,,ხელის ჩამორთმევა, თუ ვახშამი, რაც იყო” – კობახიძე ბაიდენთან გაუქმებულ მიღებაზე

პრემიერი კობახიძე ბაიდენთან მიწვევის გაუქმებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამ მიღებას ,,ხელის ჩამორთმევას” უწოდებს.

,,რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე , რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს”, – ამბობს კობახიძე.

მისივე მტკიცებით, ამ მიღებაზე ბაიდენმა ავტორიტარული ქვეყნების ლიდერები მიიწვია და ამაზე ,,საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას”.

,,რაც შეეხება, ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს, რაც იყო; ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი”, – ამბობს კობახიძე, თუმცა არ ასახელებს რომელი სახელმწიფოებს გულისხმობს.

კობახიძის თქმით, მიღებაზე მიწვევის გაუქმების შემდეგ, მან და ელჩმა ზალკალიანმა ,,ქართულად ივახშმეს”.

,,მას შემდეგ რაც ბაიდენის ვახშამი გაუქმდა, ერთად წავედით, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად“, – თქვა კობახიძემ

მსგავსი თემები