ფოთის პორტში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა

ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა  27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა. ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში” დაბინავდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ამერიკიდან საქართველოში ხორბალი მომავალ წელსაც შემოვა. მისი თქმით, შემოტანილი ხორბლის ხარისხი მაღალია. „მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. ერთი მხრივ, საქართველომ   ხარისხიანი…

მეტი...

იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა

 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა.  “თბილსერვის ჯგუფის” ქონების მართვის სამსახური, მორეცხვის სამუშაოებს თვეში ერთხელ სპეციალური ტექნიკის დახმარებით ახორციელებს, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს. “თბილსერვის ჯგუფის” ქონების მართვის სამსახური ქალაქის მასშტაბით, 54 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 3 საფეხმავლო ხიდის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

მეტი...

თბილისის 116-ე სკოლაში, მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა

თბილისში, 116-ე სკოლაში, შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგადმეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული. საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

“მუდამ გახსოვდეთ საქართველო… სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა”- დავით ზალკალიანი

“შავ ზღვაზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობა”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე – “NATO Engages: Innovating the Alliance“ ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვა მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველო ამ კუთხით აქტიურად არის ჩართული მთელი რიგი პრაქტიკული მიმართულებებით. შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. “ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადგილზე რთული…

მეტი...

„თუ მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს ხელით შეეხო, ის უნდა განიკვეთოს“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

„მოციქულთა 27-ე კანონში ჩაიხედეთ, რასაც მეუფე იაკობი აცხადებს თუ მართალია,  ის განსაკვეთია“ – ეს განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავართან გააკეთა. მამა ანდრიას ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესთვის ხელით შეხება არ ყოფილა. „როგორც მეუფე პეტრე ამბობს, ხელით ჩხუბი და დარტყმა მისი მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ, სხვისი მხრიდან შეიძლება იყო. თვითონ მეუფე იაკობი ამბობს, მე შევეხეო. თუ ის ამბობს რომ დარტყმის მიზნით შეეხო, ერის მოციქულთა 27-ე კანონით, ეს ქმედება განკვეთას ითვალისწინებს. ესეც საეკლესიო კანონის დარღვევაა. იაკობი უნდა განიკვეთოს ამის გამო. თვითონ ამბობს რომ მე ხელით გავიწიეო. მეუფე პეტრეს ეს არც…

მეტი...