,,უკრაინა აღარ არსებობს და მისი აღდგენა შეუძლებელია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც ომამდე იყო, აღარ არსებობს, და მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია.

„მდიდრული შენობები ოქროს კოშკებით დანგრეულია. თქვენ ვერასდროს ნახავთ ასეთ ქალაქებს ან დაბებს. მათ ვერასდროს აღადგენენ. ისინი ყველა კიევის გარდა განადგურებულია. თქვენ ვერასდროს ააშენებთ თავიდან ქალაქებსა თუ დაბებს ისეთებს, როგორებიც ისინი ათასი წლის წინ იყვნენ.

დაფიქრდით, სულ რაღაც სამი წლის წინ თქვენ შესანიშნავი ცივილიზაცია გქონდათ. მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ისინი ჩვენთან აღარ არიან“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, უკრაინის უმეტესი ნაწილი აღარ არსებობს. ტრამპმა თავის გამოსვლაში ჯერ თქვა, რომ უკრაინის აღდგენას ასეულობით წელი დასჭირდება, ხოლო მოგვიანებით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აღდგენა საერთოდ შეუძლებელი იქნება, „მთელი მსოფლიო რომც შეგროვდეს ერთად“.

მსგავსი თემები