20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დაკავებულებთან დაკავშირებით გაცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – მამუკა ჭელიძემ გააკეთა. „დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული გ.ჯ. რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში; 1990 წელს დაბადებული თ.დ. რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი…

მეტი...

“დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები, ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან” – თიკა ჯამბურია და დედა ხელწერილით გაათავისუფლეს  

გენერალ ელგუჯა ჯამბურიას შვილი, მომღერალი თიკა ჯამბურია, გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში, დაკავების მიზეზებზე საუბრობს და მომხდარ ფაქტს აღწერს. „პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით… მეორე რიგში, მინდა, მოგიყვეთ რა მოხდა … ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა, ვცდილობ, არ წავიკითხო, ფიზიკურად, ნერვები არ მაქვს. მოკლედ, მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია “პანორამა თბილისის” მშენებლობას . აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო. ამიტომ, მანქანას ფიზიკურად ვერსად ვერ ვაჩერებთ. აქედან გამომდინარე, ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც…

მეტი...