„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“– ტრამპი პუტინსა და ზელესნკისთან ურთიერთობაზე

ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტობს კანდიდატი, დონალდ ტრამპი ხვდებიან. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ტრამპის ამბობს, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და იმედი აქვს, რომ სწრაფად მიიღებენ რაიმე სახის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ, მისი აზრით, ტრამპთან თავად უფრო კარგი ურთიერთობა აქვს.

„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“– უპასუხა ტრამპმა ზელენსკის.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

მსგავსი თემები