“ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც გახარიასთან – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის “ქართულ ოცნებასთან” და ყოფილ პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

“მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება, ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება “ევროპული საქართველო” თუ “ლელო”. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის.

“ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც, ჩემი აზრით, გახარიასთანაც,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები