი, უპატიებელი თავდასხმა მოიგერია ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ამხელა ზარალი განიცადა“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმე გაბედავს მსგავსი რამ გააკეთოს, რუსეთი „ამას კვლავ გაიმეორებს“.

მეტი...

ეკლესიებში დეზინფექცია შესაძლოა, ბიზნესის წარმომადგენლებმა დააფინანსონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოდან მას ესაუბრნენ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დეზინფექციის საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია შედგება ბიზნესმენებთან, რომლებსაც ეკლესიისთვის ქველმოქმედების წესით აღნიშნული მომსახურების გაწევას შესთავაზებენ. „დღეს ეს დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანმრთელობის დეპარტამენტს, სადაც ხდება სადეზინფექციო ხსნარებისა და ნივთიერებების რეგისტრაცია. მე მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ რამდენიმე კომპანიას, მათ ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ, მიეხმარონ საპატრიარქოს ამ საკითხში. რამდენად წამოვლენ ამაზე, ვერ გეტყვით.” “ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ბათუმში უკრაინის მოქალაქეს “კორონავირუსი” არ დაუდასტურეს

უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკამ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევის პასუხი ლაბორატორიიდან დღეს მიიღო და ის უარყოფითი იყო. უკრაინის მოქალაქე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ბათუმში გემით, იტალიიდან უკრაინის გავლით ჩავიდა. ის უკან აპირებდა დაბრუნებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 50 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 30 კი, საკარანტინო რეჟიმში. ამასთან, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად არც ერთი პაციენტი არ არის.

მეტი...

„პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს. „მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პორცესი სკოლები 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

მეტი...

„როიტერის“ ინფორმაციით, კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოვლინდა

ახალი კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კვიპროსში დაფიქსირდა. დაავადებულია ორი პაციენტი. ორივე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ერთ-ერთ ინფიცირებული 25 წლის მამაკაცია, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ხოლო მეორე 64 წლის ექიმი, რომელიც კვიპროსში 3 მარტს დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.

მეტი...

“უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმება რამდენიმეთვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს” – ევროსაბჭო

ევროსაბჭოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება „რამდენიმეთვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს“. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შეთანხმების დებულებებს მიიღებს. „მივესალმებით გუშინ, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რომელიც რამდენიმე თვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს და მომავალი წლის არჩევნებისთვის ხსნის გზას პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციისკენ. მოლაპარაკებების წარმოებას ხელს უწყობდა საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, გერმანია და ევროსაბჭო. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ პარლამენტში მიიღებენ შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც საარჩებო კანონმდებლობის ყველა აუცილებელ ცვლილებებს, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო…

მეტი...

“ჩემს მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”- ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსთან დაკავშირებით ანალიზი ჩაუტარდა, თუმცა მას ინფექცია არ დაუდგინდა. როგორც ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. „დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელების, ამ წყაროთი…

მეტი...

წითელ ზონად გამოცხადებული იტალია – იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები რომში იკრიბებიან, საიდანაც მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდებიან

იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად იტალიაში დარჩენილი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდებიან. მათ გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკვე დამუშავებულია ყველა იმ მოქალაქის მონაცემი, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა. მათი გამომგზავრება საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება. საქართველოს საელჩო ყველა მათგანთან მუდმივ კავშირზე რჩება, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების ნივთებით. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება. აღსანიშნავია, რომ საქართველო…

მეტი...

“33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია” – მარინა ეზუგბაია

ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. „პაციენტების ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია და გრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა, 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენ პაციენტთებთან არის…

მეტი...

„საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა“- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: გურიაში – ვაკიჯვარსა და გომის მთაზე, რაჭაში – კრიხში, ხვანჭკარასა და ონში, ქვემო ქართლში – თეთრიწყაროში, შიდა ქართლში – რკონსა და გოსტიბეში, საჩხერეში – სოფელ ჭალოვანში, სამეგრელოში – სოფელ ლიაში. “ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

იტალიიდან დღეს საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

„იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს“ განცხადებას  ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორი რომან ბოკერია ავრცელებს. მისი თქმით, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება. “საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით გუშინ საბოლოოდ შეთანხმდა ეს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიაში დაკეტილია აეროპორტები, გაუქმებულია რეისები, პრობლემატური იყო რომის აეროპორტში ორი სლოტის მიღება. უკვე გაფრინდა ორი თვითმფრინავი და უკან 19:30 დაბრუნდებიან. ჩვენს ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება“, – აღნიშნა ბოკერიამ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მოქალაქეები არაფერს იხდიან.

მეტი...

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს

“აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს” – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პროცესი აშშ-სა და “თალიბანს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და “თალიბანმა” სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე “ალ-ქაიდასა” და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ…

მეტი...

“გურული ქალისაგან გაცემული პოზიტივი, ყველანაირ ვირუსს ანადგურებს”

”ყველაზე დიდი და გამანადგურებელი ვირუსი, რომელმაც კაცობრიობას სრულიად მარტივად შეუძლია რომ ბოლო მოუღოს… სიძულვილია და არა კორონა ვირუსი, რომელიც ძლიერი ჰიგიენისა და ყოველი წესის დაცვის შემთხვევაში ისე სწრაფად და უკვალოდ გაქრება, როგორც მოვიდა”- ასე დაიწყო საუბარი „მედიაცენტრ მთავართან“ გერმანიაში მცხოვრებმა  ცნობილმა ქართველმა  მევიოლინემ ბელა-ბერკემერ მხარაძე. ქართველი მევიოლინე ხალს რეკომენდაციად მეტი ინფორმაციის მიღებას ურჩევს, ბელა ბერკემერ – მახარაძე თვლის, რომ შიში და პანიკა სიყვარულმა და თანადგომამ უნდა დაძლიოს. „სანამ ქართველებს, ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა შეგვეძლება, ჩემის აზრით არა მგონია რომ ვინმემ ან რამემ შეგვაშინოს, ან თუნდაც დაგვვძლიოს, მაგრამ ასეთი აგრესიული ვირუსის…

მეტი...