ნიუ-იორკის მერს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. NYT-ის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა მერის საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები.

საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ.

ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„თუ ბრალს წამიყენებ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ერიკ ადამსი სასამართლოში დღეს გამოცხადდეს.

მსგავსი თემები