ბათუმში, მანქანის გაჩერების გამო, მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მსგავსი თემები