„უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოაგროვებენ“ – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლება. „სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ამ სისტემის უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა. ადგილებზე, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული „ბექგრაუნდი“ გააჩნია და პოპულარობით სარგებლობს მა თუ იმ საარჩევნო უბანზე. ეს ინიციატივა უპერსპექტივოდ მიმაჩნია. მართალია, ინიციატორი 11 დეპუტატია, თუმცა 11-ზე მეტი მომხრე ეყოლება, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს“ – განაცხადა დეპუტატმა სიმონ…

მეტი...

ქვემო ქართლში, ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  ინფორმაციით, სულ 20 კუპიურა გასაღდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა“, – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

“საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს” – ოპოზიცია აქციას ქუთაისში იწყებს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს ქუთაისში შეიკრიბებიან. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, გაჩერება არ იქნება. “ქუთაისში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. მსგავსი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრ-აქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს,…

მეტი...