თადუმაძე ან მიქაუტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღეს დასახელდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან უნდა შეირჩეს და სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას დღეს დაასახელებს. ამ ეტაპისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი სახელდება – ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს. შემდგომ მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ის არც შალვა თადუმაძეს გამორიცხავს და არც გიორგი მიქაუტაძეს. „ჩემი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გუშინ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლეებიდან ერთ-ერთი იქნება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, შალვა თადუმაძე ან გიორგი…

მეტი...

მკვლელი ნივთერება, რომელიც სიკვდილამდე გამომუშავდება – რა დაასხეს პარლამენტში?! – ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმი-ვეტერინარი გიორგი ჩიკვაიძე გუშინ საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს დანაშაულს უწოდებს და იმ ნივთიერების მავნებლობაზე საუბრობს, რაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში მოასხეს. მისი თქმით, “ACD ფრაქცია 2” , რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა 40-იან წლებში შექმნეს, შეიცავს ადაპტო-გენებს, რასაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოიმუშავებს. ამის შესახებ ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერეცციაზე ისაუბრა. „ამ ნივთიერებას პრეპარატს ვერ დავარქმევ, რადგან “ACD ფრაქცია 2“ არის არათუ რეგისტრირებული, არამედ, – აკრძალული ნივთიერება ყველა ქვეყანაში. მას არ გააჩნია ფონი, არც ვიტამინია, არც ანტიბიოტიკი, არის გაურკვეველი სტიმულატორი. როდესაც ვეტერინარიის…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შესაძლოა, დღესვე დასახელდეს

უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დღეს, 16:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დანიშნა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, დიდი ალბათობით, საბჭოს სხდომაზე, დღესვე დაასახელებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მიქაუტაძე გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნა. მასთან ერთად, უვადო მოსამართლედ კიდევ 13 კანდიდატი დაამტკიცეს. ლევან მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე 2047 წლამდე იქნება.

მეტი...