35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა. მამაკაცი ხევის გაწმენდით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. მას დაზიანებები ქვედა კიდურებზე და სახის არეში აქვს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული ჯერ წნორის კლინიკაში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

მეტი...

იერუსალიმში ჯარისკაცებს მანქანა შეეჯახა

ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში, ჯარისკაცების ჯგუფს მანქანა შეეჯახა. მოგვიანებით, ავტომობილი ბეთლების მახლობლად იპოვნეს. დაშავებულია 15 სამხედრო, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ჯარისკაცები ქალაქს ათვალიერებდნენ, როცა სავარაუდოდ თავდამსხმელმა ისინი დაინახა და განგებ დააჯახა მანქანა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„ეუთო/ოდირის დასკვნა კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას არ იძლევა“ – მარიამ ჯაში

ეუთო/ოდირის დასკვნა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ განხილვის საგნად იქცა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციაში გაგზავნილი დოკუმენტის პასუხმა პოზიცია-ოპოზიცია ისევ საგონებელში ჩააგდო. ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანულ მოდელზე აწყობილ ცვლილებებს არც იწონებს და არც იწუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სათავისოდ კითხულობს, ოპოზიცია კი სათავისოდ. ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიან ჯაშმა ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ორგანიზაცია გაგზავნილი დოკუმენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას არ იძლევა. „აღნიშნულ დასკვნაში, რამდენიმე მესიჯია. პირველ რიგში, ხაზი ესმევა კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ცალსახა რეკომენდაციას არ იძლევა ეუთოს დასკვნა, აღნიშნულია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობა…

მეტი...

“წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას” – გიორგი გახარია

“წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიის შექმნის პროცესში მთავრობა გამოიყენებს ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. „მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც…

მეტი...

ლტოლვილები, რომლებიც 5 ჰექტრამდე მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი ორივე მუხლით გაამართლა

აშშ-ის სენატმა, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, ორივე მუხლით გაამართლა. აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი. დონალდ ტრამპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით დამნაშავედ ცნობას ყველა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა მხარი, ასევე ერთმა რესპუბლიკელმა – მიტ რომნიმ. ამგვარად, პირველი კენჭისყრის შედეგად ტრამპის სასარგებლოდ 52-მა სენატორმა მისცა ხმა, მის დამნაშავედ ცნობას კი, 48 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მეორე ბრალდებას – კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლას, აქ ხმები პარტიულად განაწილდა – 53-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 47-მა კი – დამნაშავედ. იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო,…

მეტი...

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატს დღეს დაასახელებს

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრება დაასრულა. შერჩეულ სამ კანდიდატს საბჭო დღეს დაასახელებს. დიდი ალბათობით, სამეულში ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოხვდება.   როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, კენჭისყრა დღეს, 14:00 საათზე ჩატარდება. „2020 წლის 5 თებერვალს, საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ  პირს გელა ჩივაძეს გაესაუბრა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის განვითარების  თავისი  ხედვა გაუზიარა და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა“, – ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის…

მეტი...

ეუთო/ოდირი დოკუმენტს არც იწონებს და არც იწუნებს – როგორია ორგანიზაციის რეკომენდაცია?!

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ეუთო/ოდირი დოკუმენტს არც იწონებს და არც იწუნებს, რაც პოზიცია-ოპოზიციისთვის დოკუმენტის თავისებურად გაგების შესაძლებლობას იძლევა. ერთადერთი, რაც დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, არის ის, რომ საარჩევნო სისტემის დაწესება არ ხდება, სისტემას თავად მოსახლეობა, ფართო დისკუსიის შედეგად ირჩევს.   „საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას.  სისტემის შერჩევა, მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს; საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა იყოს ღია ცვლილებისთვის, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.    ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის…

მეტი...

გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავებულია 157 ადამიანი – სტამბოლში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 157 ადამიანი. სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 157 ადამიანი. შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს. მისი თქმით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. როგორც მანამდე თურქეთის მერმა განაცხადა, თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა. ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა, იზმირიდან ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ცეცხლი წაეკიდა და დაიშალა. მგზავრებს შორის იმყოფებოდა ორი ჩვილი. მომხდარის სავარაუდო…

მეტი...