რობეტ ფიცო აცხდაებს, რომ სამხრეთ კორეაში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის აშენების გეგმას განიხილავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობეტ ფიცო აცხდაებს, რომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს სლოვაკეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის აშენების გეგმას განიხილავს.

სლოვაკეთი Jaslovske Bohunice-ის ქარხანაში 1 200 მეგავატამდე სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

ფიცო იმედოვნებს, რომ სამხრეთ კორეაში მისი ვიზიტი უფრო მეტად გამოკვეთს კონტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კორეა შეიძლება, იყოს პოტენციური პარტნიორი ამ მიმართულებით. მისივე თქმით, სლოვაკეთის მთავრობა ამერიკელ და ფრანგ სპეციალისტებთანაც ისაუბრებს.

„სამხრეთ კორეა არის ქვეყანა, რომელთანაც მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს, ეს ქვეყანა სლოვაკეთში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაური სამხრეთ კორეაში ხვალ მიემგზავრება.

 

მსგავსი თემები