,,რუსეთი უკრაინასთან ომში ვერ გაიმარჯვებს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ვერ გაიმარჯვებს.

„ჩვენ უნდა გავამყაროთ უკრაინის პოზიცია ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დღეს მე სიამაყით ვაცხადებ ახალი 2.4 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების პაკეტის გამოყოფის შესახებ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე უნდა დაეხმარონ და გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმები.

მსგავსი თემები