ჩინეთის როლი უკრაინის კრიზისში – საგარეო მინისტრი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ნიუ-იორკში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოსეფ ბორელს. მხარეებმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთს ადანაშაულებენ, არაკეთილსინდისიერად არიან მოტივირებულები და მათ უკან ფარული დღის წესრიგი დგას.

როგორც დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩინეთის უკრაინის კრიზისის მიმართ ობიექტურია.

„ნიუ-იორკში უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინის კრიზისის მიმართ ობიექტურ და სამართლიან პოზიციას ინარჩუნებს, მუშაობს დეესკალაციისთვის და არ თმობს მშვიდობის მცდელობებს. ჩინეთის ძალისხმევა კარგად არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. გარკვეული ქვეყნების მხრიდან ჩინეთის მიმართ ბრალის განმეორებითი გადატანა, რა თქმა უნდა, მიზნად არ ისახავს სიტუაციის განმუხტვას  და სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას“ – განმარტეს საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები