„ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის“-იუსტიციის მინისტრი

„ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების შესახებ.

ბრეგაძის განმარტებით, იმ ფონზე, რომ რეგიონში რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა და უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

„მმართველი გუნდის უმთავრესი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ის გარემოება, რომ ჩვენს რეგიონში, ზოგიერთი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება და ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი მოსახლეობა სამშვიდობოზე გავიყვანოთ ისე, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს“- აღნიშნა მინისტრმ

მსგავსი თემები