„ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აქვს” – დავით ჭიჭინაძე

„ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს  ფული მაინც არ დაიხარჯება“  – ასე ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“, ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი  დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. „დღეს საქართველოს რეპუტაცია იმდენად შელახულია, რომ აშშ სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, ისე მოიარა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოში ორი საათიც კი არ შემოუვლია. როგორც ჩანს, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის  უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ, ვიდრე საქართველოსთან, თორემ მათ ამის ინტერესი რომ ჰქონოდათ,  ერთი-ორ საათიანი ვიზიტი და სიტუაციაში გარკვევა  პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე აშშ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast-ში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს . შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ბროკ ბიერმანთან, ორგანიზაცია Trammo Inc–ის აღმასრულებელ დირექტორთან ედუარდ ვეინერთან და ექსპერტებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეხვდება და ასევე, ვაშინგტონის…

მეტი...

დღეს, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

დღეს დილიდან ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. ისინი საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საარჩევნო მოდელი სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავა. უმრავლესობაში კი აცხადებენ,  რომ ოპოზიცია ძირითადად დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და საპარლამენტო საქმიანობაში არ  მონაწილეობს. რაც შეეხება  სასესიო  სხდომას, ის პარლამენტში ჩვეულ რეჟიმში გაიმართება. 4 თებერვალს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გადადო.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულს დღეს ციხიდან გაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ისევ გადაიყვანენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, წინა გაყვანაზე პატიმარს გამოკვლევა იმ მიზეზით ვერ ჩაუტარეს, რომ აპარატი არ მუშაობდა.    „ტატო ღარიბაშვილი დღეს ციხიდან ისევ უნდა გამოიყვანონ. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ კი ოპერაციის თარიღიც განისაზღვრება. წინა გამოყვანაზე  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ რაღაც აპარატი არ მუშაობდა“, – განაცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.   შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს, კონფლიქტისას ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ხელჯოხით გადაადგილდებოდა.…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს საპატიმრო ვადა გაუგრძელეს  

პროკურატურის მოთხოვნით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლე დარბაზიდან ისე გავიდა, ბრალდებული პატიმრობაში რამდენი ხნით დატოვა, არაფერი უთქვამს. „პროკურატურის მოთხოვნით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. მსგავსი ბუნდოვანება არასდროს არაფერი მინახავს. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და საპატიმრო ვადა გააგრძელა, თუმცა, არ უთქვამს, რამდენი ხნით. ისე წავიდა მოსამართლე, პერიოდზე ხმა არ ამოუღია. პროკურატურას 50 დღეზე ჰქონდა შემოტანილი. მოსამართლის ამგვარი ქმედება პროკურატურასაც კი გაუკვირდა. 20 დღით გააგრძელა თუ 50-ით არ ვიცით, მხოლოდ ეს თქვა, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდაო“ – განუცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...