ხმაური იყო ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში

ხმაური იყო ბათუმში  კაზინო ,,შანგრილაში”, სადაც 400-მდე თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. თანამშრომლების თქმით, მათ 23 სექტემბერს, ყოველგვარი  ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კაზინო იხურებოდა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოსავლის გარეშე დატოვეს.

როგორც ისინი ამბობენ, არც სექტემბრის ანაზღაურება მიუღიათ და არც კომპენსაცია.

კაზინოს 88% წილის მფლობელი ნატალია მენაბდიშვილი ამბობს, რომ ის ფორმალური მფლობელია და რეალურად კომპანია ებრაელ ბიზნესმენებს ეკუთვნის.

მსგავსი თემები