“ტვ პირველის” თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

“ტვ პირველის” თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად ევროპაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით, კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მიღებული ზომების შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მიღებულ ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია ოთხი სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის…

მეტი...

“პოლიტიკოსებთან საუბარმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს დადებით ასახვას ჰპოვებს მომავალ დღეებზე”- ელიზაბეთ რუდი

საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებს და იმედოვებს, რომ სამომავო მოლაპარაკებებზე დადებიტად აისახება. „შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა, მინდა ვთქვა, რომ მონაწილეობა მივიღე არაფორმალურ შეკრებაში. პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენ განვხილეთ პოლიტიკური საკითხები. მინდა აღვნიშნო, საუბარი იყო კონსტრუქციული და დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს ასახვას ჰპოვებს მომავალ დღეებზე“, – აღნიშნა რუდმა

მეტი...

„მზად ვართ, მოვხსნათ წუხილი, რომლის თანახმადაც, პარტიას მთავრობის დაკომპლექტება არ შეეძლება, თუ 40 %-ზე ქვევით მხარდაჭერას მიიღებს“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება” მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, ოპოზიციას მოვუხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დეტალებზე, დიპლომატებთან შეხვედრაზე არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. „ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ზოგად პრინციპებზე ისაუბრეს. შემიძლია დაგიდასტუროთ, მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს.  ეს არის…

მეტი...

„დაუშვებელია, რომ კერძო ლაბორატორიები მოსახლეობას ბინაზე მისვლით კორონავირუსზე ტესტს სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანთ“- ამირან გამყრელიძე

„საქართველო არის იმ 38 ქვეყანას შორის, სადაც ინფექცია დაფიქსირდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, უკვე ინფექცია ფიქსირდება დამატებით რამდენიმე ქვეყანაში -რუმინეთსა და ნორვეგიაში ერთი შემთხვევაა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ასევე ერთი, საბერძნეთში, ესტონეთსა და დანიაში. ანუ, ინფიცირების რიცხვი იზრდება, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიური მზადყოფნისკენ. პანდემია გახლავთ, როდესაც დაავადების გავრცელება ცილდება ერთ ქვეყანას და კონტინენტს, მოედება ყველა კონტინენტს.“- ამის შესახებ დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნაისტებტან საუბრის დროს განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიური მზადყოფნისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, საქართველო რამდენიმე დღის წინ…

მეტი...

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგენა მოუწევთ. “კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია“, – ნათქვამია საკონსულოს…

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდართითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.”-ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, როგორც უწყებაში ამბობენ ვირუსის საფრთხის გაზრდის გამო სასწავლო დაწესებულებებში გაიზრდება ჰიგიენის ნორმების დაცვის მოთხოვნა. „ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ…

მეტი...

„გრძელვადიანი ლიცენზიების საშუალებით ტყეს საფრთხე შეექმნა, დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა“

“ე.წ სანიტარულმა ჭრებმა, რომლის ჩატარების უფლებაც გრძელვადიანი ლიცენზიის მქონდე პირებს ჰქონდა ტყე განადგურებამდე მიიყვანა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ განაცხადა. მახათაძის განმარტებით ხშირად „სანიტარული ჭრები“  ტყის განადგურების მიზეზი ხდებოდა. მისივე ინფორმაციით დღეისთვის გაცმული ლიცენზიების ვადა 2028 წლამდეა. „მივიღეთ ზოგან ისეთი ფაქტები, სადაც ტყის რეგენერაციის უნარი შემცირდა,გრძელვადიანი ლიცენზიების საშუალებით ტყეს საფრთხე შეექმნა დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა. ამის მიზეზი კი ე.წ სანიტარული ჭრები იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ლიცენზიების შეჩერება დადებითი ნაბიჯია. დღეისათვის გაცემულია 31 – მდე ლიცენზია, რომელსაც ვადა…

მეტი...

„ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც“ – საზღვარზე კონტროლი ძლიერდება

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი ძლიერდება. მომატებული საფრთხის  შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „სიტუაცია მიდის უფრო გავრცელებისკენ, პანდემიური ხასიათი ეძლევა. ამიტომ, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც ჩვენ საქართველოში უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ. ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ, ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც. მეორე მომენტი არის ჯანდაცვის ქსელის მზადყოფნა, რომ ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევას. ეს ნიშნავს შესაბამისი საკარანტინო სივრცეების არსებობს, ლაბორატორიული სიმძლავრეების,…

მეტი...

„კანონში ცვლილება შევა საპატრიარქოზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“- სულხან მახათაძე (ვიდეო)

„პარლამენტი სულ მალე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს. „საქართველოს ტყის კოდექსის“ მიზანია ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ტყის მნიშვნელოვანი რესურსებისა და რაოდენობრივი ხარისხის გაზრდა“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე ინფორმაციით საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში, ასევე, ტყეების მოვლა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შესანარჩუნებლად. სულხან მახათაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც კანონპროექტის მიღების შემდგ სატყეო კოდექსში განხორციელდება. სპეციალისტმა ყურადღება მიწების გადაცემის კუთხითაც გაამახვილა:…

მეტი...

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა“-ამირან გამყრელიძე

„ამერიკის მთავრობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განცხადა. გამყრელიძე იმ საშიშროებაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. მისივე ინფორმაციით არის საფრთხე, რომ დაავადებამ ყველა კონტინეტი დააზიანოს. „მოსალოდნელია პანდემია, რა დროსაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას, ამიტომ ყველა ქვეყანა ქმნის თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ჩვენ ეს გეგმა შევიმუშავეთ და გუშინ კიდევ განვაახლეთ, აღნიშნულ გეგმას განახლება სამომავლოდ დაავადების ხარისხიდან გამომიდნარე დასჭირდება“ – განაცხადა გამყრელიძე. მისივე ინფორმაციით იყო ვარაუდი, რომ საქართველოსთვის ირანი უფრო…

მეტი...

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მესამე დიდი ეპიდაფეთქებაა“ – ამირან გამყრელიძე ახალ კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე მსოფლიო დგას კორონავირუსის გამო, როგორც გამყრელიძემ განცხადა, ვირუსი სახელწოდებით „2019“, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა მესამე ეპიდაფეთქებაა მსოფლიოში: „ეს ის ვირუსი გახლავთ, რომელიც გადადის ფრინველებიდან და ცხოველებიდან ადამიანზე. ესაა ბოლო 20 წლის მანძილზე მესამე დიდი ეპიდაფეთქება. პირველი ორი ეპიდაფეთქება გახლდათ 2003 წელს, რომელმაც გამოიწვია 8000 – მდე ადამიანის დაზიანება და 9-დან 10% სრულდებოდა გარდაცვალებით, მეორე 2012 ე.წ “შუააღმოსავლეთის სინდრომი” – მან მოიცვა 2500-მდე ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35% და მესამე გახლავთ ეს ,…

მეტი...

პრემიერმა, საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირება დაავალა

პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. „მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის…

მეტი...

“პანიკის საფუძველი არ არის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პროცესს სრულად მართავს” – გიორგი გახარია

“ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. „აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება – ისე, რომ ამ შემთხვევას, ფაქტობრივად, არ ჰქონია არანაირი შეხება ჩვენს მოქალაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის…

მეტი...

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება. ამ დროისთვის, სამი სკვერის მოწყობა მეექვსე შესახვევის N3, N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, N9, N11 და N13 კორპუსებთან სკვერი და მრავალფუნქციური სპორტული მოედანი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოეწყობა.  ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს წევრ ბექა დავითულიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გამგებელი და დეპუტატები  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივებთან ერთად, დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილეს. ოთხივე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას თბილისის…

მეტი...

აუცილებელი ჰიგიენის წესები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას ინტენსიურად აწვდის ჰიგიენის წესების დასაცავად რეკომენდაციებს. ხელების დაბანა და მოგზაურობისგან თავის შეკავება ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება. „ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება; თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი),ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის…

მეტი...

1 იტალიელი, 5 ირანელი, 1 ქართველი და აზერბაიჯენელები „ბოქსირებულ“ განყოფილებაში რჩებიან, „კორონავირუსი“ – გლობალური გამოწვევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიურ მზადყოფნას აცხადებს, კორონავირუსი აზიანებს ყველა ქვეყანას და ყველ კონტინენტს. საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომა სწორედ „ახალ კორონავირუსზე“ საუბრით გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმ რეალობაზე ისაუბრეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშ არსებობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ბოქსირებულ განყოფილებაში“ ადგილები საკმარისია. „გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან განხორციელდა იმ 13 ადამიანის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის, იმყოფება 10 პაციენტი. 5 იტალიიდან, აქედან 1 იტალიელია და 4 ქართველი, 5 არის ირანიდან, 1 არის ქართველი და დანარჩენი აზერბაიჯანელი. ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას.…

მეტი...

10 მთავარი კითხვა და აუცილებელი რეკომენდაცია „კორონავირუსის“ ასაცილელად – ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

„ახალი კორონავირუსი“ ვირუსი 84 %-ით განკურნებადია. ის არ არის „მკვლელი ვირუსი“, თუ პაციენტს ქრონიკული დაავადედები არ აწუხებს და კლინიკას ოპერატულად მიმართავს. ასევე, „კორონავირუსი“ 11 წლამდე მოზარდებისთვის საშიში არ არის და ძირითადი რისკ ჯგუფები 40 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. რა არის „კორონავირუსი“;  ოგორ ვრცელდება ის; რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს ვირუსს; არსებობს თუ არა ვაქცინა; როგორ დავიცვათ საკუტარი თავი – ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც „მედიაცენტრი მთავარის“ რუბრიკაში – „ჯანმრთელობა“ გაიგებთ. რა არის „კორონავირუსი“?    „კორონავირუსები“ წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი შეიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. მათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

მეტი...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს, როგორც დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

მეტი...

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

“შევზღუდოთ მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და იტალიასთან” – მთავარი რეკომენდაცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომანდაციებით მიმართავს როგორც ცოტახნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მთავარი რეკომენდაციაა, შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები. “ეს გახლავთ, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში. ხშირად კითხულობენ იტალიაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება. მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით წესდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე პროვინციაზე, სადაც არის ეს ეპიდაფეთქება. დანარჩენი რეკომენდაციები გახლავთ ზოგადი, ჰიგიენური, რომელსაც ყოველთვის ვიძლევით, ძირითადად, ვირუსების დროს. აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, სველი წესით საცხოვრებელი და…

მეტი...

კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი ჯგუფი შექმნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.   პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

მეტი...

ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსი დაადასტურა

ჯანდაცვის მინისრმა  საქართველოში „ახალი კორონავირუსის“ არსებობა დაადასტურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, 1 სათის წინ დასრულდა ლაბორატორიული კვლევა. „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში გუშინ შემოვიდა,  მან ვირუსი ირანიდან შემოიტანა. დაინფიცირებული მამაკაცი 50 წლიაა.  

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეტი...

აქვს თუ არა ინფექციურში მოთავსებული 14 პაციენტიდან რომელიმეს კორონავირუსი, უცნობია

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერჯერობით უცნობია. ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამის მიზეზი პაციენტების რაოდენობამ განაპირობა. მარინა ებუზგაია ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება. “დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, რადგან 14 პაციენტი იყო, ჯერჯერობით პასუხები ხელზე არ გვაქვს. სავარაუდოდ 1-2 საათში იქნება მზად და გვეცოდინება ტესტების შედეგები. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია და გამორიცხულია პნევმონია. დღის მანძილზე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური. ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია რაოდენობამ.…

მეტი...

„სამართლიანობა ხოჯალისთვის“ – ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

დღეს, აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. სწორედ 28 წლის წინ, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, მსხვერპლი დიდი იყო, გარდაცვლილებს აზერბაიჯანში დღემდე დიდი პატივით იხსენებენ. „ყველაზე სისხლიანი ტრაგედია“ – ასე იხსენენებ „ხოჯალის ტრაგედიას“. გენოციდის მემორიალი,  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სისხლიანი წარსული. ლოზუნგით „სამართლიანობა ხოჯალისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციებიც კი გაიმართა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო…

მეტი...

“გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა. გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „მთავარი არის, რომ პირველი – ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც, მესამე – თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ…

მეტი...

“საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი” – ალექსანდრე ხვთისიაშვილი

“საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება და იმ ქვეყნებში, სადაც უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას  დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. „ჩვენი საელჩოები მუდმივ, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ქვეყნები ატარებენ პრევენციის მიზნით. ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან დედაქალაქში, სადაც ხდება მისი შეკრება, შესაბამისი ფორმის მიცემა და მიწოდება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის. ასევე საელჩოები მუდმივ კავშირზე…

მეტი...

“გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაგებით შეხვდნენ” – ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზურაბ აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური მოცემულ ვითარებაში. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რუსეთის ფედერაციის პოზიცია. “უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზს ვუსვამ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის…

მეტი...

ხვალ, ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. „ხვალ დილით ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ვიმედოვნებ, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ​აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებულ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა. „როგორც ვიცი, გასული წლის ზაფხულში იყო ეკონომიკური შოკი, რამაც სერიოზული გავლენა იქონია ლარის კურსზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა, რასაც ლარის დასტაბილურება მოჰყვა. ზოგადად, როგორც წესი, მაკროეკონომიკური ელემენტები ეკონომიკის გაძლიერების განმსაზღვრელია. საქართველო განაგრძობს ბენეფიტების მიღებას. ვიმედოვნებ, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მეტი...

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან” – პუშკოვი

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი სტრაბურგში, სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს. პუშკოვის თქმით, მას ქართველი ჟურნალისტების ზეწოლა არაერთხელ განუცდია. „მათი ზეწოლა საკუთარ თავზე არაერთხელ განმიცდია – მოსკოვშიც, სტრაბურშიც და ევროსაბჭოშიც. ისინი აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მოდელს მიმართავენ. მიაჩნიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა გამოგგლიჯონ“, – წერს პუშკოვი “ტვიტერზე”. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ, „ავადმყოფები“ უწოდა.

მეტი...

საბერძნეთსა და ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთსა და ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საბერძნეთში კორონავირუსი 38 წლის ქალს აღმოაჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა. ის ამჟამად სალონიკში, კარანტინშია მოთავსებული. ხოლო, ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა. ის სან პაულოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. “როიტერის” ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით, ირანში 24 ადამიანი დააკავეს

„ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ირანში, კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს, ხოლო 118-მა ადამიანმა გაფრთხილება მიიღო. არსებული ინფორმაციით, კიბერპოლიცია აქტიურად აკონტროლებს ვირუსთან დაკავშირებით ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...