დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად, დატოვეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომა, პროტესტის ნიშნად, დატოვეს. სხდომის დატოვებამდე, ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძემ ბესელიას საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრგიში დარჩა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა კი, დარბაზიდან გასვლის წინ, მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა გაეხსენებინათ, რომ „მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე, „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს“. პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა…

მეტი...

სხდომათა დარბაზში, უცხო ნივთიერება დაასხეს, სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ორმა დეპუტატმა უცხო ნივთიერება დაასხა, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა. ამ წუთებში შესაბამისი წარმომადგენლები არკვევენ ვინ რა ნივთიერება შეიტანა სხდომათა დარბაზში. დეპუტატები “მედიაცენტრ მთავართან” აცხადებენ, რომ უცნაურო სუნი დგას, მაგრამ ვინ რა დაასხა არ იციან.

მეტი...

„მოგიწოდებთ, დღის წესრიგში არ ჩასვათ ის საკითხი, რომელიც ასეთი მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ქვეყანას” – ეკა ბესელია

„მოგიწოდებთ, კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით დღის წესრიგში არ ჩასვათ ის საკითხი, რომელიც ასეთი მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ყველას, პარლამენტს, ქვეყანას, ” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელია პარლამენტს, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, კომიტეტის სხდომა ყოველგვარი პროცედურული დარღვევით ჩატარდა: “რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, კომიტეტის სხდომაც რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა, კენჭისყრაც რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა, კომიტეტის დასკვნა თვალით არავის უნახავს, სხვათაშორის, იმასაც უყარეს კენჭი, ვინც მოხსნა კანდიდატურა, რაც ასევე უკანონობაა. მთლიანობაში თუ შეხედავთ ამ პროცესს, არ ვიცი მეტი დარღვევა რა შეიძლება ჩაიდინო. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც…

მეტი...

გურამ მაჭარაშვილი: აკრძალვა შეეხო კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა

“აკრძალვა შეეხო მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტებს – გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა“ – აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სანამ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდოდა სასესიო კვირაში, შესვენების დროს ან სესიის შემდგომაც, ხშირად გამართულა არა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა არამედ, სხვა კომიტეტის სხდომებიც, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ კრძალავდა არა მხოლოდ საკომიტეტო დღეებში და კვირებში არამედ, სასესიო კვირებში კომიტეტების სხდომების ჩატარებას. „მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება და ვთქვით, რომ სასესიო კვირაში აკრძალვა გავავრცელოთ კანონპროექტების განხილვაზე, გამომდინარე იქიდან,…

მეტი...

“ლელო” ხელისუფლებას მიმართავს, გაათავისუფლონ მათი აქტივისტები

პარლამენტთან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, უკანონოდ დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ავრცელებს. “მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლონ “ლელოს” აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით პარლამენტთან ჩინჩალაძის კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა. “ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ…

მეტი...

დავით მათიკაშვილი: მიმდინარე პროცესი უცხოელი პარტნიორებისგან არის მიჩნეული გამჭვირვალედ და დემოკრატიულად

„ამ პროცესის განმავლობაში არაერთგზის მომისმენია არაერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორისგან, რომ პროცესი, რომელიც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს, არის მიჩნეული ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან დემოკრატიულად და ამის ანალოგი არის მხოლოდ შეერთებულ შტატებში და ისიც არაა პირდაპირი ანალოგი. ევროპაში ასეთი ანალოგი არ არსებობს“, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა. დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები და მათი შეფასებები ობიექტურია. „პროცესს ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები და ყველანი კარგად ხედავენ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან კარგი, რადგან ყველაზე ობიექტური…

მეტი...

კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია

იურიდიულ კომიტეტზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სხდომის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა გაგრძელდა და იურიდიულმა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა, 6 კანდიდატი ჩავარდა. მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

მეტი...

დამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეთა დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ – ზაზა ხუციშვილი “მედიაცენტრ მთავართა” 

მეტი...

“მონა-მორჩილ უმრავლესობას უნდა, საახალწლო საჩუქარი მიართვას ივანიშვილს” – რომან გოცირიძე

“პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოების აზრს, უნდა დაიშალოს,” – ამის შესახებ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა არ არის ლეგიტიმური. მისი თქმით, ეს სამარცხვინო პროცესი უნდა შეწყდეს: “ამ პარლამენტმა ყოველგვარი მორალური, სამართლებრივი უფლება დაკარგა, რომ წარმოადგენდეს ხალხს. პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოების აზრს უნდა დაიშალოს. ოცივე მოსამართლემ უნდა თქვას უარი, უნდა გამოიწვიოს საკუთარი თავი, უნდა შეწყდეს ეს სამარცხვინო პროცესი. ამ მონა-მორჩილ უმრავლესობას უნდა საახალწლო საჩუქარი მიართვას ბიძინა ივანიშვილს. ერთი საჩუქარი, ეს იყო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტიდან…

მეტი...

თინა ბოკუჩავამ, სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა (ვიდეო)

უკიდურესად რთული ვითარებაა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა.  თინა ბოკუჩავამ კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.

მეტი...

„შევინარჩუნოთ სიცოცხლე” პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე” პარლამენტთან კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ. კონტრაქციის მონაწილეებსა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქციის მონაწილეებს შორის, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც. აქციაზე, „შევინარჩუნოთ სიცოცხლემ“ სპეციალური განცხადებაც წაიკითხა, სადაც ისინი კოჰაბიტაციის შეწყვეტას ითხოვენ.

მეტი...

გაწევ-გამოწევა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

ხმაური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

მეტი...

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომლის შესწავლის შედეგად, დადასტურდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის…

მეტი...

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე – თინა ბოკუჩავა სხდომის ჩაშლას შეეცადა (ვიდეო)

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. სხდომაზე ხმაური იყო. პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან​”, თინა ბოკუჩავამ სხდომის ჩაშლა სცადა. 

მეტი...

“ვერ ვხვდები, რა არის მოსალოცი, ეს არის საზოგადოებისთვის ყველაზე საზიანო პროცესი” – ეკა ბესელია

”საზოგადოებისთვის ამაზე საზიანო პროცესი, რაც ხდება, არ ყოფილა და მე ვერ ვხვდები, რა არის აქ მოსალოცი, ან საზეიმო“- ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე ანრი ოხანაშვილის გამოსვლას, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა გაიმართება. ბესელიას თქმით, ასეთი ერთსულოვანი პროტესტი, საზოგადოების ყველა ჯგუფში, სხვა არც ერთ პროცესს არ მოჰყოლია: „არ ვიცი ვინ რას ულოცავთ ერთმანეთს, მაგრამ მე მგონია, რომ ამაზე მძიმე და საზოგადოებისთვის ამაზე სააზიანო პროცესი, რაც ხდება, აქამდე არ ყოფილა. ვერ ვხვდები, არა არის მოსალოცი, მაშინ, როდესაც ასეთი დიდი და ერთსულოვანი პროტესტია ყველა საზოგადოებრივ…

მეტი...

“რაც მეტი ჩავარდება, მით მეტ საფრთხეს ავარიდებთ თავიდან ამ ქვეყანას” – ეკა ბესელია მოსამართლეების არჩევაზე (ვიდეო)

“სამწუხაროა, რომ კანონდარღვევით ხდება დღევანდელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩატარება, რადგან პროცედურულად არ შეიძლება სასესიო დღეს განიხილო ასეთი საკითხი. ეს ძალიან აზიანებს ისედაც დაზიანებულ პროცესს”;  “ვინ მოიწონებს იმას, რომ ამ მოსამართლეებიდან, 16 არის იმ პერიოდში არჩეული, როდესაც ძალადობრივი სისტემა იყო ქვეყანაში, თუ ემიჯნებიან ამ ძალადობრივ სისტემას. ეს ხალხი ვინ არის მაშინ? იმ სისტემას ხომ აკანონებდა?”; “გოჩა ჯეირანაშვილი, პაატა სილაგაძე, თამარ ალანია, მირანდა ერემაძე, შოთა გეწაძე, გიორგი მიქაუტაძე როგორ შეიძლება გავიდნენ. ველოდები, რომ შალვა თადუმაძე თვითონ გაიწვევს თავის კანდიდატურას, ის არ იყო ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი. შალვას სხვა პრობლემები აღმოაჩნდა”; “რაც მეტი ჩავარდება, მით…

მეტი...

პარლამენტთან აქცია დაიწყო – აქტივისტებს შენობის შესასვლელები ბლოკირებული აქვთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელი აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას უზღუდავენ და შეძახილებით “მონა” ხვდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

ვითარება პარლამენტთან ამ წუთებში (ვიდეო)

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება.  საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება. დღის წესრიგის მიხედვით, ამ საკითხზე დილის 10-ის ნახევრიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. არ არის გამორიცხული საკითხი სესიაზე დასამტკიცებულად დღესვე გავიდეს. სესია 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. პარლამენტთან შეკრებილები  დეპუტატებს მოუწოდებენ,  მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა წარდგენილ კანდიდატებს და უარი თქვან წარსულში დაბრუნდებასა და ძალადობაზე. 

მეტი...