რუსეთის ძალებმა ბომბი, უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში ჩამოაგდეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის(ФАБ-250) „არასაშტატო ჩამოსვლა“,- განაცხადა ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით.