„სკოლამ თითო დაფა 300 ლარად შეაფასა და დაუყოვნებლივ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას“ –  გაგი მოსიაშვილი

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო და სკოლას მორიგებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც გაგი მოსიაშვილი აცხადებს, სკოლა დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვდა.   „საგამოძიებო ორგანოში ინფორმაციის შესვლის შემდეგ,  საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოძიება არ დაიწყო. საგამოძიებო ორგანო ცდილობს,  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საერთოდ არ დაიწყოს გამოძიება და სკოლას მორიგებისკენ მოუწოდებს,  მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან ყველა ინფორმაცია ჰქონდათ, რაც მოხდა“ – აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. კითხვაზე, რა  მიზეზით არ დაიწყო გამოძიება თუ უნდა დაეწყოთ, ადვოკატი პასუხობს, რომ…

მეტი...

ნიკა მელიას პარლამენტში ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ჩანააცვლებს, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ბასიშვილის საკითხზე მოხსენებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი წარდგება. ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012) პარლამენტის წევრი, მანამდე კი ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2006-2008) იყო. 2004 წელს ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელწიფო რწმუნებულის აპარატში ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩევლად მუშაობდა. კონსტიტუციის 39-ე მუხლის  მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. “დღის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა – პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ,” – აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ. უგონო მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში 4 დღის წინ მიიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. გამსახურდია ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

მეტი...

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო” – არჩილ თალაკვაძე

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი აამოქმედა, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატები და ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, ცხელი ხაზი და ხალხთა შორის კავშირები. „დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს და ოჯახის  ამხელა ძალისხმევა ვერ ჩაივლის უშედეგოდ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო,  ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში. დარწმუნებული ვარ, რადგან ამხელა ძალისხმევა უშედეგოდ უბრალოდ ვერ დასრულდება,” -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მისი შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრება და მისთვის პატიმრობის…

მეტი...

„მწვანე სკოლაში“ კრიმინალური პოლიცია მივიდა. სკოლამ, მათ, ბავშვის სახელი, გვარი და ყველა ინფორმაცია დაახვედრა“ – ადვოკატი

15 წლის მოზარდზე განხორციელებული ზეწოლისთვის დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი აცხადებს, რომ „მწვანე სკოლიდან“ 112-ში ინფორმაცია ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით შევიდა, რის შემდეგაც, სკოლაში კრიმინალური პოლიცია მივიდა.         როგოც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სკოლაში პატრული არ მისულა, რადგან შეტყობინება ქონების დაზიანებას ეხებოდა. „მთავარი არის ისა, რომ უდანაშაულო ადამიანია დაპატიმრებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი ბრძოლისთვის. მნიშვნელოვანია იცის, რომ ამ მრავალტომიან საქმეში, მარიანა ჩოლოიანის დაკავების მიზეზი გახდა მხოლოდ ერთი ჩვენება. თუმცა, მნიშვნელოვანია სკოლის თემაც. „მწვანე სკოლიდან“ 112-ში დღის 11:00 საათზე დაირეკა. აღნიშნული საქმე კი გამომძიებელ ჩოლოიანს დაეწერა.…

მეტი...

ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან. საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.   პრემიერ-მინისტრმა  უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორის არის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების  წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და  ჯანდაცვის სერვისები. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა  სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება…

მეტი...

„თუ მარიამ ჩოლოიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას და სახელმწიფოს ეკისრება“ – ადვოკატი

გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანია ადვოკატი გაგი მოსიაშვილის მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოგიურ ზეწოლაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, პასუხისმგებლობას მედიას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს აკისრებს. როგორც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დაკავებული გამომძიებლის მიმართ მტკიცებით ფორმაში მიდის ბრალის წარდგენა და დადანაშაულება, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლაა, „ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, პირიქით, ჩვენი ინტერესია, გაირკვეს სიმართლე. კონკრეტულ შემთხვევაში, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა გამორიცხულია. ის ბრალდების ფორმულირება რომელიც წარმოადგილა სახელმწიფო ბრალდებამ – რომლთაც ბრალი ედება ჩოლოიანს, რომ ვითომ, მან, მოწმე ფსიქიკური ძალადობით, შანტაჟით და სხვა უკანონო ქმედებებით აიძულა ჩვენება მიეღო, ეს არის…

მეტი...