შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დღეს გახდება ცნობილი

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პარტიის წევრი ხატიას დეკანოიძე პარლამენტში შესვლას ემხრობა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სრულად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. “უახლოეს პერიოდში მე თვითონ წარმოგიდგენთ ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჩვენ სრულფასოვნად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში – ასეთია ჩემი პოზიცია, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიმართულებით, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგია გუნდური უნდა იყოს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მეტი...

პენტაგონი მზადაა, უკრაინის დასაცავად ევროპაში 8 500 სამხედრო განათავსოს

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით მორიგი აგრესიის შემთხვევაში, პენტაგონი მზადაა, 8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში განათავსოს. მართალია, ამ ეტაპზე ჯარის გადაყვანის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა, ამერიკელი სამხედროები სრულ სამზადისში არიან. “თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით, გაძლიერებულ მზადყოფნაში დაახლოებით 8 500 ჯარისკაცია. შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ, რათა მათ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს უპასუხონ“ – აცხადებს პენტაგონის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი. აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი საბრძოლო ძალების განთავსების შესაძლებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც განიხილავს.

მეტი...

„კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, საპანიკო არაფერია და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. საპანიკო არაფერია,“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, პარალელურად, უკრაინის შეიარაღება და თავდაცვა ძლიერდება. უკრაინის დასაცავად მზადაა პენტაგონიც.  

მეტი...

უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია იწყება

უკრაინას დიპლომატებისა და მათი ოჯახების ნაწილი ტოვებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ოთხმა ქვეყანამ  თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების  წევრების ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით სურვილი გამოხატა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, დანარჩენი ქვეყნები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები, ამ ეტაპზე, პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ. შეგახსენებთ,…

მეტი...

სენაკში სახლი დაიწვა

სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, სახლს ხანძარი გაუჩნდა. რადგანაც სახლი ხის იყო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და დაიწვა. ხანძრის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.   ხანძარი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ქუჩაზე გაჩნდა.

მეტი...

საქართველოსთვის ტურისტულად პირველ ადგილზე არაბული ქვეყნებია

ტურისტული თვალსაზრისით, საქართველოს ყველაზე მიმზიდველი გალფ-ის ქვეყნებისთვისაა. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა  ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩვენთან ტურისტების 65% სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის. „საქართველოსთვის ნომერ პირველი ტურისტული ქვეყანა არს გალფის ქვეყნები. სწორედ არაბული ქვეყნებიდან მოდიან ჩვენთან ძირითადად ტურისტები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთში, საქართველოს ტურიზმის 60-65% სწორედ გალფის ქვეყნებზე დგას. არსებული სეზონი თბილისისთვის ყოველთვის დაბალი აქტივობის სეზონად ითვლებოდა და ასეა ახლაც. ძირითადად ეს პერიოდი დატვირთული იყო კონფერენციებით, თუცა პანდემიის გამო, კონფერენციები არ იმართება და შესაბამისად, აქტივობაც დაბალია“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, მიმდინარე თვე თბილისისთვის მინიმალურად…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მეუფეს საკუთარ ეპარქიაში შინაპატიმრობის შეთავაზებისთვის მადლობას უხდის   

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი მეუფე ნიკოლოზს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არანაირ პატიმრობას არ იღებს, მისი ამოცანა მხოლოდ თავისუფლებაა. “ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე“. ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე…

მეტი...

„უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის სისხლიანი იქნება“ – ბრიტანეთის პრემიერი

რუსეთის სამზადისს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეხმიანება. ბორის ჯონსონის შეფასებით, თუ ეს მოხდება, რუსეთი ახალ ჩეჩნეთს მიიღებს. მისივე შეფასებით, ეს რუსეთისთვის იქნება მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი. „უკრაინის საზღვართან რუსეთის 60 საბრძოლო ჯგუფი იმყოფება, რომლებიც მზად არიან ელვისებური დარტყმის განსახორციელებლად. კრემლმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება“ – აცხადებს ბორის ჯონსონი. პრემიერის ინფორმაციით, ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტზე მუშაობს და პარალელურად უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდის.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის ქმედებებს გმობს და უკრაინას ამხნევებს

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს, ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის. „საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისკენ და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მისი „სადამსჯელო ოპერაციის“ კადრების გამოქვეყნებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხელ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და სრული ვიდეოკადრების გამოქვეყნებას ითხოვს რომელიც გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მის იძულებით ეტაპირებას ეხება. „მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს. ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“ – წერს  მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი დედამ მოინახულა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი, ნევროლოგიური პრობლემა ისევ რჩება. „სიმპტომების გათვალისწინებით, რაც მას აქვს და ეს არის ნევროლოგიური სიმპტომები, ის ვერ გრძნობს თავს კარგად. მან თავადაც თქვა ჩემი დაავადება აქ არ განიკურნებაო. ეს ყველაფერი რჩება, ასევე არის ფაქტი რომ ექიმებს არ უშვებენ, რაც ჩემთვის აუხსნელია. პარლამენტარებს უშვებენ, ოჯახის წევრებს უშვებენ და რატომ არ შეიძლება ექიმები არ შევიდნენ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო და ისწავლეს საქართველოში დასვენება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ტურიზმის სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში რეგიონები საკმაოდ დაიჩაგრა. მისი შეფასებით, ამ პერიოდში დადებითი მხოლოდ ის იყო, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოში დასვენება. „ყველაზე კარგი, რაც რეგიონებში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოხდა, არის ის, რომ ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო და ქართველებმა ისწავლეს საქართველოში დასვენება. რეგიონების 70% დამოკიდებული გახდა ქართველ მომხმარებელზე, რაც ადრე ნამდვილად არ ხდებოდა. რეგიონებში ადრე მხოლოდ 25-30% იყო ადგილობრივი მომხმარებელი. ახლა კი ქართველო მომხმარებელი რეგიონებში 70%-მდეა“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვსდასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად. „მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია…

მეტი...

„40%-იანი პერსონალით მოგვიწია ტურისტების გამასპინძლება, რამაც ცუდი შედეგები მოგვცა“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ტურიზმის მხრივ 2021 წელი შეაჯამა და მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა, როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, შეცვლილია ვიზიტორთა ხარისხი და ძირითადი მოთხოვნა ბრენდულ დ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზეა. „ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა 2021 წლის მაისში დაიწყო და დატვირთულობის კოეფიციენტი 30%-მდე ავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით სექტორის დიდი სიხარული იყო. ივნისმა კი 50%-იანი დატვირთვა გვაჩვენა, რაც დიდ გამოცოცხლებას ნიშნავს. ივლისში კი იმდენი სტუმარი შემოგვივიდა, გაჩერებულმა სექტორმა თითქმის ვერ მოახერხა ამ სტუმრების მომსახურება.  40%-იანი პერსონალით მოგვიხდა ამ სტუმრების გამასპინძლება, რამაც საკმაოდ ცუდი კომენტარები გამოიწვია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ამისი მთავარი…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ  აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კოორდინირება საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ფარგლებში მოხდება. “როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტს პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა წარადგინეს.

მეტი...

პრეზიდენტის შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა  „ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელ, ეკა გიგაურთან, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ, ეკა ბესელიათან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა გიგაურმა განაცხადა,  ამ ფორმატის მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს, რომელიც „ჩვენს წარსულს და აწმყოს შეეხება“. „განვიხილეთ მთავარი საკითხები, რომელიც უკავშირდება იმას რატომ ვართ იქ, სადაც ვართ, რა შეცდომები დაუშვია ქართულ საზოგადოებას და ზოგადად, რა ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რა უნდა…

მეტი...

“2019 წელთან შედარებით, ტურიზმი საქართველოში 79%-ით შემცირებულია” – შალვა ალავერდაშვილი

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ტურიზმის როლი 2019 წელთან შედარებით,  2021 წელში 79%-ით შემცირებულია. როგორც მან “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბუმი დაიწყება. “2020 წელს ტურიზმი არ არსებობდა. 2021 წელი აღდგენის წლად შეიძლება ჩაითვალოს. 2022 წელი იმედი გვაქვს, რომ უკეთესი იქნება. ვნახოთ, ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული. როგორც კი პანდემია დამთავრდება, ტურიზმის ბუმი დაიწყება. ბევრი ტურისტული კომპანია გვიკავშირდება და პანდემიის დასრულებას ელოდება”, – განაცხადა ალავერდაშვილმა. გარდა ამისა, შალვა ალავერდაშვილმა კოვიდსასტუმროებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე სასტუმრო კოვიდსასტუმროებად გადაკეთდა და ყველა დატვირთულია. “სახელმწიფოს რამდენიმე კოვიდსასტუმრო აქვს აღებული.…

მეტი...

“ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა” – ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს. როგორც ბასილაშვილი  წერს, დეტალებზე საუბარი არ სურს. „მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი…

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. „ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და უკვე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ქუჩამდე მოძრაობა გადაკეტილია და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი სრულად მოწესრიგდება. გამზირზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო – ჩავარდნილი იყო მონაკვეთები და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გაივლის, ისე დავიწროებულია ტროტუარი და იმდენად…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის საელჩოდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ  ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მათიე ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საელჩოს პერსონალის დაახლოებით ნახევარი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდება. ამასთან, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრიტანელი დიპლომატებისთვის კონკრეტული საფრთხე არ ყოფილა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. აშშ კი იუწყება, რომ რუსეთი უკრაინაში “ნებისმიერ დროს” შეიძლება შეიჭრას, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ დრომდე ადგილზე რჩება.

მეტი...

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე – დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე უკვე წარუდგინა. ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე დეპუტატებმა არჩევანი აღნიშნულ ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება. ბიუროს სხდომაზე კანდიდატების წარდგენის შემდეგ იგეგმება საკომიტეტო განხილვებიც.

მეტი...

პრეზიდენტი ეკა ბესელიას, ეკა გიგაურს, ნინო წილოსანს და ანა ნაცვლიშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერს, ეკა ბესელიას და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და მართლმსაჯულების საკითხი იქნება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია. „არ ვიცი, რა ფორმატია ეს და რა საკითხები იქნება განხილული. ლოგიკურად ვხვდები და ეს ინფორმაცია მაქვს, რომ ეს არის ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. ჩემი მხრიდან არის გასათვალისწინებელი ის, რომ საზოგადოებას სწორი მოლოდინები შევუქმნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ის,…

მეტი...

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები მთავრობის შეთავაზებას არ ეთანხმებიან

თბილისის ზღვაზე მდებარე ყოფილი სანატორიუმ “ქართლის” მცხოვრებლები დევნილები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით მიმართავენ. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზება პრობლემის მოგვარების მექანიზმს არ წარმოადგენს და სამუშაო ფორმატში დიალოგის გაგრძელებას და შეხვედრის​ ჩანიშვნას ითხოვენ. “თქვენი უწყების მხრიდან წარმოდგენილი შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების რეალურ მექანიზმს. ამიტომ, ჩვენ სანატორიუმ “ქართლის“ მცხოვრებლები გამოვდივართ შემხვედრი წინადადებით, გთავაზობთ გამოსავლის გზებს და მოვითხოვთ შემდეგს: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უმოკლეს ვადაში, თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში მოახდინოს ბინების შესყიდვა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები ყველა მოსახლისთვის და გადმოგვცეს, ან შეიქმნას რეალური მექანიზმი, რომ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ როგორმე არეულობა და დაპირისპირება მოაწყონ” – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ როგორმე დესტრუქცია, არეულობა, დაძაბულობა და დაპირისპირება მოაწყონ, თუმცა, ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რაც არ უნდა ეცადონ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. კახა კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის დესტრუქციული ძალა და შეუძლებელია რაიმე შეფასებები გააკეთო ამ ძალასთან მიმართებაში. „იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, „ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე და თუ რას გააკეთებენ, ამაზე დავხარჯო დრო. გაუგებარია მათი პოზიციები. ერთ დღეს ასეა, მეორე დღეს ისეა, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამენ. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.…

მეტი...

“ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განმარტებით, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე. მისივე თქმით, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის გამო შესაძლებელია კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს. “პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,”- აცხადებს…

მეტი...

“სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება. „მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას ცხადია აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს “სასამართლო პროცესებში”, ბრჭყალებში იმიტომ, რომ ცხადია ეს არ არის სასამართლო პროცესები და მისთვის მნიშვნელოვანი არის ქართველ მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან საუბარი, თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზიდან,” – განაცხადა ადვოკატმა.

მეტი...

კორონავირუსი 4 მინისტრს დაუდასტურდა

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია დაუდასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.

მეტი...

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღოს. ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება. „მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით. საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ…

მეტი...

“მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. მისივე თქმით, დოკუმენტის მიზანი სახელმწიფოსა და საზოგადოების ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთეებისგან დაცვაა. “დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთეებისგან. სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობაზე”,-განაცხადა ირაკლი…

მეტი...

“იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაინც მაღალია” – ირაკლი რარიბაშვილი

“იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია, ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. „ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი…

მეტი...

“სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

“მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, მას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს უკვე დარჩენილი პრობლემები. “მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმის ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემა, ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, ერთი ეს არის – დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის…

მეტი...

თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია!

PSP-ში თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით; თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს, ამასთან აუცილებელი არ არის სრულად აითვისონ ვაუჩერით განსაზღვრული 500 ლარი. PSP სოციალური პროექტების მუდმივი მხარდამჭერია, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ლარიან მედიკამენტების მიწოდებას სოციალურად დაუცველ პირებზე PSP წელიწადზე მეტი სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებდა პროგრამის…

მეტი...

“ქართული კულტურის ცენტრის აშენების მიზნით  შევქმნით სამთავრობო კომისიას” – ირაკლი ღარიბაშვილი

“როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პროცესში მისი უწმინდესობის როლს. „მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკომოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში…

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 987 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 949, აჭარაში – 651, იმერეთში – 896. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში – 385, აჭარაში – 137, იმერეთში – 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი,  მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 55, იმერეთში – 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 658 – აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –…

მეტი...