“GORBI-ს კვლევამ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც “ოცნების” ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა” – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი – GORBI-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევას გამოეხმაურა.

“გუშინ ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყანა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – GORBI-ის მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა.

ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს და ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ, ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა.

ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მხარი,” – განაცხადა შალვა პაპაუაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა GORBI-იმ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. 

კანდიდატთა რეიტინგები ასე გამოიყურება:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 53,6%;
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 27,7%;
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) – 6,5%;
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) – 3,5%,
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3,5%;
ანა დოლიძე (ხალხისთვის) – 1,5%;
სხვა კანდიდატები – ჯამში 3,7%.

მსგავსი თემები