საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 266 პაციენტი

  საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია  10 347. ამასთან, 29 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი, გარდაიცვალა 33 პირი.