აქციებზე დაკავებული 36 ადამიანი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, პროცესი დღეს გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესი წუხელ, 3:00 საათზე დასრულდა. მოსამართლემ 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. 36-ვე დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა. ისინი სასამართლო დარბაზში 6-6 კაციანი შემადგენლობით აჰყავდათ. ამიტომაც, სასამართლო პროცესი შუა ღამემდე გაგრძელდა. მართალია, ამ ეტაპისთვის ყველა დაკავებული თავისუფალია, სასამართლო პროცესი დღესაც გაგრძელდება. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო დღეს,  13:00 საათზე იმსჯელებს. ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი…

მეტი...