ფლორიდა დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება

ატლანტის ოკეანის თავზე ქარიშხალი ,,ჰელენის” გაძლიერების გამო, ფლორიდის შტატმა სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხუთშაბათს დილის მდგომარეობით, ქარიშხალი გადაიზარდა მე-2 კატეგორიაში და მოსალოდნელია, რომ ფლორიდას დღეს ღამე გადაუვლის.

ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ხალხს, გაითვალისწინონ ევაკუაციის ბრძანებები და გააფრთხილეს, რომ ქარიშხალი ,,სიცოცხლისთვის საშიშია”. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ქალაქს ტალაჰასს გადაუვლის. ასევე, პროგნოზირებენ, რომ ის სიძლიერით მეოთხე კატეგორიას მიაღწევს.

მსგავსი თემები