„სკოლები დაცლილია ღირებულებებისგან, ავტორიტეტების ძიება კი სხვაგან, ქუჩაში ხდება“  – განათლების მკვლევარი

„სკოლები დაცლილია ღირებულებებისგან, თანამშრომლობისგან და დაცლილია ადამიანებისგან, რომლებიც ბავშვებისთვის იქნებიან ავტორიტეტები,  იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მოსწავლეები ენდობიან გაჭირვების დროს. სწორედ ეს არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ გააკეთა. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, როცა სკოლაში ავტორიტეტი არ არსებობს, შევსება ალტერნატიული ავტორიტეტებით ხდება. „სწორედ ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, რომ ნდობის და ურთიერთობის დეფიციტი გაჩნდა სკოლაში მასწავლეებსა და მოსწავლებებს შორის. გარკვეული გაუცხოებაა. არ არსებობს  ერთი, კონკრეტული მიზეზი. როდესაც არ გყავს სკოლაში ავტორიტეტული ადამიანი, რომლსაც შეგიძლია ესაუბრო საკუთარი პრობლემის შესახებ, მაშინ ხდება ამის შევსება ალტერნატიული ავტორიტეტებით, როგორიცაა…

მეტი...

“დიდი იმედი მაქვს, ხვალ მამა სახლში დაბრუნდება” – ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი

ადვოკატთა ასოციაციამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა. ქართველი ადვოკატები “ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას”, მათ შორის რუს კოლეგებს მიმართავენ, მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. “როგორც ექიმის, ისე ადვოკატის პროფესია ეფუძნება ჰუმანურობის პრინციპებს და ჩვენ, ქართველმა ადვოკატებმა გადავწყვიტეთ, სოლიდარობის აქცია გავმართოთ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ე.წ. სასამართლოში იმართება ხვალ პროცესი. შესაბამისად, არის ყველა წინაპირობა პროცედურულად, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება,” – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა. აქციაზე დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. “დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მამა დაბრუნდება სახლში და დამთავრდება ეს 41 დღიანი კოშმარი, რაშიც ვცხოვრობთ,“ – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა…

მეტი...

“სკოლებში უფრო კონტროლზე ორიენტირებული სისტემის შექმნა ხდება, ვიდრე ღირებულებებსა და მხარდაჭერაზე” – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული მოზარდის გამო და აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში არ იქნება ეფექტიანი. აღნიშნულის შესახებ რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტული ქეისების სიღრმისეული შესწავლა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების ძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: „გარდა იმ გამოძიებისა, რომელიც სამართლებრივ ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს, ასეთი ტიპის შემთხვევების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური შესწავლა მეორე უმთავრესი მხარეა, რაც მნიშვნელოვანად უწყობს ხელს შემდგომში ასეთი უბედურებების პრევენციას და თავიდან აცილებას. ჩვენ გვქონდა ასეთი მოწოდებები ადრეც, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა,…

მეტი...

„დაკავებულმა გამომძიებელმა არასრულწლოვანს ბრალის აღიარება მოსთხოვა“ – მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარუდგინეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი წარედგინა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საუბარია დანაშაულის ორ ეპიზოდზე. „მ.ჩ. ს- ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. 2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა…

მეტი...

კიდევ ერთი მსხვერპლი – გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აბაშაში, სამიქაოს საჯაროს სკოლოს მეთორმეტე კლასის გოგონამ თავი მოიკლა. სალომე ქურდობაძემ სუიციდამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხებოდა “გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?”, –  დაწერა გარდაცვალებამდე გარდაცვლილი სალომე ქურდობაძემ.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“მაპატიე შვილო” – “მწვანე სკოლის” დირექტორი გარდაცვლილ მოზარდს

“მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური სოციალურ ქსელში, გარდაცვლილ არასრულწლოვანს მიმართავს და პატიებას სთხოვს: “ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო…” – წერს “მწვანე სკოლის” დირექტორი თბილისის „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური მათი სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ამ მძიმე ფაქტის შემდეგ სიტყვები უძლურია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, გამოძიების დასრულებას დაელოდება. შეუძლებელია, ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა…

მეტი...

“სუიციდის მცდელობა და მიდრეკილება გადამდებია” – ფსიქოთერაპევტი

„ზოგადად, სუიციდის მცდელობა და მიდრეკილება ძალიან გადამდებია, არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტების ფართოდ გავრცელება და რომანტიზირება. ყველაზე მთავარია, დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოზარდს, როგორ შეგვიძლია სწორად დავუჭიროთ მხარი“ – ამის შესახებ კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტმა ბარბარე ჭკუასელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. ფსიქოლოგი თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინცინდენტის შედეგად მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფრაზები, რომლითაც აჭრელებულია ქალაქი, შესაძლოა, გარკვეული სუბიექტებისთვის მსგავსი ფაქტების წახალისებადაც ჩაითვალოს: „ამ თემაზე საუბარი არის ძალიან საფრთხილო, რადგან ნებისმიერი შინაარსი, რასაც ჩვენ მასში ჩავდებთ, შეიძლება…

მეტი...

“ეს არის სისტემური ხარვეზი” – ეკა ტიკარიძე მოზარდის გარდაცვალებაზე

ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამინისტროებს მიმართა და არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად კონრეტული ვადა მისცა. პრემიერის ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე გამოეხმაურა: “ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ემოციური, ვინაიდან მე ვარ მოზარდის დედა. ჩემი შვილიც რა თქმა უნდა, ემოციურია ამ ფაქტის მიმართ. აუცილებლად ვითანამშრომლებ. მივიჩნევ, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი. არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პირს, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია. ამ შემთხვევაში არ არსებობს მთავრობის გუნდი და ოპოზიციის გუნდი, ჩვენ სისტემის წინააღმდეგ ერთად უნდა გავერთიანდეთ,”…

მეტი...

“ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გიპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით” – მიტროპოლიტი გრიგოლი

ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფოთისა და ხობის ეპარქია. მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს. ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს! ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გიპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმავყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით,” – ნათქვამია ფოთისა და ხობის ეპარქიის განცხადებაში.

მეტი...

“არაა დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს საქმინობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, მოზარდებზე და ახალგაზრდებზე ზრუნდა, უნდა იყოს შედეგიანი, რომ თავიდან ავირიდოთ ტრაგიკურლი მოვლენები. „კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით…

მეტი...

მოსწავლეები გაკვეთილზე სანტას ფორმებით გამოცხადნენ (ფოტოკოლაჟი)

თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლა „მთიებში“, დღეს, ყველა მოსწავლე, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, სანტას ფორმებით გამოცხადდა. სკოლაში გაკვეთილები „სანტებს“ უტარდებათ.

მეტი...

ბათუმში, მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქემ საპატრულო პოლიციის მანქანა გაააჩერა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პოლიციელს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს მოქალაქემ გააჩერა და მოულდნელად ცივი იარაღით დაჭრა. მისივე ინფორმაციით, მეწყვილემ აღნიშნული მოქალაქე ადგილზე დააკავა. “მოგახსენებთ ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს, გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა მოქალაქემ, რომელიც მეწყვილეს მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან…

მეტი...

ადვოკატი აცხადებს, რომ სკოლა მიყენებული ზარალისთვის, ლუკა სირაძისგან თანხას ითხოვდა

არასრულწლოვნის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, “მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძისგან ზარალის ანაზღაურებისთვის 300 ლარს ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, 300 ლარი ღირდა ორი დაფა, რომელიც მოსწავლემ დააზიანა. ადვოკატის თქმით, გამომძიებელი აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას არ აპირებდა და ცდილობდა მხარეები მორიგებულიყვნენ. „სკოლა იყო ყველაფრის ინიციატორი. სკოლამ დაადგინა, რომ შესაძლოა ლუკა სირაძის მიერ იყო ქმედება განხორციელებული, სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ფლობდნენ და ადასტურებდნენ არასრულწლოვნის მიერ შესაძლო კედლების მოხატვის ფაქტს და სწორედ სკოლამ, მას შემდეგ, რაც კონსულტაცია მის იურისტებთან გაიარა, მარიანა ჩოლოიანს მოსთხოვა გამოძიების დაწყება, ვინაიდან,…

მეტი...