საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება

ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მესამე ტურის შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში  28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა საქართველოსა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შორის თბილისში, შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაში შესანიშნავად დაიწყო, შინ ჩეხეთი (4:1) დაამარცხა, გასვლაზე კი ალბანეთი (1:0) და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მსგავსი თემები