კალიფორნიაში, ძლიერი ხანძრის გამო რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა საფრთხეში

ლოს-ანჯელესში გაჩენილი ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საფრთხეს უქმნის. შენობა უკვე დაატოვებინეს თანამშრომლებს. ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები. ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატში ხანძარის ჩაქრობას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.

მეტი...

„პროვოკაციები ყოველთვის იყო, ალბათ, ასეც გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მამა დავითთან

სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ისაკაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიან პროცესებზე საუბრობს. მამაო დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროცესები საპატრიარქოზე შეტევაა და ის ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.   რუბრიკაში „ინტერვიუ მთავართან“ დეკანოზი აცხადებს, რომ დღევანდელი სინოდის სხდომა, ეკლესიასთან დაკავშირებით ბოლო, ხმაურიანი პროცესების გარდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავს.   „მედიაცენტრი მთავარი“: მამა დავით, რას იფოქრობთ ინიციატივაზე, რომელიც  საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ეხება? მამა დავით ისაკაძე: საეკლესიო სასამართლოს აღგდენის ინიციატივას მივესალმები, თუმცა ჩვენთან არსებული ზნეობრივი კომისია  ფაქტიურად, იგივე საქმეს ასრულებს, რასაც საეკლესიო სასამართლო.  ზნეობრივი კომისია გარკვეულ წილად მუშაობს, მაგრამ, გვინდა, უფრო კარგად იმუშაოს,…

მეტი...

“არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები” – არჩილ თალაკვაძე

“არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც შეწყალების პროცედურისა და კრიტერიუმების დახვეწის შესახებ იმსჯელეს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შედგა და ის საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა. „საქართველოს პრეზიდენტმა მოგვმართა კონსულტაციის მიზნით, რათა შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მოსაზრებები. დღეს მას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლოა, მოხდეს მომავალში შეწყალება. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის…

მეტი...

“მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის, ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს” – ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალებამ ყველა შეძრა და მომხდარმა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კიდევ უფრო გაამძაფრა. საზოგადოება ერთხმად მოითხოვს, გამკაცრდეს რეგულაციები აზარტულ თამაშებთან მიმართებაში. ამ აზრზეა ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე.  ფანჯიკიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გავრცელდეს ასაკობრივ ჯგუფებზე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდებისთის. “ყოველდღე საგანგაშოდ იზრდება ლუდომანიის (აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა) რიცხვი. დაავადება იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოდგენა შეუძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში გაუცნობიერებელ ხალხს. გარდა იმისა, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გავრცელდეს ასაკობრივ ჯგუფებზე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის, ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს და ა.შ. უნდა…

მეტი...

პარლამენტმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება განახორციელა. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარდგენილ შეთანხმებას. შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს და ამავდროულად, ორივე მხარეს გაცვლილი ექნება შეტყობინება მათ მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების დადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებას შეწყვეტს 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება.…

მეტი...

ცნობილია, რა რაოდენობის შემოწირულობა მიიღო “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოქტომბერში

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბერში 200 ათასი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 150 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის სამი კომპანიაა – შპს „თეზი“ (50 ათასი ლარი), „გ ენდ კ ტექნოლოგი“ (40 ათასი ლარი) და შპს „ბილდი“ (60 ათასი ლარი). ოპოზიციურ პარტიას კი, თანხა მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა ჩაურიცხეს. შემომწირველთა შორის რამდენიმე დეპუტატია – რომან გოცირიძე (3 ათასი ლარი), სალომე სამადაშვილი (3 ათასი ლარი), მამუკა ჩიქოვანი (10 ათასი ლარი); საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი (9999 ლარი), ასევე განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინისტრი დიმიტრი შაშკინი (20 ათასი ლარი).

მეტი...

“მხოლოდ საგზაო პროექტების დასრულებისა და ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ გაიზრდება პარკირების ჯარიმა” – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის მიზეზი, არასწორი პარკირების პრევენციაა. „პარკირების ჯარიმა გაიზრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმდინარე მასშტაბური საგზაო პროექტები დასრულდება და სრულად განახლდება ავტობუსების პარკი. ჯარიმის გაზრდა თვითმიზანი არ არის. ჯარიმა პრევენციის ინსტრუმენტია, ქალაქში არასწორი პარკირებების რაოდენობის შესამცირებლად. მაგალითად, ზონალური, საათობრივი პარკირების პირობებში ათლარიანი ჯარიმით ამ პრევენციულ მიზანს ვერ მივაღწევთ, რადგან დღეს ამ სერვისით სარგებლობა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმაა”,- განაცხადა, ბექა დავითულიანმა.

მეტი...

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ​როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს. „პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას, მაგრამ გადავდეთ. გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ ყოველთვის სჯობს, განმეორებით ჩავატაროთ ანალიზები. დღეს არ იყო ამის სიტუაცია. ალბათ ერთ კვირაში გავაკეთებთ განმეორებით ანალიზებს, რომ დავაკვირდეთ. ამ ეტაპზე პატრიარქი არის მისთვის ჩვეულებრივად, კარგად“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის…

მეტი...

სამ თვეში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა – სტატისტიკა

2019 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 2176 დაშავდა. მონაცემებს შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამი თვის განმავლობაში საქართველოში 11 349 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათგან 1 544 შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. ყველაზე მეტი, 6 225 ავტოსაგზაო შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 816 შემთხვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 105 შემთხვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება  – 81 შემთხვევა; დისტანციის დაუცველობა – 78 შემთხვევა; ქვეითების გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 56 შემთხვევა; მოხვევის მანევრი –…

მეტი...

“პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა” – ნინო ჯღარკავა

“პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პატრიარქთან ახლა ექიმები იმყოფებიან. “პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა, ამ წუთებში მასთან ექიმები იმყოფებიან, ხვალ სინოდის სხდომაა! დარწმუნებული ვარ კარგად იქნება! უფალო შეეწიე”, – წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი გაციებულია. „პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება“, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავა.

მეტი...

პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს

საზოგადოებრივი მაუწყებელმა უარი განაცხადა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას. “მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი…

მეტი...

“ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები ვერ გაუმკლავდებიან” – მაია ბუწაშვილი

საზოგადოების ინფორმირებულობისა და მაღალი ჩართულობის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისში საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს. ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორის, მაია ბუწაშვილის თქმით, ტუბერკულოზთან ბრძოლაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ინსტიტუციის წევრები და მოქალაქეები უნდა ჩაერთონ. “ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა, ე.წ. მულტიდისციპლინარული მიდგომა. ყველა უნდა ჩაერთოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რადგან ადამიანები უჯერებენ თავიანთ მასწავლებლებს, მედიაში გაგონილს, შესაბამისად, ჩვენ ვაცნობთ დაავადების სიმპტომებს, გადაცემის გზებს და ვთხოვთ დახმარებას, რომ მასიურად გაავრცელონ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა. ქვემო ქართლი საქართველოს იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობაში ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

თბილისსა და ქვემო ქართლში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა

საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სიჩქარის კონტროლის სექციები შემდეგ ადგილებზე ამოქმედდა: 1. ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესისმოედანი) 3+200 კილომეტრიდან – ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა(გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60კმ/სთ). 2. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150კილომეტრიდან – ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა(ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ). 3. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150– თბილისი გლდანის გადასახვევი 11…

მეტი...

“დაწესდეს 320 ლარიანი მინიმალური ხელფასი” – პროფკავშირები პარლამენტს მიმართავს

საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, ხოლო საჯარო სექტორში 135 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. კანონპროექტის მიხედვით კი, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და ავტორების განცხადებით, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. “კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა თაჩან ილდემს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თანამედროვე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის…

მეტი...

“ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია” – მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლის განცხადებით, წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. მისი თქმით, ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალინდელ სინოდის შეკრებაზე. „დღევანდელი ღონისძიების გამო, შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. სირთულეები არსებობს და ალბათ ეს გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქედან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთვად ცხადია, მისი შედეგები და გავლენები უკვე აღიბეჭდება არამარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ მოსახლეობაზე მათი კონფესიის მიუხედავად. ხვალინდელ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, –  განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთში, სადაც ახალი…

მეტი...

“მთაწმინდის პარკში ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ მის ლექტორებს” – რომან გოცირიძე შალვა თადუმაძეზე

გენერალური პროკურორის უმაღლესი განათლება უკვე თითქმის ერთი თვეა, აქტიური განხილვის თემაა. დეპუტატი რომან გოცირიძე, ამჯერად საჯაროდ გამოჩენისკენ პროკურორის ლექტორებს მოუწოდებს და კურსელების მსგავსად, მათაც რესტორანში ეპატიჟება. “ახლა თამასა ავწიე უფრო მაღლა, როდესაც არ გამოჩნდა მისი არცერთი კურსელი, ახლა სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები, ოღონდ მის ლექტორებს. მთაწმინდის პარკში ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ მის ლექტორებს, თუკი ასეთი აღმოჩნდა ერთი მაინც,” – განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნოვისთვის, დეპუტატი რომან გოცირიძემ, ყველა ის ადამიანი, ვინც მას შალვა თადუმაძის მსგავს დიპლომს უჩვენებდა, სახინკლეში დაპატიჟა. ხინკლისა და სახინკლის თემა კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო…

მეტი...

სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის, მიმდინარე წელს 152 პირი დააკავეს

2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი დააკავეს, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, შსს შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ. “შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა,…

მეტი...

“ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება. მისი თქმით, პროექტის მეპატრონეების მოლოდინი გადაჭარბებულია. „დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. პროექტის მეპატრონეებს მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. არ არის გათვალისწინებული გეოპოლიტიკური ინტერესები. ისტორიულად, როდესაც სადმე ახალი სავაჭრო გზა იჭრებოდა მას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ვიდრე პროექტის განხორციელების პროცესი. აქ ეძებენ დამნაშავეებს, ვინ ვის დააბრალოს, თორემ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ის ციფრები, რომელიც არ იძლევა არაფრის საშუალებას“ – განაცხადა…

მეტი...

“ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსთვის მებრძოლები” – გამოფენა: “რესპუბლიკის მხედრები”

2 ნოემბერს, 14:00 საათზე, ახალგაზრდობის სასახლეში, გამოფენა გაიმართება, რომელიც  1918-1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მებრძოლებს და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციას  ეძღვნება. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა, თამარ ბელქანიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯარის და სახალხო გვარდიის არტეფაქტები, იარაღი, დროშები, ინფორმაცია უცნობ მებრძოლთა შესახებ, გრაფიკული მასალა. მისი თქმით, პირადი ნივთები ხელშესახებს გახდის ისტორიას, რომელიც ბოლშევიზმის პერიოდიდან მიზანმიმართულად ყალიბდებოდა. „გამოფენისთვის შეირჩა 1918-1921 წლების მთავრობის სასახლის შენობა, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მდებარეობდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი. სამხედრო მუზეუმი ეროვნული პროექტია, რომელიც პატრიოტული აღზრდის, სამხედრო ისტორიის დეტალური კვლევის და განათლების მძლავრი კერა უნდა…

მეტი...

ტაქსის მძოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს, პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ნიჟარაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი ნიჟარაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდეგ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი განცხადებით, 65 წლის ტაქსის მძღოლმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა, ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა. “იმ მომენტში რაც მჭირდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა. ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს”, – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ სასამართლო პროცესზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულს…

მეტი...

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა, სავარაუდოდ წლის ბოლოდან ამოქმედდება

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება, თუმცა გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება.   როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ახალი ავტობუსების ჩანაცვლება, სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისამდე გაგრძელდება.  „პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ჩვენ  ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ეს პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. ახალია ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.  შეგახსენებით, რომ…

მეტი...

„სირცხვილია, ეს სიკვდილის ინდუსტრიაა“ – მერმა, აზარტულ თამაშებში „პორშე“ მოიგო

ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ “ლიდერბეთის” გათამაშებაში, „პორშეს“ მარკის ავტომობილი მოიგო. მერის აზარტულ თამაშებში ჩართვას პარლამენტის დეპუტატმა სამარცხვინო უწოდა და სხდომა დატოვა. “მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს” მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე. სანამ ეს სივრცე-ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცეები მოხდება ჩვენს ქვეყანაში” – განაცხდა   პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. შეგახსენებთ, რომ მერმა აზარტულ თამაშებში ავტომანქანა გუშინ მოიგო. მას რომ 48 ბილეთი ჰქონდა შეძენილი. “ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს. ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი დეკლარაცია, რა მაქვს და რა…

მეტი...

ჟიული შარტავას ბიუსტი, თბილისშიც განთავსდება

საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც  განთავსდება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე  მისი მოადგილე სოფიო ხუნწკარია იმუსავებს. „2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და  ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის…

მეტი...

“ვერცხლმოყვარეობა, უღირსი ცხოვრების წესი შეუფერებელია სასულიერო პირისთვის. წმინდა სინოდს ვთავაზობ, იმსჯელონ საეკლესიო სასამართლოს აღდგენაზე“

წმინდა სინოდის სხდომამდე 1 დღით ადრე, ორგანიზაცია”ერი და სახელმწიფო” ინიციატივას აყენებს, სინოდმა 2 მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხი განიხილოს. ერთი – საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და მეორე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოზიციის შემოღება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადეობის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. „15 მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც  საეკლესიო სასამართლო არ გააჩნია. საეკლესიო სასამართლო იყო კირიონ მეორის დროსაც და ბოლშევიკების დროს, ამბროსი ხელაიას პატრიარქობისას გაუქმდა. საეკლესიო სასამართლოს აუცილებლობა დღეს არსებულმა ვითარებამ მოიტანა. კერძოდ იმან, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი უღირსად იქცევა. ვერცხლმოყვარეობა, უღირსი ცხოვრების წესი შეუფერებელია სასულიერო პირისთვის. ამიტომ, წმინდა სინოდს ვთავაზობ, იმსჯელონ საეკლესიო სასამართლოს…

მეტი...

პარიკერიბის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.  როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა. „პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. პარლამენტს დასამუშავებლად კანონპროექტი წარვუდგინეთ. მივმართეთ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერა და ჯარიმის ოდენობა გაგვეზარდა. გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ჯარიმა ორმოცდაათ ლარამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა…

მეტი...

ტაქსის მძღოლები, ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან ორ კატეგორიაში გათავისუფლდებიან

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.  “პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის ტაქსის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს…

მეტი...

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას” – გიორგი გახარია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. ინსპექტორების მოვალეობა, სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რეფორმირების გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. მისი თქმით, ინსპექტორის სამსახური დღეს აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით. „დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს, პირდაპირ, ღიად წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი იქნება გიორგი გახარიას განცხადებით, ინსპექტორის სამსაურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, საზოგადოებაში, სამართალდამცავი…

მეტი...

გენერალური პროკურორის განცხადებით, მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, თუმცა, თუ მეუფეს ფაქტები გააჩნია, შეუძლია, შესაბამის უწყებას მიმართოს. „სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იმ განცხადების შესაბამისად იწყებენ, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი,  საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა“ – განუცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, თუ ვინმეს ფაქტები გააჩნია, იცის, ამ…

მეტი...

“ჩემი დიპლომი ნამდვილია” – შალვა თადუმაძე

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მისი დიპლომი ნამდვილია და ამას განათლების ხარისხის ცენტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია ადასტურებს. მისივე თქმით, პოლიტიკურ „ბოდვებზე“ დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს. „ჩემმა წარმომადგენელმა სხვებთან ერთად მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მეტი...

სექსუალური ძალადობის მცდელობით დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს პროკურორს შეხვდება (ექსკლუზივი)

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს, პროკურორს შეხვდება. როგორც „მედიაცენტრი მთავარისთვის“ გახდა ცნობლი, დაზარალებული მხარე იმ დამატებითი მტკიცებულების გაცნობას ითხოვს, რაც ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა. თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა „მედიაცენტრ მთავართან“ შეხვედრას ადასტურებს თუმცა,  ამბობს, რომ ზუსტი დრო, ამ ეტაპისთვის, უცნობია. „ჯერ, შეხვედრის დრო შეთანხმებული არ გვაქვს, ეს დამოკიდებულია პროკურორის  გრაფიკზე. როგორც ეცლება, მის მიხედვით. შეხვედრის მიზანია მასალებიც გაცნობა. ჩვენ თვითონ გვაქვს სურვილი შეხვედრის და იმ მასალებს გაცნობის, რაც ამ დროისთვის, პროკურატურამ დამატებით მოიძია. საუბარია დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც პროკურატურას უნდა მოეპოვებინა, საგამოძიებო პროცესში…

მეტი...

„ეკლესიის საქმეებს ტელევიზიებში კი არ უნდა არჩევდნენ, საეკლესიო სასამართლო უნდა იხილავდეს“  – დეკანოზი

ბოლო პერიოდში, საპატრიარქოსთან არსებულ დაპირისპირებასა და სასულიერო პირების მხრიდან ბრალდებებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დადგა საეკლესიო სასამართლოს ფუნქციონირების საკითხი. სასულიერო პირები აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან და „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებენ რომ ის საკითხები, რაც ეკლესიას უკავშირდება, ტელევიზიებსა თუ ქუჩაში არ უნდა ირჩეოდეს.   როგორც დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა, საეკლესიო სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, საეკლესიო საქმეები ტელევიზიაში აღარ განიხილება.  “საეკლესიო სასამართლო უნდა იყოს. ეკლესიის შიდა საქმეები ტელევიზიაში კი არ უნდა განიხილებოდეს, საეკლესიო სასამართლო უნდა იხილავდეს. ბუნებრივია, ამ ინიციატივის მომხრე ვარ. დღეს, ეპისკოპოსი, ვისაც უნდა იმ მღვდელს რომ სჯის, საეკლესიო სასამართლოს შემთხვევაში, ასე არ იქნება”, – განაცხადა…

მეტი...

“სინანულის ჯერია, მეუფე რომელიც იგინება, დროა, მონასტერში წავიდეს” – მღვდელ-მონაზონი

“ზედმეტად ამბიციური განცხადებები, რომელიც მღვდელმთავარს არ ეკადრება”, – ასე აფასებს მღვდელ-მონაზონი, ანდრია სარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს. დეკანოზი მეუფე პეტრეს ნათქვამს იზიარებს და ამბობს, რომ დროა, მეუფე იაკობმა ცოდვები მოინანიოს და მონასტერში წავიდეს. “მეუფე პეტრემ კარგი კვალიფიკაცია მისცა მეუფე იაკობს – სინანულის ჯერია, დროა მონასტერში წავიდეს. მე სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, მინიმუმ, ბოდიშს კი არა, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს”, – განაცხადა დეკანოზმა.  დეკანოზის თქმით, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. “მეუფე პეტრეს, პირველ რიგში, სიმართლის ეშინია, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. მეუფე პეტრე ამბობს,…

მეტი...

“2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების ასლს ვდგამდი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარება მისი დაწყებულია. „2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ…

მეტი...

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.  სასულიერო პირები რამდენიმე დღეა სინოდის სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ამასთან, მისი თქმით, სინოდმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. „დროთა განმავლობაში, რასაც მე  ვუყურებ, თუ სინოდის კრებაზე ეს არ იქნება შეფასებული, სავალალო შედეგებამდე მივალთ. პირველ რიგში, თავის არიდებას კი არ უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია, სხვადასხვა პირების გამოგზავნას, თავის შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიად უნდა აფიქსირებდეს, რომ არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება შიგნითვე განსჯა და საბოლოო წერტილის დასმა“, – აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...