„მოსამართლეს სინდისი სუფთა და თავი დამძიმებული უნდა ჰქონდეს, სიის წევრებს კი ორივე დამძიმებული აქვთ“ – კახა წიქარიშვილი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი პარლამენტს მიმართავს, მოსამართლეთა საკითხი ჩააგდოს. ეს  განცხადება წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებს თავიც და სინდისიც ერთნაირად აქვთ დამძიმებული.     „უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მოსამართლე: ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ მოსამართლე შეიძლება იყოს მხოლოდ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მოსამართლეს სინდისი უნდა ჰქონდეს სუფთა და თავი დამძიმებული. თუ მოსამართლეს სინდისი აქვს დამძიმებული არ ივარგებს მოსამართლედ, თუ თავი არ აქვს დამძიმებული, ასევე ის არ ივარგებს მოსამართლედ. არადა, ყველაზე უარესი შემთხვევასთან გვაქვს…

მეტი...

“ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები” – ღარიბაშვილის პასუხი პრეზიდენტს

“ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვოს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ჯართან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია: “ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს, ” – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი…

მეტი...

„დეპუტატებს მოვუწოდებ, არც ერთ მოსამართლეს მხარი არ დაუჭიროს” – ალექსანდრე ბარამიძე

„მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ამ სიაში არც ერთ კანდიდატს, რადგან ისინი, პირველ რიგში, შერჩეული იქნენ დისკრედიტირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელსაც მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი,“ – ამის შესახებ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ – ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბარამიძეს მიაჩნია, რომ შექმნილო მდგომარეობოდან ბოიკოტი საუკეთესო გამოსავალია. “მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ამ სიაში არც ერთ წარმომადგენელს. თუ დეპუტატების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, თუნდაც იმ დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ დარბაზში, არ უნდა მისცენ ხმა არც ერთ კანდიდატს,…

მეტი...

“კანდიდატებმა წარმოაჩინეს სრული უუნარობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შეუფერებლობა” – ალექსანდრე ბარამიძე

”მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სამივე შტოს პირობებში, აღსრულდება მისი ნება“ – ამის შესახებ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ვარაუდით, ხვალ, 12 დეკემბერს, პარლამენტმა შესაძლოა მოსამართლეობის კანდიდატთა დიდი ნაწილი დაამტკიცოს: ”მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სამივე შტოს პირობებში, აღსრულდება მისი ნება. თუ ოცივეს არა, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატები, რაღაც ნაწილს 20-კაციანი სიისა, მაინც დაამტკიცებენ. მოსამართლეების კანდიდატთა მოსმენამ წარმოაჩინა სრული უგვანობა, უუნარობა, და შეუფერებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობასთან. ბევრმა წარმოაჩინა თავი, როგორც შემსრულებელმა ნებისმიერი ხელისუფლებისა. გარდა ამისა,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან 10:30 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

“სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე დაფინანსება გაიზრდება” – არჩილ თალაკვაძე

„2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება: „2020 წლის ბიუჯეტში, გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებისთვის დაფინანსების გაზრდა. 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები;  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლის 1 ივლისიდან იზრდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის…

მეტი...

“ჯარი და იარაღი არ გვაქვს, არც გვექნება” – სალომე ზურაბიშვილი

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება. ზურაბიშვილის მტკიცებით, თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია. “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით,…

მეტი...

პარლამენტთან, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

წუხელ ღამით, საქართველოს პარლამენტთან, განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს და სავარაუდოდ მოძრაობა “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. სამართალდამცველებმა ინციდენტი განმუხტეს და ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს. უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის აპარატში ადამიანის უფლებათა საბჭო იმუშავებს

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს.  პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის პრეზენტაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა. ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს ახალი სტრუქტურა უპირველეს ყოვლისა კოორდინაციის გაძლიერებაზე იქნება მიმართული. „ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით პოლიტიკის…

მეტი...

„უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით’’ – გიორგი გახარია

“მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  პრემიერი დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში. „უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის…

მეტი...

“მეტადონის პროგრამაში უამრავი სასულიერო პირია ჩართული” – მღვდელ – მონაზონი ნარკოდამოკიდებულ მამაოებზე

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია სასულიერო პირების ნარკომოხმარებაზე საუბრობს. როგორც მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩანაცვლებითი თერაპიის, ანუ, მეტადონის პროგრამით საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი სარგებლობს. “შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ქუთაისში, მეტადონის პროგრამაზე რამდენი სასულიერო პირი დადის. სამარცხვინოა, რომ ნარკოდამოკიდებული  სასულიერო პირები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და არავინ სთხოვს პასუხს,“ – განუცხადა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარს“. მღვდელ-მონაზონის განმარტებით, ნარკოდამოკიდებულ სასულიერო პირს ხარისხი უნდა ჩამოერთვას. მისი თქმით, სასულიერო პირის, ერის კაცობამდე დაყვანის შემდეგ, აუცილებელია პრევენციული გზების ძიება. „თუ ადამიანი ნარკომომხმარებელია, აუცილებებლია, მას ხარისხი ჩამოერთვას და არ იყოს სასულიერო პირი. იგი დაყვანილი უნდა იქნას ერის კაცის დონემდე. რა თქმა უნდა, ამის…

მეტი...